x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბელორუსმა საკუთარი ძალებით შექმნა ახალი ბევრად ეფექტური რაკეტები ზალპური ცეცხლის სისტემა "გრადისათვის" და გამოიყენა საკუთარი წარმოების სატვირთო მანქანის შასი
image ბელორუსში შექმნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის "გრადის" რაკეტები, რომლებიც "გრადის" ჩვეულებრივ რაკეტაზე 5–7 ჯერ უფრო მძლავრია.
ბელორუსში "ზუსტი ელექტრომექანიკის" ქარხანაში შეიმუშავეს რაკეტების ახალი მოდიფიკაციები რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა "გრადისათვის"–ასეთი განცხადება გააკეთა აღნიშნული ქარხნის წარმოების უფროსის მოადგილემ იური ანიკეევმა.
ახალი საბრძოლო რაკეტები არა მარტო უფრო მძლავრია წინამორბედთან შედარებით არამედ უფრო შორ მანძილზეც მიფრინავს.
მაგალითისათვის მოცემულია რეაქტიული რაკეტა ინდექსით "9М521МБ", რომელიც 40 კილომეტრამდე მიფრინავს (სტანდარტული "9М22У" მიფრინავს 20 კილომეტრამდე) და ორჯერ უფრო მძლავრია. რაკეტის აფეთქებისას როცა გამოიყენება რადიოამფეთქი, რომელიც უზრუნველყოფს რაკეტის ჰაერში აფეთქებას, რაკეტის მოქმედების ეფექტურობა იზრდება 4–7 ჯერ.
თავის მხრივ რაკეტა ინდექსით "9М522МБ" 5–7 ჯერ უფრო მძლავრია ვიდრე სტანდარტული "9М22У", ამ რაკეტის ფრენის მანძილი 34 კილომეტრს შეადგენს.
122მილიმეტრიანი ორივე რეაქტიული რაკეტა წარმოებაშია და 2016 წლიდანაა მიღებული ბელორუსის არმიის შეიარაღებაში.
შეგახსენებთ, რომ რეაქტიული სისტემა «БелГрад»–ი დამონტაჟებულია ადგილობრივი წარმოების "МАЗ6317"–ის შასსზე რომლის პლატფორმის სიგრძე ბევრად უფრო გრძელია ვიდრე «Урал-375Д»–სი, რამაც ქარხანას საშუალება მისცა "გრადის" რაკეტების გადასატანი "სტელაჟი" მანქანის შასზე განეთავსებინათ და რაკეტების რაოდენობა 60 რაკეტამდე გაეზარდათ, რამაც საშუალება მისცა მომსახურე პერსონალს შეემცირებინათ რაკეტების გადამტან–მიმწოდებელი მანქანების რაოდენობა და გაეზარდათ ობიექტების თუ ცოცხალი ძალის გასანადგურებლად ზალპური ცეცხლის ეფექტურობა.
რაკეტების გაშვება შესაძლებელია როგორც მანქანის კაბინიდან, ასევე კაბელიანი პულტის დახმარებით მანქანიდან დისტანცირებული მანძილიდან.
"БелГрад"–ის ტაქტიკურ–რექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი.............................................................122, 4 მმ
რაკეტების რაოდენობა გამშვებ პაკეტში...........................................40
გათვლა..................................................................6
გაბარიტები მილიმეტრებში:
სიგრძე.................................................................... 9405
სიგანე.............................................................2700
სიმაღლე...................................................................3350
რაკეტის წონა კილოგრამებში....................................................66, 4
სროლის მანძილი კილომეტრებში:
სტანდარტული რაკეტით.....................................................20, 75
რაკეტით ინდექსით "9М22У"................................................34
რაკეტით ინდექსით "9М521МБ"...........................................40
მინიმალური.....................................................5(1, 6)
დაზიანების ფართობი კვადრატული მეტრი...................................145 ზალპის ხანგრძლივობა წამებში....................................20
გადატენვის დროს წუთებში.......................................7
ძრავის სიმძლავრე ცხენის ძალებში........................................425
მაქსიმალური სიჩქარე კილომეტრებში.................85
სვლის მარაგი კილომეტრებში......................................................1200
imageimageimageimage



ისრაელმა საზოგადოების დასანახად გამოიტანა ვიდეორგოლი უახლეს ებრაულ რაკეტაზე "Нец Дорес"


რუსეთი აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი ტემპებით გადაიარაღებას, წელს უწყება მიიღებს "С-400 «Триумф»–ის" 4 კომპლექსს


ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი “Patriot”


აი ასე გამოიყურება სპეციალურად ესტონეთის არმიისათვის შექმნილი მინი ტანკი "ADDER", რომელიც დისტანციურად იმართება



ქართული სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "დელტას" მორიგი წარმატება, ქართული სამხედრო ნაწარმი უკვე იკავებს თავის ნიშას

რუსეთმა აქტიურად დაიწყო საბრძოლო რობოტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება საბრძოლო სწავლებებში


ბელორუსში წარმოადგინეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი უპილოტო კატარღა

0
244
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0