x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩაანაცვლა თუ არა წიგნი ელექტრონულმა წიგნებმა...
კითხვაზე ჩაანაცვლა თუ არა წიგნი, ელექტრონულმა ვერსიებმა... ბიბლუსის თუნდაც ერთი მაღაზიის გაყიდვებით რომ ვიმსჯელოთ უარყოფით პასუხს მივიღებთ.


ხშირად შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკითხველს პლანშეტით, ტელეფონით... თუმცა მე როგორც 90-იანების წარმომადგენელი ბევრი მიზეზის გამო ვფიქრობ, რომ წიგნს მაინც თავისი დანიშნულება და ადგილი აქვს. რაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა ვერანაირი ელექტრონული წიგნი ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილს.


ყველა წიგნს განსხვავებული სუნი აქვს, ერთ სტამბაში შექმნის მიუხედავადაც კი...

წიგნის სუნი იმიტომ გამახსენდა რომ თბილისი მოლის ბიბლუსში მიწევს ხშირად შესვლა და საოცარი სუნი დგას, პირველად მანდ ვიგრძენი... მიყვარს ახალი რაღაცეების თვალიერება, ის თანამშრომლებიც მომწონს რომლებიც იქ მხვდებიან, ერთი მათგანი უკვე წაკითხულ წიგნს მონდომებით რო მთავაზობდა არც მაგან გამაღიზიანა. სალომე ჰქვია გავიცანი. საჭირო და საინტერესო რაღაცეები მითხრა.image



კიდე საკანცელარიო ნივთების ყიდვა მიყვარს, ამის გამო დიდი სიამოვნებით " გავეგზავნები" ხოლმე ნებისმიერ თანამშრომელს.


აქაურობის გახსენებაზე ბავშვობის დროინდელი სურვილი ამომიტივტივდა.. ძალიან მინდოდა წიგნების მაღაზია მქონოდა ალბათ რამე ფილმს ვუყურე და იქიდან დამებადა ეს იდეა ან Notting Hill- ის გავლენაა, ახლა საგონებელში ვარ ჩავარდნილი.. ამ გარემოზე უკეთესი როგორ უნდა შევქმნა. აქ თითქმის ყველაფერია, სითბო, სიმყუდროვე, დადებითად დამუხტული თანამშრომლები...

image

მოკლედ არ ვიცი ჩემი სურვილი სურვილად დარჩება თუ ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ ეს ვიცი ბიბლუსმა ჩემი ფილოლოგი კურსელ მეგობრებისთვის საახალწლო, დაბადების დღის... საჩუქრის გაკეთების პრობლემა მომიხსნა. აქ შესვლის შემდეგ ზუსტად ვიცი ვის რა და რომელი წიგნი გაეხარდება.


სწორედ ჩემი ფილოლოგი მეგობრები, მათი მეგობრები და ამ ბიბლუსის თანამშრომლები სრულიად საფუძვლიანად მიმყარებენ პასუხს, რომ ვერანაირი ელექტრონული წიგნი ვერასდროს ჩაანაცვლებს "ფერადსუნიან" წიგნს.


ასე რომ :


image


0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0