x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ ქვეყნებში შეგვიძლია უვიზოდ მიმოსვლა და რა დოკომენტები უნდა მოვამზადოთ გამგზავრებამდე?
image

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაცია მოგვანიჭა. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უფლება გაემგზავრონ:

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ეკსპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

წევრობის კანდიდატ ქვეყნებში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.


არაწევრ ქვეყნებში: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.


საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები;

ადგილობრივი კანონმდებლობა;

საავტომობილო მოძრაობის წესები;

საზოგადოებრივი წესრიგი;

სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან დაეკისრება პასუხისმგებლობა, კონკრეტული ქვეყნის კანონის შესბამისად.


გამგზავრებისას საზღვარზე უნდა წარადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტები:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამატასტურებელი დოკუმენტი ( ქეში, სამგავრო ჩეკი, მოქმედი ელექტრონული ბარათები და ა.შ). სასტუმროს ჯავშნის არსებობისას აღნიშნული თანხა, 50 ევროს არ აღემატება.


გახსოვდეთ, რომ :
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის
განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს
შენგენის ზონა. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მუშაობის ან ხანგრძლივი სწავლის უფლებას.


ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე საქრთველოს მოქალაქეებს რამდენიმე ქვეყანაში უკვე შეეძლოთ უვიზოდ მიმოსვლა. ამ ქვეყნების ზუსტ ჩამონათვასა და იქ ყოფნის დღეების რაოდენობასაც გაგაცნობთ:


აზერბაიჯანი — 90 დღე;
არგენტინა — 90 დღე;
სომხეთი — 6 თვე;
ბელარუსი — 90 დღე 180-დან;
ბრაზილია — 90 დღე 180-დან;
ბარბადოსი — 28 დღე;
ბაჰამა — 90 დღე;
დომინიკის თანამეგობრობა — 21 დღე;
ეგვიპტე — 15 დღე;
თურქეთი — 90 დღე;
ისრაელი — 90 დღე 6 თვის განმავლობაში;
ირანი — 45 დღე;
კოლუმბია — 30 დღე;
მოლდოვა — 90 დღე;
პანამა — ვადას შესვლისას განსაზღვრავენ;
ტაჯიკეთი — განუსაზღვრელი ვადით;
ტუნისი — 30 დღე;
უზბეკეთი — განუსაზღვრელი ვადით;
უკრაინა — 90 დღე 180-დან;
ურუგვაი — 90 დღე;
ყირგიზეთი — 3 თვე;
ყაზახეთი — 90 დღე;
ჩილე — 90 დღე 180-დან;
სენტ-ლუჩია — ვადას შესვლისას განსაზღვრავენ;
ეკვადორი — 90 დღე.


წესების დაცვის შემთხვევაში, უპრობლემოდ შეძლებთ შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას. სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, მოგზაურობის ფასებიც დაიწევს. 1 აპრილიდან თავისუფლად შეგიძლიათ, დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი ტურისტული მოგზაურობა. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!



0
1718
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0