x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი

image

ვერძები ასაკს არ იმჩნევენ.ცხოვრობენ დღევანდელი დღით და არ ფიქრობენ რა იქნება ხვალ. სულიერი მხნეობა ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებაშიც ეხმარებათ და ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ მოტოციკლზე ამხედრებული 60 წლის ვერძის ხილვა.



კურო


image

როგორც წესი, ასაკთან ერთად ზედმეტი კილოგრამებიც ემატებათ.მათ ხომ ძალიან უყვართ გემრიელად ჭამა.წლების მატებასთან ერთად ჯიუტი ხასიათიც ეცვლებათ და უფრო დამყოლნი ხდებიან. კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან და შესაძლოა ღრმა სიბერემდეც იცოცხლონ.


ტყუპები

image

ტყუპები ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ისახავენ მიზანს და წლების მატებაც არ უშლით ხელს მისკენ იარონ. მათ ხანდაზმულ ასაკშიც ვერ ნახავთ ბუხრის წინ მჯდომები რომ ისვენებდნენ.მათი კარიერული ზრდა საპენსიო ასაკამდე და მის შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს.


კირჩხიბი

image

მათ ორი სახე აქვთ, ერთი, რომელიც არ ბერდება და მეორე-რომელიც ასაკის მატებასთან ერთად აქტიურად იწყებს სხვებზე ზრუნვას. კირჩხიბს ძალიან უნდა, რომ სხვებმა მის ჭაღარას პატივი სცენ.მათგან “კლასიკური" პაპები და ბებიები გამოდიან.


ლომი

image

ქედმაღალ ლომებში წლების მატებასთან ერთად ეს თვისება უფრო გამოხატული ხდება. უფრო მეტად ითხოვენ საყოველთაო პატივისცემას, ავტორიტეტს და ზოგჯერ მორჩილებასაც კი.


ქალწული

image

წლების მატებასთან ერთად, უფრო ნეგატიურად აღიქვამენ სამყაროს. უყვართ როგორც გარეგნობაზე, ისე ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სიბერეს ღირსეულად ხვდებიან, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენს ან ლედის შეეფერება, მკაცრს, მაგრამ ჭკვიანს.


სასწორი

image

სასწორი ყოველთვის ზრუნავს გარეგნობაზე, ამიტომ ყოველ ღონეს იხმარს, რომ წლებმა ვერაფერი დააკლონ.უფრთხის ნაოჭებს და ზედმეტ კილოგრამებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ 70 წლის სასწორის ნახვა, რომელიც დაგაჯერებთ, რომ ჯერ 40 არ შესრულებია.


ღრიანკალი

image

წლების მატებასთან ერთად მედიდურნი ხდებიან. თავს ფილოსოფოსებად წარმოიდგენენ, რომელთაც დიდი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს.ეს ასეცაა, მაგრამ ხშირად თავის შეხედულებებზე ჯიუტად არიან ჩაციკლულნი.


მშვილდოსანი

image

სასწორის მსგავსად, არც მას სურს სიბერესთან შეგუება. ზოგჯერ ეს აკვიატებულ აზრადაც კი ექცევა და გარშემომყოფებს ასაკს ეკითხება იმ იმედით, რომ როცა იგივეს მას ჰკითხავენ, პასუხზე კომპლიმენტებს მიიღებს. ეს ასეცაა.თავის მომხიბვლელობას მშვილდოსანი ღრმა სიბერემდე ინარჩუნებს.


თხის რქა

image

ამ ნიშნისთვის ყველაფერი უკუღმაა. პატარაობაში უკვე “პატარა მოხუცები" არიან, სერიოზულები, დინჯები და პასუხისმგებლობით სავსენი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ყველაფერი იცვლება და სიბერეში ბავშვებს ემსგავსებიან.


მერწყული

imageმერწყულებიც სერიოზულები არიან ბავშვობაში, მაგრამ წლებთან ერთად ექსცენტრულობა ემატებათ.საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც მოეპრიანებათ.


თევზები

image

პანიკურად ეშინიათ სიბერის. ჯერ ხომ ვერაფერი ვერ მოასწრეს! ამის გამო ძალიან ღელავენ და დიდ დროს უთმობენ განვლილი ეტაპების გაანალიზებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ რაც უფრო ნაკლებად იღელვებენ ამაზე, მით უფრო მშვენიერი გახდება ცხოვრება.


1
989
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
989
  
2017, 16 თებერვალი, 16:00
სახალისო ჰოროსკოპია: ღრიანკალის შემთხვევაში საბაბიც აქვთ ალბათ რომ იყვნენ მედიდურები:)
0 1 1