x
მეტი
  • 25.09.2017
  • სტატია:69577
  • ვიდეო:322128
  • სურათი:423231
როგორ ანადგურებს სელფი ადამიანის ფსიქიკას – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა

image


სმარტფონების ხელმისაწვდომობამ ფოტოს გადაღება იმდენად ჩვეულ მოვლენად აქცია, რომ ბევრ ადამიანს ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენება რამდენიმე "სელფი" რომ არ გადაიღოს დღეში. თუმცა, რამდენადაც მეცნიერები ამტკიცებენ, ზომიერებაა საჭირო: ამ მავნე ჩვევას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.


მეხსიერების გაუარესება

image

თავად ფოტოს გადამღები, ჩვეულებრივ, ცდილობს უამრავი ფოტო გადაიღოს –სასიამოვნო და საინტერესო მოვლენების გასახსენებლად. თუმცა, მეცნიერები სოლიდარობას არ იჩენენ ფოტო მოყვარულებისადმი: ხშირ და დაუფიქრებელ ფოტოების გადაღებას იქამდე მიყავს საქმე, რომ ადამიანს სრულიად ავიწყდება რა ხდება მის ირგვლივ.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ექიმმა ლინდა ჰენკელმა ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი: მუზეუმში მოიყვანეს სტუდენტთა ჯგუფი და სთხოვეს დაემახსოვრებინათ იქ განთავსებული ექსპონატები. ამასთან, ტექნიკის გამოყენების ნება დართეს. მეორე დღეს გაირკვა, რომ იმ სტუდენტებმა რომლებმაც სურათები გადაუღეს ექსპონატებს, გაცილებით ნაკლები დაიმახსოვრეს, ვიდრე მათ ვინც საკუთარი თვალით ნახა გამოფენა. უფრო მეტიც, ისინი საკუთარ მეხსიერებაში აღნიშნული ობიექტების არა მხოლოდ ზოგად სურათს ინახავდნენ, არამედ შეეძლოთ მათი აღწერა დეტალებში, "ფოტომანებისგან" განსხვავებით.


ფოტოების დევალვაცია და თავის მოტყუება

image


გაიხსენეთ, რამდენი თვე ეტეოდა 36 კადრიან ფოტო ფირზე. თითოეული სურათი მოვლენა იყო, სურათებს ათვალიერებდნენ და უცვლიდნენ, ჩუქნიდნენ და უფრთხილდებოდნენ. თანამედროვე შესაძლებლობები კი საშუალებას გვაძლევს სურათები პირდაპირ კომპიუტერის მყარ დისკზე შევინახოთ, რაც, როგორც ველინგტონის უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიის დოქტორს მერიენ გარის მიაჩნია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.


ფოტოსურათები ხშირად ვერ ხვდება სურათების ალბომში – ტელეფონის, კომპიუტერის ან მეხსიერების ბარათის უსარგებლო ტვირთად იქცევა. თანამედროვე ადამიანს შემდეგი წარმოდგენა აქვს –"ამას მეტისმეტად დიდი დრო მიაქვს, " ამიტომ უბრალოდ ირჩევს რამდენიმეს და ანთავსებს სოციალურ ქსელში. ასე ხდება ფოტოსურათების ღირებულების დევალვაცია – ჩვენ ვივიწყებთ დარჩენილი ფოტოების შესახებ, არ ვახარისხებთ და შედეგად, ტყუილი ილუზიებით თავს ვიმშვიდებთ, რომ თითქოს ფოტოაპარატის მეშვეობით ცხოვრების საუკეთესო მომენტების უკვდავყოფა მოხდა.


სელფიმანია


image
ნარცისული ფოტოსურათები ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული გახდა: სელფს არა მხოლოდ ცნობილი ადამიანები იღებენ, არამედ მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები, ინტელექტუალები და ცხოველებიც კი. ეს მარტივი გზა თვითგამოხატვისა და პიარის, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, საკმაოდ საზიანოა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფ. კონდრატიევი ამტკიცებს რომ სელფი ნარცისიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, ამით ზედმეტად გატაცებას კი დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია სამსახურსა თუ ოჯახში, რადგან საკუთარი პერსონის ფოტოგრაფირება ხშირ შემთხვევაში ნამდვილ დამოკიდებულებად გადაიქცევა.

ბევრი ადამიანი უამრავ დროს კარგავს სელფის გადაღებაზე, შემდეგ შერჩევაზე და ბოლოს კი მოუთმენლად ელის "ლაიქებსა" და "კომენტარებს." რეალურ ცხოვრებაში სელფომანის მიმართ შემდეგი დამოკიდებულება ჩნდება: ადამიანები ერთმანეთთან ნაკლებად ურთიერთობენ პირისპირ ფოტოებით ზედმეტად გატაცების გამო ვირტუალურ ცხოვრებაში.


სხეულის დისმორფოფობია

image


სელფზე დამოკიდებულებას ხშირად ფატალურ შედეგებამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი – ამას დენი ბოუმენის ისტორია ამტკიცებს, რომელიც თვითმკვლელობას შეეცადა წარუმატებელი სელფის გამო. ამას გარდა, სუეციდამდე ის მთელ თავის დროს სელფის გადაღებაში ატარებდა – დილაობით საშუალოდ 80 სურათს იღებდა და თანდათან ამაში საკუთარი ცხოვრების აზრი დაინახა.

ფსიქიატრი დევიდ ვილი ამტკიცებს, რომ მსგავს შემთხვევებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება იწვევს, რომელსაც სხეულის დისმორფოფობია ეწოდება, სელფზე დამოკიდებულების გამო. სხეულის დისმორფოფობია – ეს აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი (ხშირ შემთხვევაში მოზარდი) სერიოზულად არის შეშფოთებული საკუთარი სხეულის გამო – ზედმეტად ღელავს დეფექტებზე, არასრულყოფილებაზე. როგორც ფსიქიატრი ამბობს: "ტელეფონებში ფოტოკამერების გაჩენასთან ერთად, სამი პაციენტიდან ორს სხეულის დისმორფოფობიით, აღენიშნებათ საკუთარი სელფების გამოქვეყნების ტენდენცია სოციალურ ქსელებში.


სელფით შეპყრობილი – ფსიქიკური აშლილობა

image

2014 წლის 1 აპრილს ერთ–ერთ ინგლისურ გაზეში დაიწერა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს სელფის გადაღების აკრძალვას – რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო. თუმცა, ორი თვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ სელფზე დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ფორმად გამოაცხადა და მისი კლასიფიცირებაც კი მოახდინა: თუ დაავადების პირველი სტადია განისაზღვრება დღეში 3 ფოტოთი ინსტაგრამზე განთავსების გარეშე, მაშინ ბოლო სტადიაში იგულისხმება დღეში 6 ფოტოზე მეტის ატვირთვა სოციალურ ქსელში.


სელფისადმი ისტერიული დამოკიდებულება

image


სელფისადმი ვნებას ყველა არ განიცდის, ამით მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანები ავადდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ამტკიცებს: "სელფის ზემოქმედების ქვეშ ადამიანთა ის კატეგორია ხვდება, რომელთაც გამოკვეთილი ისტერიული ბუნება და დემონსტრაციული ქცევისადმი მიდრეკილება აქვთ. რაც შეეხება დემონსტრაციულობას, ეს უფრო ქალებს ახასიათებთ, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. რამდენადაც ისინი ცდილობენ მამაკაცებისთვის თავის მოწონებას. მამაკაცებში ისტერიულობას იშვიათად ვხვდებით, თუმცა, უფრო მძიმე ფორმებში."


ამგვარად, ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ამ მხრივ დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, 20-30 წლის ქალები არიან. "ზუსტად ისინი" – როგორც მეცნიერი აღნიშნავს – "მიღებაზე ხშირად ჩივიან, რომ არ შეუძლიათ შეჩერება. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, რომ სელფზე დამოკიდებულმა ადამიანმა აუცილებლად მიმართოს ფსიქოლოგს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად."



ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭკვიანი ადამიანები მალე გადაშენდებიან


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანის 8 ოქროს წესი. ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის

3
225
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
225
  
19 თებერვალი, 13:24
დიდი მადლობა, ნინი
19 თებერვალი, 13:15
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს....გავაზიარე
11 თებერვალი, 12:36
დედაჩემი ტელეფონით დამდევს ფოტო უნდა გადაგიღოო :D ასე რომ, მადლობა ღმერთს არაფერი მემუქრება ;)
0 1 3