x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩაშლილი სასამართლო პროცესი. ავადმყოფობა თუ ბრალდებულის ახალი ხრიკები? დაიძვრენს თუ არა ბექა შენგელია თავს ციხიდან?

image
დღეს უნდა გამართულიყო მორიგი სასამართლო სხდომა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე, თუმცა სხდომა არ ჩატარდა, რადგან დარბაზში არ გამოცხადდა მთავარი ბრალდებული ბექა შენგელია. ბექას დედამ, ირმა გაბრიელაშვილმა "კვირა"–ს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. ასევე აღნიშნავს, რომ ეს გამოვლინებები ადრეც შეუნიშნავს. შენგელიას ადვოკატის ინფორმაციით ის საავადმყოფოშია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ, რადგან ბექა აგრესიულია. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავების პერიოდში მსჯავრდებული მშვიდად გამოიყურებოდა და აუღელვებლად საუბრობდა მომხდარზე. ის აღნიშნავდა, რომ ირმა(მარიამ) ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. გამოძიებას სთხოვდა მარიამის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებას. აცხადებდა, რომ მისი სახით შექმნა ესთეტიური მონსტრი და გოგონებს(არასრულწლოვან ნინას და მარიამს) თავის მსხვერპლად მიიჩნევდა. როგორც ჩანს მას კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ თუ მარიამს თავის მსხვერპლად და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლად წარმოაჩენდა, გოგონა შედარებით იოლად გადაურჩებოდა სასჯელს. საინტერესოა, ხომ არ თამაშობს შენგელია ფსიქიურად გაუწონასწორებლის და აგრესიულის როლს თავის დასაძვრენად? ხომ არ არის ეს მისი ახალი ხრიკები? თუ მისივე სიტყვებს მოვიშველიებთ, რომ მოსწონდა ადამიანზე მანიპულაციების ჩატარება, დაეჯერება კი მის აგრესიულობას? ისმება კითხვა: ხომ არ ცდილობს სასჯელისგან გათავისუფლებას ავადმყოფობის მომიზეზების ხარჯზე?

სასამართლო სხდომა 24 თებერვალს გაგრძელდება.

0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0