x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ არ ხართ წარმატებული
თქვენ არ იცით დროის ფასი.

"ყველა წარმატებულმა მეწარმემ იცის, რომ დრო ფულზე ძვირფასია." - რიჩარდ ბრენსონი
წარუმატებელი ადამიანები არ აფასებენ თავიანთ დროს. ისინი ფიქრობენ თავიანთ მომავალზე, გეგმავენ მას მაგრამ ეს პროცესი არასდროს დასრულდება, თუ ვერ გამოიმუშავებენ დროის მართვის უნარს და თავიანთ გეგმებს დროში არ გაწერენ.

image

თქვენ არ მოქმედებთ თქვენი მიზნების შესაბამისად.

"რთული არ არის მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც იცით რა გსურთ"- რ. დისნეი
მიზანი ძალზედ მნიშვნელოვანია, ის უმაღლეს ღირებულებად უნდა აქციოთ თქვენს ღირებულებათა იერარქიაში. თქვენი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები თქვენს მიზნებს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს.

imageთქვენ ფიქრობთ დანებდეთ.

ადამიანები ფიქრობენ რომ ერთ სფეროში წარმატებამ შეიძლება მეორე სფეროში წარუმატებლობა გამოიწვიოს. მაგალითად, წარმატებულმა კარიერამ შეიძლება ხელი შეუშალოს იდეალურ პირად ცხოვრებას. აუცილებელია, ადამიანებმა მოიშორონ ეს ფიქრები და მათ მაგიერ დაკავდნენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ იპოვონ ოქროს შუალედი წარმატებული კარიერისა და წარმატებული პირადი ცხოვრების შექმნისა თუ შენარჩუნებისათვის.


image
თქვენ არ ხართ თავდაჯერებული.

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს - "ამას ვერ შევძლებ". ისინი ზღუდავენ საკუთარ შესაძლებლობებს. დაბალი თვითშეფასება და მოტივაცია კი წარმატების მიღწევას ბუნებრივია ხელს უშლის. ზედმეტ ფიქრს ჯობს დრო საკუთარი თავის დახვეწას დაუთმოთ იმ სფეროში, რაც გაფიქრებინებთ, რომ რაიმეს ვერ შეძლებთ.

image


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი2017
გიორგი2017
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0