x
ემოციური პასუხები ქრონიკულ დაავადებაზე
image
ქრონიკული დაავადებების უმეტესობა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს
გავლენას. მწვავე დაავადების დროს შეიძლება დროებით პირველ ფაზაზე ვისაუბროთ,
როდესაც ყოველდღიური აქტივობების მიმდინარეობა ირღვევა, ხოლო ქრონიკული დაავადების დროს ასეთი ცვლილებები უფრო ხანგრძლივი ან პერმანენტული ხდება.
ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს სჭირდება თავის ცხოვრებაში პაციენტის
როლის შემოსვლის ფსიქოლოგიური მიღება, რათა მაქსიმალურად ეფექტურად
მოახდინოს ადაპტაცია. უშუალოდ ქრონიკული დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ,
პაციენტი შეიძლება კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რასაც თან ფსიქიკური,
სოციალური და ფიზიკური წონასწორობის დარღვევა ახლავს თან. თუ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ცვლილებების არასაკმარისი დაძლევა მოხდება,
შესაძლოა დაავადების სიმპტომების გამწვავებას და ჯანმრთელობის გაუარესებას
ჰქონდეს ადგილი. ჩვეულებრივ კრიზისის ფაზის გავლის შემდეგ პაციენტი იწყებს თავის
ყოველდღიურ ცხოვრებაში დაავადებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანას,
იქნება ეს ფიზიკური, სოციალური თუ სამსახურებრივი რეაბილიტაციის აუცილებლობა.


უარყოფა


უარყოფა დაცვითი რეაქციაა, რომლითაც ადამიანები ცდილობენ დაავადების შედეგებს გაუმკლავდნენ. ეს არის ჩვეული რეაქცია ქრონიკულ დაავადებაზე, პაციენტები შეიძლება ისე მოქმედებდნენ, თითქოსდა მათი დაავადება არ არის მძიმე, მალე გამოჯანმრთელდებიან ან ნაკლები გრძელვადიანი შედეგები ექნება. თუმცა დაავადების
დადასტურების პირველ ფაზაზე (კრიზისის ფაზა) უარყოფა შეიძლება დაცვით ფუნქციას ასრულებდეს - ადამიანი ამ დროს ბოლომდე არაცნობიერებს
დაავადებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცხოვრებისეულ ცვლილებებს.
უარყოფამ ასევე შეიძლება შეამციროს მკურნალობასთან დაკავშირებული უსიამოვნო
სიმპტომები და გვერდითი ეფექტები. უფრო მეტიც, უარყოფამ შეიძლება დაფაროს ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული შიში, მანამ სანამ პაციენტი უფრო არ შეეგუება თავის დიაგნოზს და უკეთესად დარეალისტურად არ შეძლებს გადაწყვიტოს
თუ დაავადებასთან დაკავშირებით რა აუცილებელი შეზღუდვები აქვს მისაღები. რეაბილიტაციური ფაზის მანძილზე უარყოფას უკვე ნეგატიური შედეგები შეიძლება
ჰქონდეს, რაც მკურნალობისრეჟიმის დაცვის სიძნელეებში ანთვით-მართვის პროგრამის
არასრულ შესრულებაში ვლინდება; ამას შედეგად საავადმყოფოში განმეორებითი დაწოლა შეიძლება მოყვეს. კრიზისის ფაზის შემდეგ უარყოფა აღარ მოქმედებს, როგორც
დამცავი ფაქტორი, რადგან ხელს უშლის მდგომარეობის რეალისტურ შეფასებას.


შფოთვა



ქრონიკული დაავადების დიაგნიზის თანმდევი შფოთვა ჩვეული მოვლენაა. პაციენტების უმრავლესობა შეძრწუნებული და აღელვებულია იმ პოტენციური ცვლილებებით,

რაც მათ ცხოვრებაშია მოსალოდნელი. ნებისმიერი ფიზიკური სიმპტომი ფასდება როგორც დაავადების გამოვლინება; მაგ. მიოკრადიუმის ინფარქტ-გადატანილი
პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილს როგორც განმეორებით ინფარქტს განიცდის, სიმსივნის მქონე პაციენტისთვის ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება დაავადების განმეორების მიმანიშნებელი შეიძლება იყოს და ა.შ. შფოთვის დონეები განსაკუთრებით
მაღალია, როდესაც ადამიანები ელოდებიან სამედიცინო ანალიზების პასუხებს,
ინვაზიურ სამედიცინო პროცედურებს, ელიან ან განიცდიან მკურნალობის ნეგატიურ გვერდით ეფექტებს. შფოთვის დონე მატულობს ასევე დაავადებასა და მის მკურნალობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობის გამო. შფოთვა პრობლემას
წარმოადგენს არა მხოლოდ უსიამოვნო ემოციების, არამედ მისი კარგ ფუნქციონირებაზე
ზეგავლენის გამო. შფოთვის მაღალი დონის მქონე პაციენტებს უარესად გადააქვთ
ქიმიოთერაპია, დიაბეტის მქონეპაციენტების გლუკოზის კონტროლი უარესია და
სიმპტომების გაუარესებას აქვს ადგილი, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტები
აგვიანებენ სამსახურში გასვლას და ა.შ. შფოთვა განსაკუთრებით ხშირია ასთმისა
და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში, რაც ნეგატიურ
გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

დეპრესია

ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ასევე ხშირია დეპრესია; ქრონიკული
სამედიცინო მდგომარეობების მქონე პაციენტთა ერთ მესამედში ვლინდება ზომიერი
დეპრესიის სიმპტომები, ხოლო ერთ მეოთხედში მძიმე დეპრესია დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ქრონიკულ დაავადებასთან შეგუების პროცესში
დეპრესია უარყოფასა და შფოთვაზე გვიან ვლინდება, ზოგჯერ მას პერიოდული ხასიათი
აქვს. დეპრესია განსაკუთრებით ხშირია ინსულტ-გადატანილ, სიმსივნის, გულის დაავადებების ან ერთზე მეტი ქრონინული დაავადების მქონე პაციენტებში. დეპრესიის სიხშირე მატულობს დაავადებისა და მკურნალობის სიმძიმისდა მიხედვით;
რაც უფრო ფიზიკურად შემზღუდველია დაავადება და მეტ ტკივილთანაა დაკავშირებული, მით უფრო დიდია დეპრესიის გამოვლენის ალბათობა. ერთი პერიოდი დეპრესია განიხილებოდა მხოლოდ როგორც ქრონიკულიდაავადების უარყოფითი
ფსიქოლოგიური შედეგი; ამჟამად მოხდა დეპრესიის სამედიცინო მნიშვნელობის აღიარებაც. კერძოდ, დეპრესია ხანშიშესულ ასაკში შეიძლება იყოს ფიზიკური გაუარესების ნიშანი. დეპრესია ამძიმებს ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით გულის დაავადებების, მიმდინარეობას, ხელს უშლის მკურნალობისადმი დაქვემდებარებულობას და სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებას. ყოველივე ეს განაპირობებს დეპრესიის შეფასებისა და მართვის, მათ შორის პრევენციული მართვის, აუცილებლობას ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებისას. დაავადებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული დეპრესიამ შეიძლება სუიციდალური მცდელობები გამოიწვიოს. მაგ., 60 წლის ზემოთ ხანგრძლივი დიალიზის პირობებში მყოფი 6 პაციენტიდან ერთი წყვეტს მკურნალობას, რაც სიკვდილს იწვევს . სიმსივნის მქონე პაციენტებში 1, 5-ჯერ მაღალია სუიციდის სიხშირე ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
შფოთვისგან განსხვავებით, რომელიც დაავადების მიმდინარეობისას ძლიერდება
ან მცირდება, დეპრესიას უფრო ხანგრლივი რეაქცია აქვს და წლების მანძილზე
გრძელდება.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0