x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ანტალიაში ქმარმა ცოლ-შვილი დახოცა,შემდეგ კი თავი მოიკლა
imageროგორც თურქული პოლიცია იუწყება მამაკაცმა ყველაფერი წინასწარ ჩაიფიქრა.


60 წლის ინგლისურის მასწავლებელმა ანტალიიდან დახოცა ცოლ-შვილი და შემდეგ თავი მოიკლა.ამ ამბავმა მთელი ქალაქის შოკირება გამოიწვია, განსაკუთრებით ისინი, ვინც მას კარგად იცნობდნენ. კოლეგები მამაკაცს წყნარ და ინტელიგენტურ ადამიანად მოიხსენიებენ, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარების ხელი გაეწვდინა ახლობლებისათვის.


როგორც გაირკვა მუამარ გიუნუმ ჯერ საკუთარი შვილები, 15 წლის ქალიშვილი ლეილა და 13 წლის ვიქტორი შხამიანი კანფეტით მოწამლა, შემდეგ კი 37 წლის რუსი ცოლი ანა იარაღით მოკლა.ამის შემდეგ მამაკაცმა პოლიციაში დარეკა, აცნობა მომხდარი ტრაგედია და თავი მოიკლა.

image


წინასწარი მონაცემებით ტრაგედია საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.ოჯახი არც თუ ისე შეძლებულად ცხოვრობდა, როგორც ცნობილი გახდა, სულ ცოტა ხნის წინ ოჯახი აკსუს ღატაკ რაიონში გადმოვიდა საცხოვრებლად 8 ძაღლთან ერთად, გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ უფროსმა გოგონამ ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა და პრიზად ოჯახთან ერთად სამდღიანი დასვენება ერგო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.


ცნობილი გახდა, რომ მუამერი ეჭვიანობდა ახალგაზრდა რუს ცოლზე, მით უმეტეს ქალი ბოლო ხანებში ხშირად მოგზაურობდა სამშობლოში, თუმცა არავის ეგონა, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა.


image



იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე აქ

0
88
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0