x
ცაციობა და მისი ამხსნელი თეორიები
image
ცაციობა ბიოლოგიურად განპირობებული ფენომენია. მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა უპირატესად იყენებს მარჯვენა ხელს, მცირე ნაწილი მათგან განსხვავდება და აქტიურად სარგებლობს მარცხენა ხელით. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ცაციობა აღიქმებოდა, როგორც პათოლოგია, გადახრა, გამოსასწორებელი ნაკლი და ადამიანებს აიძულებდნენ კიდეც, გამოეყენებინათ მარჯვენა ხელი. ხშირია ნერვიულობა მშობლებისა და ნათესავების მხრიდან ბავშვის ცაციობის შესახებ, რაც შეიძლება არასწორი ინფორმაციის ქონით აიხსნას.გასულ საუკუნეში, სკოლებში მასწავლებლები მრავალ ხერხ იყენებდნენ, რომ ცაციებს მარჯვენა ხელით ეწერათ.

ადამიანის თავის ტვინი დაყოფილია ორ ჰ

ემისფეროდ, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებად. თითოეული მათგანი განსხვავებულ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია ემოციებზე, მოვლენების საერთო აღქმაზე, არტისტულ უნარებზე. ხოლო მარცხენა ჰემისფერო აკონტროლებს უფრო მეცნიერული უნარების განვითარებას, ლოგიკურ აზროვნებას, მეტყველებისა და წერის უნარებს. ეს ჰემისფეროები ჯვარედინი პრინციპით ვლინდება ანუ მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს ადამიანის ორგანიზმის მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო - მარჯვენა ნაწილს. დაახლოებით 5 წლის ასაკიდან, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა ადამიანი ცაცია იქნება თუ არა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ამას 10 წლამდე ვერ დავადგენთ.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ვხვდებით სხვადასხვა მოსაზრებებს ცაციობის გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეიძლება გამოვყოთ ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები, რომლითაც ცდილობენ ახსნან ხელის დომინანტობა:


გენეტიკური თეორიების თანახმად, ხელის უპირატესობა დაკავშირებულია მემკვიდრეობით ფაქტორთან. ბავშვების 50% გვევლინება ცაცია, თუკი ორივე მშობელი ცაციაა.

კულტურულ-სოციალური თეორიები განიხილავს ხელის უპირატესობას, როგორც სოციალური აღზრდით, ცხოვრებისეული გამოცდილებით განპირობებულს. აღნიშნული თეორიები ხსნის უფრო მარჯვენა ხელის უპირატესობას, ვიდრე ცაციობას. მაგალითად, მარჯვენა ხელის უპირატესობა გამოწვეულია იმით, რომ მარცხენა ხელი იცავდა გულს ფარით და მარჯვენა ხელს ეპყრა იარაღი.

პათოლოგიური ცაციობის მოდელები ცაციობას განიხილავდნენ, როგორც ტვინის დაზიანებით განპირობებულს. მუცლადყოფნის დროს, ნაყოფის ჰიპოქსია, დაბადებასთან დაკავშირებული ტრავმა ან ადრეულ ასაკში თავის ტვინის დაზიანება იწვევს მარცხენა ჰემისფეროს მოტორული ცენტრის დაზიანებას და ხელის უპირატესობის შეცვლას.

მოსახლეობის დაახლოებით, 8-15% ცაციაა და ეს ფენომენი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ის უფრო ხშირია იდენტურ ტყუპებში, ტყუპების შესწავლის შედეგად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ 25%-ში ცაციობა გენეტიკურია.13 აგვისტოს აღინიშნება ცაციათა საერთაშორისო დღე. ცნობისათვის, ცაციები იყვნენ: ლეონარდო და ვინჩი, იოჰან სებასტიან ბახი, მიქელანჯელო, ალბერტ აინშტაინი, მარკ ტვენი, ნაპოლეონ ბონაპარტე და ა.შ.

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0