x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
პორტრეტის ისტორიიდან...

imageუძველესი დროიდან ადამიანის სახე ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენს. სახე, ადამიანის სიმბოლო, მისი ძირითადი მახასიათებლები, მისი პიროვნების უმთავრესი ნიშანი, აზროვნების, სულის სარკეა. განსხვავებული ეპოქის ნამუშევრებში მას სრულიად განსხვავებულად გამოსახავნენ. როგორც ვიცით, ადამიანის გამოსახულებას ხელოვნებაში პორტრეტი ეწოდება.
უძველეს ხელოვნებაში, ადამიანის სახე აბსტრაქტულად, პირობითად გადმოიცემოდა. ძველი ეგვიპტელი მხატვრები და მოქანდაკეები, მიუხედავად იმისა, რომ მიმართავდნენ პირობითობას, მაინც გადმოსცემდნენ სახის სილამაზეს, ჰარმონიას, დიდებულებას... ისინი ძირითადად ღმერთებს, ფარაონებს და დიდებულებს წარმოგვიდგენდნენ.
ეგვიპტელისთვის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო ინტერესის საგანი.
რაც შეეხება ბერძნებს, ისინი უფრო მეტად ცდილობენ რეალობასთან ახლოს მისვლას თავიანთ ნამუშევრებში, მაგრამ ფაქტია, რომ მათი შემოქმედება ძირითადად გაიდეალურებულია. რაც სრულიად არაა გასაკვირი, რადგან მათთვის ადამიანი იყო ყველაფერი, ღმერთებსაც კი ზედმეტად ადამიანურად გამოსახავდნენ, განსხვავებით ეგვიპტელთაგან, რომლებიც ღმერთებს და ფარაონებს ბევრად დიდი ზომით გამოსახავდნენ იერარქიისთვის ხაზგასმის მიზნით.
ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო პორტრეტები, ამ ეპოქაში მრავლად შეიქმნა, რომაელი მოქალაქეების, იმპერატორების, მშვენიერი ქალების გამოსახულებები. ამ პორტრეტებში გაძლიეერებულია ადამიანის ნიშანთვისებები, პირონული მახასიათებლები. საუკუნეების შემდეგაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორები იყვნენ იულიუს კეისარი, ციცერონინერონი, სენეკა, მარკუს ავრელიუსი და სხვ. ისტორიიდან კარგად ნაცნობი პიროვნებები.
XV-XVI საუკუნეებიდან მოყოლებული, ხელოვნება აღარაა ორიენტირებული მხოლოდ მაღალ საზოგადოეაზე და მისი ინტერესის სფერო დაბალი ფენაც ხდება.
რაც შეეხება განსხვავებულ ხედვას, თანამედროვე ხელოვნებაში ადამიანის თემა რა საკვირველია კვლავ პოპულარულია, მაგრამ შეიცვალა მისი გამომსახველობითი ფორმები, მხატვრები თავად წყვეტენ როგორ გამოსახონ ადამიანთა პორტრეტები, ზოგიერთი მათგანი სახის რომელიმე კონკრეტულ ნაკვთზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგიერთი საერთოდ ფარავს სახეს, ზოგი ადნობს, ან ბურთულებით აწყობს მას...
სწორედ ესაა ხეოვანი ადამიანის გენიაც, როგორ ხედავს ის რეალობას, ამ შემთხვევაში კი ადამიანს, როგორ გამოხატავს მას და როგორ აშიშვლებს ემოციებს...

imageსალვადორ დალი

imageპიკასო

0
176
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0