x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მარიხუანას (100 გრამამდე) შეძენა-შენახვაზე პატიმრობა გაუქმდა

image
ბოლნისის სასამრთლოში 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. დავის საგანს წარმოადგენდა : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი.



საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება: არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ბოლნისის რაიონული სასამართლოს N855 კონსტიტუციური წარდგინება და განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულინარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

ამ გადაწყვეტილების ნახვა ნებისმიერ ადამიანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლია.

0
149
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0