x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ შევუხამოთ მარსალის ფერი სხვა ფერებს
image


მარსალის ფერი - ეს არის მუქი ფერი - მიღებული კონიაკის ფერის და წითელის შერევის შედეგად.


image


ტრადიციულად მარსალის ფერს უხამებენ შავ ფერს.



image


ლამაზი ანსამბლის მისაღებად შეიძლება ამ ფერის კომბინირება კრემისფერთან, ქვიშის და ყავის ფერებთან. ეს კლასიკური შეხამება ძალიან ეფექტურად გამოიყურება.


image

image


კარგად ეხამება მარსალის ფერი ნაცრისფერს.


image


იქ, სადაც არის მარსალის ფერის ტანისამოსი და აქსესუარები, კლასიკური შეხამება
იქნება ანსამბლს დავამატოთ ლურჯი.

image

თუ გავიხსენებთ შემოდგომის ტყის ფერების გამას, ძალაუნებურად გონებაში მაშინვე წარმოგვიდგება წითელი-ყვითელი-მწვანე-მეწამული ფერები. თუ არა ბუნებამ, ვინ იცის, როგორ შეუხამოს ერთმანეთს იდეალურად სხვადასხვა ფერები? ბუნების კარნახის გამოყენებით შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ მარსალის ფერი არაჩვეულებრივად ეხამება მუქ მწვანეს, მოყვითალო-ყავისფერს და მდოგვისფერს.

image

მარსალის ფერს მშვენივრად შეეხამება ზეითუნის ბუნებრივი ფერები.

image

საკმაოდ არაჩვეულებრივად გამოიყურება მარსალის ფერი სალათისფერთან.

image

ეფექტური ანსამბლის შესაქმნელად შეიძლება მარსალის ფერი შევუხამოთ ვარდისფერს და ნარინჯისფერს.

image

image

ძალიან თამამი გადაწყვეტილება იქნება, თუ მარსალის ფერს შევუხამებთ ცისფერს, ფირუზისფერს და ზღვისფერს. ასეთი კომბინაცია ძალიან ეფექტურად გამოიყურება და თქვენს გარდერობს ძალიან მრავალფეროვანს გახდის, გარდა ამისა თქვენს განწყობილებას გაახალისებს ნათელი ფერებით.

image

უნდა ავღნიშნოთ, რომ მარსალის ფერი არის საკმაოდ მკვეთრი ფერი, ამიტომ ფერთა ანსამბლი უნდა იყოს ჰარმონიული და არ გამოიყურებოდეს გადამეტებულად, არ უნდა იყოს გადატვირთული ამ ფერით. ეფექტურობისთვის და ამავდროულად ბალანსის დაცვისათვის, უმჯობესია საბაზისო მარსალის ფერს დაემატოს იმავე ფერის რაიმე აქსესუარი, მაგ ჩანთა და ქუდი (არ დაგავიწყდეთ ანალოგიური ფერის პომადა და ლაქი).

ქალბატონებო გისურვებთ იყოთ ლამაზები, ფერადები და ბედნიერები!

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0