x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14 თებერვალი დიდი დღეა - შეაგროვე შენი ჩემპიონები!

სამეული

14 თებერვალი დიდი დღეა. დღე, როცა... უეფას ჩემპიონთა ლიგა ფლეი-ოფის მატჩებით განახლდება.


ამიტომ, "ვალენტინობაზე" შეყვარებულებმა იფიქრონ, ფეხბურთის მოყვარულები კი ჩემპიონთა ლიგას დაელოდებიან. ახლა უკვე - გაორმაგებული ინტერესით.

რადგან გამომცემლობამ "პალიტრა L" მორიგი საჩუქარი მოუმზადა ფეხბურთის ქართველ ფანებს: 13 თებერვლიდან გაიყიდება ჩემპიონთა ლიგის გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომლითაც დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების შესახებ, გაეცნობით ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს, ფლეი-ოფის კალენდარს, 1/8-ფინალში გასული გუნდების ისტორიას, სტატისტიკას, შემადგენლობებს...

და, რაც მთავარია, ყველა, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, არამხოლოდ უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდება, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის სპეციალურ ბურთსაც მიიღებს საჩუქრად!

ვერ მიდიხარ ბარსელონაში ან მიუნხენში? ეგ არაფერი - "შენი" ჩემპიონების შეკრება საქართველოშიც შეგიძლია: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფლეი-ოფის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, შეავსე ალბომი უმაღლესი ხარისხის ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე საჩუქრად ჩემპიონთა ლიგის სპეციალური ბურთი.

მერე რა, რომ ქართული კლუბი არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოში მაინც ბევრი ელის მოუთმენლად 14 თებერვლის საღამოს, როცა ლისაბონის და პარიზის სტადიონებზე ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი განახლდება. ოღონდ, ფეხბურთი მხოლოდ სტადიონი არ არის და მით უმეტეს, არც - მხოლოდ ტელევიზორში ნანახი თამაში. ფეხბურთს აჟიოტაჟი სტადიონს მიღმაც უხდება.


ორეული
მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვაგროვებდით საყვარელი გუნდების და ფეხბურთელების ფოტოებს. საღეჭ რეზინში ამოსული "ნაკლეიკა" ან ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი მაშინ უფრო ძვირად გვიღირდა, ვიდრე თანამედროვე მოზარდებს - Xbox-ის დისკი, ან სოციალურ ქსელში ასობით მოწონება... მაშინ დიდი საფეხბურთო ტურნირები ჩვენთვის ოფიციალურ გახსნამდე კარგა ხნით ადრე იწყებოდა.

ახლაც ასე იქნება, ოღონდ ახლა შვილებთან ერთად შევაგროვებთ უფრო ხარისხიან და მრავალფეროვან სტიკერებს. სხვაზე ადრე შევსების იმედით, დაიწყება სტიკერების გაცვლა-გამოცვლაც:

"მესის ზედმეტი სტიკერი მაქვს. გინდა, რონალდუში გაგიცვალო?"

"რონალდუ უკვე სამჯერ ამომივიდა. აი, ბუფონს თუ

მომცემ, შემიძლია, ლევანდოვსკი ან სუარესი დაგითმო"...

ბავშვების ნუ გაგიკვირდებათ. დღესაც კი, ინტერნეტის ეპოქაში, ბავშვებს ტელევიზორში ან სოციალურ ქსელში ნანახ ბუფონს და ინიესტას ხელშესახები, თავიანთ ალბომში ჩაკრული მათი ფოტოები ურჩევნიათ. თუმცა, რატომ მხოლოდ ახალგაზრდებს? თუ ფეხბურთი გიყვარს და განსაკუთრებულად ქომაგობ ევროპის რომელიმე ნაკრებს, "პალიტრა L"-ს მიერ გამოცემულ უმაღლესი ხარისხის ალბომს გულგრილად ვერც შენ ჩაუვლი...

ნუ დაელოდები საყვარელი კლუბის თამაშის დღეს, მანამ მოემზადე ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის.

საქართველოშიც შეგიძლია "პატარა სანტიაგო ბერნაბეუს", ან "ნოუ კამპის" მოწყობა: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ჩემპიონთა მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, გაალამაზე ალბომი უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე ჩემპიონთა ლიგის ბურთი!

ალბომის ფასი მხოლოდ 3 ლარია, სტიკერების პაკეტისა კი, რომელშიც სტიკერების ხუთი ბლოკი დევს - 1 ლარი.

კოლექციონერს შეუძლია, ცალკე შეიძინოს სტიკერების პაკეტები და ალბომში დარჩენილი ცარიელი ადგილები ეტაპობრივად შეავსოს. ალბომში სტიკერისთვის გამოყოფილი თითოეული ადგილი დანომრილია, ისევე, როგორც სტიკერები. შესაბამისად, კოლექციის მფლობელი იოლად მოუძებნის ადგილს პაკეტში მოთავსებულ სტიკერს.

13 თებერვლიდან ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეუძლია (და აუცილებლად მოუნდება!) ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მონაწილე 32 კლუბისა და მოთამაშეების 248 სტიკერის შეგროვება. მით უმეტეს, რომ ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს, საჩუქრად გადაეცემა ჩემპიონთა ლიგის ბურთი!

საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში ზაფხულს არ დაუცდის...

და ამაში 13 თებერვლიდან დარწმუნდები!

ავტორი: რატი შელეგია

0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0