x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
28 იანვარს SPACEHALL ცნობილ გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Steve Bug-ს მასპინძლობს
სპეისი


SPACEHALL ცნობილ გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Steve Bug-ს მასპინძლობს.


ივენთი სტარტს 28 იანვარს შაბათს, 23:00 საათზე აიღებს.


Steve Bug გერმანელი არტისტია. გავლენიანმა მუსიკალურმა ონლაინ გამოცემამ, Resident Advisor-მა მუსიკოსს „ტექნოს ჯენტლმენის“ სახელიც კი შეარქვა.



სტივ ბაგმა კარიერა ზუსტად 26 წლის წინ, 1991 წელს ჰამბურგში დაიწყო, 90-იანების ბოლოს კი ბერლინში გადაბარგდა. ტრენდულ ტრანსსა და დენსს სტივმა კარიერის დასაწყისშივე ტექნოს, დიფ ჰაუსის ჟღერადობა ამჯობინა. მისი პირველი ჩანაწერი 1993 წელს გამოიცა, მას მერე, ბაგმა ისეთი ლეგენარული კლუბები მოიარა, როგორებიცაა Fabric, Fuse.


სწორედ ამ პერიოდში დააარსა საკუთარი ლეიბლები, Poker Flat Recordings, Dessous. Poker Flat Recordings-ზე ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები გამოდის, როგორებიც არიან Trentemoller, Ryo Murakami. მისი ორგანიზებული იყო ივენთების სერია, Big Bluff, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა.


სტივ ბაგმა სახელი ტექნოს, დიფ ჰაუსისა და ეისიდის ჟღერადობის შერწყმით გაითქვა.


„თუკი მთელი სეტის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმდინარეობის ტრეკებს შეარჩევ, შენი ნამუშევარი საბოლოო ჯამში მოსაწყენი გამოვა“ - ამბობს არტისტი და ამიტომ მის სეტებს ყველაზე ნაკლებად „მოსაწყენი“ ეთქმის. Bug-ი ყოველთვის მოულოდნელი, თუმცა, დახვეწილი გადაწყვეტებით გამოირჩევა.


არტისტმა მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო. თუმცა, განსაკუთრებულ წარმტებას 2000-იანების დასაწყისში მიაღწია, როდესაც ალბომი Sensual გამოუშვა. მოგვიანებით კი ჩაიწერა Bugnology-ს მიქსების სერია, რომელიც Fuse-ისა და Fabric-ისთვის შეიქმნა.



Steve Bug-ის გარდა 28 იანვრს SPACEHALL-ში ქართველი არტისტისის, COBERT-ის მოსმენას შეძლებთ. ის ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე როგორც ლაივ შემსრულებელი 14 წლის ასაკიდან გამოჩნდა. მისი სეტები კი უმეტესად ჰაუს ჟღერადობაზე არის ორიენტირებული. მისი კომპოზიცია Dreamer ლეიბლის Overall Music 2016 წლის კომპილაციაში არის შესული.


მისამართი: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.

0
42
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0