ქალი და მამაკაცი ვინ უფრო მტირალაა მამაკაცი თუ ქალი ?! 2017, 9 თებერვალი, 21:16 საინტერესოა ის მოსაზრება, რომ ქალები ტირიან 30-60-ჯერ წელისადში, ხოლო მამაკაცები კი 6-17-ჯერ წელიწადში.
ეს კვლევა ჩაატარეს ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ტილბურგის უნივერსიტეტიდან. The Telegraph-ი წერს, რომ მათ სთხოვეს 5000 ადამიანს 37 ქვეყნიდან, ეჩვენებინათ თუ როგორ გამოხატავენ ემოციებს.მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი ცრემლების ღვრას უფრო სწრაფად ამთავრებს. მათი ტირილი გრძელდება 2-3 წუთი, ხოლო ქალის ცრემლების 6 წუთი.როდესაც საქმე ეხება "ზედმეტ ტირილს", რომელიც გრძელდება 16-30 წუთის განმავლობაში, შემდეგი საათით, ამ შემთხვევაშიც ქალები უფრო მგრძნობიარეები აღმოჩნდნენ ვიდრე მამაკაცები.
რაც შეეხება იმას, რომ მამაკაცები ნაკლებად მტირალები არიან, მეცნიერებმა რამდენიმე თეორია გამოიყენეს. პირველ რიგში მამაკაცის ტესტერონმა შეიძლება შეაფერხოს ტირილი, ხოლო ქალის ჰორმონი ზრდის ტირილის ხანგრძლივობას.მეორეს მხრივ, ქალებს არ აქვთ უფრო ღრმა ცრემლსადენი მილები ვიდრე მამაკაცებს, , აქედან გამომდინარე, ცრემლები მათი პირდაპირი გაგებით "უფრო ახლოს" და მზად არიან წამოსასვლელად. ასე, რომ ძვირფასო ქალებო, ტყუილად ნუ დააბრალებთ თქვენს მამაკაცებს გულგრილობას და სიცივეს, ფიზიოლოგიურად მათ არ შეუძლიათ ისეთივე მგრძნობიარეები და მტირალები იყვნენ როგორც თქვენ. :) 38 1-ს მოსწონს
|