x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სირიის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა?
image


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და “საწოლსაა

მიჯაჭვული“, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხ “ალ-ჯაზირას“ წამყვანი ფასად

ალ-ქასიმი Twitter-ის გვერდზე, ის ცნობილი ოპონენტია სირიის რესპუბლიკის ხელმ-


ძღვანელობისა. როგორც ჟურნალისტი თავის ჩანაწერში აზუსტებს, ასადი არ იმყოფება

კომაში. ამავე დროს, თურქეთის პრო-სამთავრობო გამოცემა Daily Sabah აცხადებს, რომ
სირიის პრეზიდენტი ცერებრალური ინფარქტის მდგომარეობით გადაყვანილია საავად-

მყოფოში, მათი განცხადებით რესპუბლიკის ხელმძღვანელმა გადაიტანა ინსულტი. წინა

კვირაში უკვე არსებობდა ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადს ჯანმრთელობის პრობლემები

ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცრუ ინფორმაცია პრე-

ზიდენტის მოწინააღმდეგეების მიერ იყო გავრცელებული, რათა მორალურად გაენადგუ-

რებინათ სირიის რესპუბლიკის არმიის სული.

0
370
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0