x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ზაზა ფაჩულია: ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით
image



All Star-ის გამოკითხვის შედეგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.


ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.


ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით"-წერს ფაჩულია "ფეისბუქში".



ცნობისთვის, "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.


20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა.


წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.


გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6, 5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
ფაჩულიას მატჩში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს - ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს, თუ არა ზაზა ფაჩულია მატჩში.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა ქიტიაშვილი
ნიკა ქიტიაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0