x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვინ არის მომხიბლავი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც პოდიუმს იპყრობს

imageსულ ახლახანს ციხის დერეფნებში დააბიჯებდა, თუმცა ორშაბათს მისი დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა და ერთხმად აალაპარაკა მოდის მიმდევრები. სისხლის სამართლის დამნაშავემ, ჯერემი მექსმა უყოყმანოდ გაცვალა თავისი ნარინჯისფერი ციხის "შმოტკები" და ბორკილები კუტიურეების შეთავაზებულ სამოსზე. დიზაინერ ფილიპ ფლეინის ჩვენებაში მონაწილეობა მისთვის მართლაც და ასაფრენ ბილიკს ჰგავდა. უნდა აღინიშნოს მისი მომხიბლავი გარეგნობა, შთამბეჭდავი ლურჯი თვალები, რამაც მოახდინა მისი კატაპულტირება მოდის კვირეულზე და ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავების წინ "დასეირნობდა", როგორებიცაა ჯენერი, პერის ჰილტონი და მადონა. ჩვენება ნიუ-იორკის სახალხო ბიბლიოთეკის დარბაზებში გაიმართა. მექსი ხალიჩაზე ხან წელზევით შიშველი წარსდგა, უზადო სხეულით, მრავალი სვირინგით მოხატული, ხან კი ბეწვით გაწყობილ შავ ქურთუკში შემოსილი. სახეზე ზღვისფერი თვალების ქვეშ მარცხენა ღაწვზე image
ცრემლის ფორმის სვირინგი უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჯერემი მექსის სახელმა პირველად 2014 წელს გაიჟღერა და ის პოლიციის ვებ-გვერდზე მოვხდა. 2015 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით 27 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. ბრალი კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვასა და ხალხმრავალ ადგილებში მათ გაუფრთხილებლად ტარებაში ედებოდა. ციხეში ეცადა რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, თუმცა მანამდისაც თავისი საოცარი გარეგნობის წყალობით საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა.

ჯერემი ციხიდან 2016 წლის მარტში გათავისუფლდა. თავისი ფოტოები სოციალურ ქსელ instagram–ში განათავსა, მაგრამ აბრალებდნენ, რომ ცრუობდა და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი გარეგნობის. ფოტო "Vogue Paris"-ის მთავარ რედაქტორთან კერინ როიტფელდთან აქვს გადაღებული.

ჯერემის მეუღლე მელისა და სამი შვილი ჰყავს. imageimageimageimageჯენერი და მადონა მოდის ჩვენებაზემექსი კერინ როიტფელდთანმექსი მეუღლესთან,  მელისასთან ერთადბოლო ფოტოზე ჯერემი ცოლთან, მელისასთანაა წარმოდგენილი.





0
135
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0