x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
იტალიაში დაფეხმძიმებული 9 მონაზვნის ამბავი ცრუ გამოდგა

image

იტალიური პრესა ამის გამო საკმაოდ სერიოზულად აღელდა-აქ ხომ საუბარი რელიგიაზეა.


გასულ ზაფხულს იტალიაში ერთ-ერთმა ქალთა მონასტერმა მილანის მახლობლად კეთილი საქმე გააკეთა და 5 ლტოლვილი შეიფარა ჩრ.აფრიკიდან.

მიგრანტებმა იქ ამოისუნთქეს, ძალები მოიკრიბეს და განაგრძეს "ევროპის
ათვისება".თითქოს აქ არაჩვეულებრივი არაფერია, მაგრამ მალე გაირკვა, რომ
მონასტრის 9 მონაზონი ფეხმძიმედ არის.თან ამტკიცებენ, რომ ისინი უბიწოები
არიან.

როგორც იტალიური l Giornale Italiano-იუწყება, ერთ-ერთი წინამძღვარი დედა
ჰყვება, რომ გასულ ზაფხულს დედა გაუხდა ავად და ამიტომ რამდენჯერმე მოუწია
მონასტრის გარეთ ღამის გათენება.სავარაუდოდ ამ დროს მოხდა "უბიწო ჩასახვა",
სწორედ ასეთ ფორმულირებას აკეთებენ მონაზვნები და ამტკიცებენ, რომ
ქალწულები არიან.ამის მაგალითად წმინდა მარიამი მოჰყავთ.

მონაზვნები აცხადებენ, რომ სასწაული მონასტრის კედლებში მოხდა.


დედაომ რატომღაც არ დაუჯერა და ახალგაზრდა დებს მოსთხოვა მონასტრის
დატოვება, რაზეც მათ უპასუხეს, რომ გარშემომყოფთა გულგრილობა კიდევ ერთხელ
ადასტურებს იმას, რომ წმ. მარიამი დღეს რომ დაფეხმძიმებულიყო, ყველაზე
მორწმუნე მრევლიც კი არ დაიჯერებდა ამას.


ყველაზე დიდი კმაყოფილება აფრიკელმა დევნილებმა გამოხატეს.ჟურნალისტებთან
საუბარში განაცხადეს, რომ მადლობლები არიან როგორც დედაოების, თბილი
მიღებისათვის და აგრეთვე მთლიანად იტალიის.ისინი მომავალში ყველა თავის
ახლობელს რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ესტუმრონ ამ მონასტერს.


როდესაც იტალიური საინფორმაციო საშაულებები შეეცადნენ ღრმად გარკვეულიყვნენ სიტუაციაში, გაირკვა, რომ ინფორმაცია "ფეიკი" აღმოჩნდა.თავდაპირველად დაფეხმძიმებულ მონაზვნებზე ინფორმაცია სატირულმა გამოცემა Ilgiornaleitaliano.it-მა გაავრცელა, რომელიც ერთი შეხედვით სერიოზული გამოცემა გეგონება.


იტალიაში ამ ფაქტის გამო აღელდნენ, -დაცინვის საგანი გახდა რელიგია, რომელსაც აპენინის მაცხოვრებლები სრული სერიოზულობით ეკიდებიან.


ამ ბოლო დროს მომრავლდა საიტები, რომელბიც სერიოზულ გამოცემების იმიჯით ინიღბებიან და მოხერხებულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ხშირად მათ ანკესზე ყველაზე სერიოზული გამოცემებიც ეგებიან.

0
225
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0