x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჯვარი ვაზისა - წმიდა ნინოს ცხოვრება (ნაწილი3) განსაცდელი
image


***

ნინო და მისი თანამგზავრნი გზას დაადგნენ. მიდიოდნენ ნელა, გარშემო ყოველივე ყვაოდა, ყვავილთ სურნელით იყო მოცული მათი სავალი გზა. ბუნება ლოცავდა ნინოს გამგზავრებას, დიდ საქმეებს უქადდა. კეთილი ქალი გამოდგა ნინოს თანამგზავრი. მიდიოდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, უფალს მადლობას სწირავდნენ, რომ ასეთი ნათელი დღე აჩუქათ სამგზავროდ.

საღამოს ბინდი ეუფლებოდა, როდესაც მიაღწიეს ეფესელი დედაკაცის კარ-მიდამოს. მთელი სახლობა გამოეგება დაბრუნებულ ოჯახის უფროსს და მის სტუმარს, მიულოცეს მოსულთ მშვიდობით დაბრუნება. გაიხარეს ნინოს გაცნობით.


ნინოს გაცნობა განსაკუთრებით რიფსიმე გაახარა:

-დიდი ხანია მოსურნე ვარ ახალი მოძღვრების მიღებისა, ნათლისღებისა. როცა ჩემი მეგობარი ქრისტეს ქვეყანაში წამოვიდა, მე შინ არ ვიყავი, ახლა თვით ღმერთმა მომივლინა შენი თავი.

რიფსიმემ თავის სახლში გადაიყვანა ნინო, ორი წელი დაჰყო ნინომ რიფსიმეს სახლში და გამუდმებით ასწავლიდა მის სახლეულს ქრისტეს სჯულს, ქრისტეს ცხოვრებას, რომელმაც ჩვენთვის, კაცთათვის, ხორცი შეისხა სულისა წმიდისა და მარიამ ქალწულისაგან, განკაცდა, იტვირთა ჩვენი ცოდვანი, ეკლის გვირგვინი დაიდგა, ავაზაკთა გვერდით ჯვარს ეცვა პილატე პონტოელის დროს, მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა.

რიფსიმემ შეიწყნარა ნინოს სიტყვის თელსი და ნათელ იღო, მასთან ერთად, მისი სახლეულის 50 სული მოინათლა.

მაგრამ განსაცდელი მოიწია რიფსიმესა და ქრისტეს სჯულზე შემდგართა მიმართ. კეისრის ბრძანებით, რიფსიმეს უნდა დაეტოვებინა უბიწოების აღთქმა და ხლებოდა მას. რიფსიმემ იგრძნო მის თავს მოწევნილი განსაცდელი, იახლა თავისი დედამძუძუ გაიანე, ნინო, ორმოცდაათი სახლეული თავისი და მიატოვა თავისი ქვეყანა.

ნინოს თან მიჰქონდა ჯვარი ვაზისა. მიდოდა სიყვარულის, სიკეთის, სათნოების საქადაგებლად.

ქალები მზის ამოსვლა-ჩასვლით საზღვრავდნენ დროს. ცდოლობდნენ, ხალხის ნდობა დაემსახურებინათ. მალე მშვენიერი სამოთხე გამოჩნდა. ქალებმა გაიხარეს, რამდენიმე დღე გაატარეს იქ, ილოცეს, დაისვენეს, ქრისტე ღმერთს შესთხოვდნენ ადამიანთათვის მრავალ სიკეთეს.

შემდეგ, გაიანემ გზის გაგრძელება მოიწადინა:

- წავიდეთ, ჩვენს გზას ვეწიოთ, აქ როდემდე უნდა ვიყოთ, განა საქმე ცოტა გვაქვს?

-წინ გრძელი და ძნელი გზა გვაქვს, ეს ღამე აქ გავათიოთ, ხვალ, გამთენიის ჟამს, დავტოვოთ აქაურობა. გესმის, რა საყვარლად ჭიკჭიკებენ ფრინველებიო, - მიუგეს.

- დილით ადრიანად წამოიშალნენ და ადამიანთა ფეხის ხმა შემოესმათ.

- ადამიანები მოდიან! - შენიშნა გაიანემ.

- იქნებ თავის ფეხით მოდიან ჩვენთან ქრისტიანობის მისაღებად, - დაამშვიდა რიფსიმემ.

- ჩუმად, -გააჩუმა ორივე ნინომ, - ისინი თავიაანთ კერპებთან მიდიან.

-ფრთხილად უნდა ვიყოთ, მტერს არ გადავეყაროთ!-შეშფოთდა გაიანე.

უცებ ბრბოდან ვიღაცამ იყვირა:

- ხედავთ, ჩვენ ხომ ამ ქალებს ვეძებთო, - და მათკენ გაექანა.

თავშეფარება უკვე გვიანღა იყო, ქალებმა უკან დაიხიეს.... (გაგრძელება იქნება)

0
39
5-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0