x
მეტი
  • 27.05.2017
  • სტატია:66567
  • ვიდეო:319237
  • სურათი:418302
ჯოან როულინგის ახალი ბესტსელერი, რომელსაც "ჰარი პოტერის" რეკორდის მოხსნას უწინასწარმეტყველებენ

როულინგი


რობერტ გელბრეითის წიგნი "გუგულის ძახილი" მსოფლიო ბესტსელერია. ეს არის
კრიმინალური დეტექტიური ტრილოგიის პირველი ნაწილი, რომელიც გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერების ათეულში მოხვდა.


ქართულ ენაზე კი ნაწარმოები გამომცემლობა პალიტრა L-მა ცოტა ხნის წინ გამოსცა.
წიგნმა უკვე მიიპყრო ქართველი მკითხველის ყურადღებაც.

ambebi.ge-ს რედაქცია დაინტერესდა, თუ ვინ არის რობერტ გელბრეითი და მის
შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადა. თუმცა საკმაოდ უცნაური და საინტერესო ამბავი აღმოაჩინა.


როგორც გაირკვა, რობერტ გელბრეითი ფსევდონომია და "გუგულის ძახილის"
რეალური ავტორი "ჰარი პოტერის" შემქმნელი ჯოან როულინგია.


ინგლისში წიგნის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ გელბრეითი ფსევდონიმია.


მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ როულინგმა სრულიად სხვა ჟანრში სცადა ძალები და ეს საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. აღნიშნულს ადასტურებს წიგნის გაყიდვების რაოდენობაც, რადგან ნაწარმოებმა პოპულარობა იმ პერიოდშივე მოიპოვა, ვიდრე მისი რეალური ავტორი გახდებოდა ცნობილი.


წიგნი


უკვე ყველამ იცის, რომ რობერტ გელბრეითი იგივე ჯოან როულინგია. ეს წიგნის
მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. თუმცა ის კვლავ გელბრეითის ავტორობით გამოიცემა.


ასე მოხდა საქართველოშიც. პალიტრა L-მაც "გუგულის ძახილი" სწორედ გელბრეითის ავტორობით გამოსცა. თუმცა ქართველი მკითხველისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება, რომ ის იგივე ჯოან როულინგია.

რობერტ გელბრეითის უკან ყველასთვის საყვარელი მწერალი ჯოან როულინგი დგას,
რომელმაც ფსევდონიმის გამოყენებით გადაწყვიტა ახალი ნაწარმოების დაწერა. ჩვენც "გუგულის ძახილი" ფსევდონიმით გამოვეცით, რადგან ასეთი იყო პირობა წიგნზე საავტორო უფლების აღების დროს.


"ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ "ჰარი პოტერი" და "გუგულის ძახილი" სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებია, ჯოან როულინგის კალამი მაინც იგრძნობა, და მას ვისაც "ჰარი პოტერი" უყვარს, ეს წიგნიც ძალიან მოეწონება და შეუყვარდება", - აღნიშნავს პალიტრა L-ის პროექტების მენეჯერი ანი თოდრია.

წიგნს გამოსვლისთანავე კარგი გამოხმაურება ჰქონდა და მან დადებითი შეფასება მიიღო როგორც მედიისგან, ისე მწერლებისგან.


The Times-მა ნაწრამოები შეაფასა, როგორც მდიდრული და გლამურული. მას "ჰარი პოტერის" რეკორდის მოხსნასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

"რობერტ გელბრეითის დებიუტი ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ მას შეუძლია
უარი თქვას მაგიაზე, და თვითონ იყოს მაგიური", - წერდა Sunday Times.

"ყოველთვის, როდესაც წიგნის კითხვას ვასრულებ და ვხურავ, სურვილი მიჩნდება,
რომ ხელახლა წავიკითხო. გელბრეითს ისეთი მკაფიო წერის მანერა აქვს, რომ ყველას აოცებს. უბრალოდ მიყვარს. ჩვენი დროის აღმოჩენაა", - წერდა მწერალი პიტერ ჯეიმსი.

ჯეიმზ პეტერსონი კი ნაწარმოებზე წერდა, რომ სიუჟეტი შესაძლებელია აგატა კრისტის დეტექტივებიდან გამომდინარე შეიქმნა, თუმცა "გუგულის ძახილი" აბსოლუტურად დღევანდელობის შესაფერისია.


ფერადოვანი და სახალისოცაა, დაძაბულობასა და სისხლიან ამბებთან ერთად.

საქართველოს წიგნის მაღაზიებში "გუგულის ძახილის" შეძენა 16 იანვრიდან
არის შესაძლებელი. თუმცა მისი ოფიციალური პრეზენტაცია 2 თებერვალს არის დაგეგმილი "ბიბლუსი გალერეაში", სადაც წიგნზე ბლოგერები და მთარგმნელი
ისაუბრებენ.


პრეზენტაციის ფარგლებში წიგნი ფასდაკლებით გაიყიდება. წიგნი TOP თრილერის სერიის ფარგლებში გამოიცა.

პალიტრა L გეგმავს, რომ ეტაპობრივად ტრილოგიის შემდეგი ორი ნაწარმოებიც
თარგმნოს და ქართველ მკითხველს გააცნოს.

0
456
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
456
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0