x
image
თეონა გორდეზიანი
რა და ვინ ახდენს მოზარდზე გავლენას...
ბავშვის სწორად ჩამოყალიბებისთვის ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი. მთავარი რა თქმა უნდა ოჯახია, ოჯახმა უნდა ჩამოუყალიბოს ის თვისებები, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს მომავალში.


მოზარდის განვითარების მეორე ეტაპზე სკოლის გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მასწავლებელი ისეთ გავლენას ახდენს მოზარდის ქვეცნობიერზე, რომ თავისდაუნებურად სძენს ბევრ მნიშვნელოვან თვისებას. ბავშვს კარგ შემთხვევაში რიდი, პატივისცემა და სიყვარული უჩნდება მასწავლებლის მიმართ, მეორე შემთხვევაში კი ის უარყოფითი გრძნობები რასაც საქციელით გამოხატავს.



მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ არ გამახსენდა, რომ ბავშვის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს, არც მხოლოდ იმიტომ რომ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაა, ასევე იმიტომ რომ ჩემს უსაყვარლეს ადამიანზე მინდოდა მომეყოლა...


ნონა მასწავლებელი ისტორიას გვასწავლიდა...მაგრამ არ იყო, არასდროს არ იყო მხოლოდ მასწავლებელი... იყო თითქოს მზრუნველი მშობელიც, დამრიგებელიც, მეგობარიც... მისი გაკვეთილი არასდროს იყო მხოლოდ რუტინული გაკვეთილი... და მიდგომა როგორც ეს ძირითადად იყო გავრცელებული არასდროს იყო


" ძველებური"... ნიშნის გამო გამოკითხული და არაფრის მომცემი საუბარი თემაზე, რომელსაც მასალა მოითხოვდა. ყველა გაკვეთილი იყო შინაარსიანი და რაღაც ახალი დადებითი ინფორმაციის მომცემი ან ახალი თვისების შემძენი...


თითქმის ათი წელი გავიდა, სკოლის ცხოვრებიდან ბევრი დეტალი დავიწყებას მიეცა, მაგრამ ამ გაკვეთილების უმრავლესობა ჩემშია, შთაბეჭდილებები ახლაც გონებაშია და თუ აქამდე არა, კვალი მერეც არ წაიშლება..



ვინ იცის ვინ გამოვედი, ვინ გამოვედით...მაგრამ ვფიქრობ თუ რაიმე დადებითი და ადამიანურია ჩემში მხოლოდ ნონა მასწავლებლის დამსახურებით...

ამ ყველაფერზე იმიტომ დავფიქრდი რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მეც დავფიქრდი მასწავლებლობაზე და როცა ამისკენ მიმავალ გზაზე დავდექი...მივხვდი თუ კი იქნები მასწავლებელი ძალიან ძნელია მოახდინო შთაბეჭდილება და დადებითი გავლენა... და თუ ეს არ შეგიძლია არც უნდა გახდე იმ საპასუხისმგებლო სახელის მატარებელი, რასაც "მასწავლებელი" ჰქვია...



ხოდა წარმოვიდგინე როგორი იქნება ჩემი მომავალი... ის კი გარდაუვალია ნონასნაირი ვერ ვიქნები, მაგრამ უნდა ვეცადო სიკარგეში მივბაძო მაინც.... თუმცა მისი ხმა...სახე...თვალები სიკეთეს აშუქებდნენ და მიბაძვაც რთული ამბავი იქნება...


ვფიქრობ მასწავლებელი ვიქნები თუ არა მაშინ გადაწყდება, როცა გაკვეთილზე მარტო შევალ პირველად. რა თქმა უნდა არაფერი მემახსოვრება, რომც დავგეგმო კიდეც დარწმუნებული ვარ ყველაფერი დამავიწყდება, ალბათ ვეცდები გავაკონტროლო რაზე ვისაუბრო, როგორ დავიმორჩილო ბავშვები. ვიქნები დაძაბული, მაგრამ მობილიზებული. ალბათ გამოვალ თუ არა მერე მივხვდები მინდა თუ არა მასწავლებლობა... მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს საკლასო ოთახიც უნდა იგრძნო... თუ საკლასო ოთახი არ გახდა შენი მეორე სახლი და თუ ამას ვერ იგრძნობ რთული იქნება... ამ გრძნობის გარეშე თავსაც დავიტანჯავ და ბავშვებსაც...


image


ჩემი დადებითი ის სიყვარულია, რასაც ბავშვების მიმართ ვგრძნობ და ყურადღების უნარი რაც შემიძლია მათ მიმართ გამოვიჩინო. მთავარია დავანახო რა მნიშვნელოვნები არიან ჩემთვის.

მე შემიძლია დავარღვიო სტერეოტიპი და გადავლახო მასწავლებლისთვის არსებული ზღვრები, შემიძლია გავხდე თუნდაც მეორე კლასელი და მოვიქცე როგორც ისინი იქცევიან... ამის გარდა უნდა იყოს ისეთი მომენტები როცა იქნები აბსოლიტურად პრინციპული და ეს ბავსვებმაც უნდა იგრძნონ. ეს პრინციპები იმისთვიაა რომ წესები ყველამ დაიცვას ... ისე " თამაში " არ გამოვა.


მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო ჩემ შეხედულებებზე ყველაფერს პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს. ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილების ქონის მიუხედავად მერეც შეიცვლება და დაიხვეწება ჩემი აზრები, მაგრამ მინდა ყოველთვის ვიყო მშვიდი, გაწონასწორებული და ზომიერი ბავშვებთან ურთიერთობისას, როგორც ამას წლების განმავლობაში ნონა მასწავლებელი ახერხებდა.


ნონა მასწავლებლის მიმართ ვფიქრობ ერთგვარი ვალი გვაქვს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერაფრით დავუბრუნებთ.


2
90
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
90
  
2017, 10 თებერვალი, 12:29
,,ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.''
დოსტოევსკის ნაწარმოებში („დანაშაული და სასჯელი“ )მაქვს ამოკითხული...ნუთუ მე ის იშვიათი გამონაკლისი ვარ,ღვთისგან ბოძებული ხასიათისა და პროფესიის შერწყმით ბედნიერება დამემსახურებინა...მე ბედნიერი ვარ! მე შენმა შეფასებამ გამაბედნიერა,თეო,ჩემო გონიერო,ნიჭიერო,ზემგრძნობიარე გოგონა ღმერთმა გიკურთხოს გზა მასწავლებლის ურთულესი, საპასუხისმგებლო,უფაქიზესი პროფესიისაკენ.
2017, 10 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2