x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დიასახლისის პასუხმა კითხვაზე "რას აკეთებთ მთელი დღე?" ინტერნეტი დაიპყრო
image


გამუდმებით გაბეზრებულმა ერთი და იგივე კითხვით:"რას აკეთებ მთელი დღე სახლში" ტატუს ოსტატმა ფლორიდიდან რიშელ კასბერმა გადაწყვიტა დაეწერა პოსტი ყველა ქალი-დიასახლისის სახელით, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.ამას მეტყველებს 640 ათასი მოწონება და 300 ათასი გაზიარება.ეს პოსტი ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს.



ეს ყველაფერი იწყება სიტუაციით, სადაც ქმარი (ქ) ხვდება ფსიქოლოგს (ფ).

ფ: - რით ირჩენთ თავს ბატონო როჯერს?

ქ: - ბუღალტრად ვმუშაობ ბანკში.

ფ: - და თქვენი მეუღლე?

ქ: - არ მუშაობს. დიასახლისია.

ფ: - ვინ ამზადებს საუზმეს თქვენს ოჯახში?

ქ: - ჩემი მეუღლე, რადგან არ მუშაობს.

ფ: - რა დროს იღვიძებს იგი?


ქ:- ადრე დგება, რადგან აუცილებელია ყველაფრის ორგანიზება: ააყენოს ბავშვები ჩააცვას, შემდეგ აჭამოს, გაიხეხონ კბილები და გააკონტროლოს მიაქვთ თუ არა ყველაფერი რაც სჭირდებათ. იგი იღვიძებს ბავშვთან ერთად, რომ შეუცვალოს საფენები და ძუძუთი გამოკვებოს, შემდეგ კი შვილებს ულუფას უმზადებს სკოლისთვის


ფ: - ბავშვების სკოლაში თვითონ მიდიან?


ქ: - ისინი ჩემს ცოლს მიჰყავს, იმიტომ, რომ არ მუშაობს.


ფ: - და მერე რას აკეთებს?



ქ:- როგორც წესი, იგი თვითონ გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს შემდგომ, დარჩება ცენტრში, ისე, რომ არ ამოიღოს მანქანიდან ზედმეტად ჩვილის ავტოსავარძელი. მან შეიძლება გადასახადები გადაიხადოს ან მაღაზიაში შეიაროს. ზოგჯერ ავიწყდება რაღაც, იგი ისევ გადის სახლიდან ბავშვთან ერთად. როდესაც სახლში ბრუნდება, კვებავს ბავშვს, უცვლის საფენებს და აძინებს.შემდეგ ალაგებს სამზარეულოს, რეცხავს და ალაგებს სახლს.ის ხომ არ მუშაობს.

ფ: - და რას აკეთებთ საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებით?


ქ:- ვისვენებ რა თქმა უნდა, ვიღლები მთელი დღე ბანკში მუშაობის შემდეგ.


ფ:- თქვენი მეუღლე საღამოს რას აკეთებს?


ქ:- ვახშამს ამზადებს, გვაჭმევს ბავშვებთან ერთად, შემდეგ ჭურჭელს რეცხავს,
ალაგებს სამზარეულოს კიდევ ერთხელ. უზრუნველყოფს, რომ ძაღლი გაასეირნოს. შემდეგ ბავშვებს საშინაო დავალების ამოხსნაში ეხმარება და ძილისთვის ამზადებს -
აძლევს თბილ რძეს, აკონტროლებს, რომ კბილები გაიხეხონ და ღამით პიჟამო ჩაიცვან, შემდეგ კი ჩვილს კვებავს ძუძუთი და საფენებს უცვლის.ის ხომ დილით სამსახურში არ მიდის.


-და ასეა ქალების უმეტესება მთელს მსოფლიოში, რომლებისთვისაც დღე დილით ადრე იწყება და გვიან ღამე მთავრდება... და თქვენ ამას მუშაობას არ ეძახით?


დიასახლისს არა აქვს დიპლომი, მაგრამ ამის კისერზეა გადამწყვეტი როლი ოჯახის ცხოვრებაში.


დააფასეთ თქვენი ცოლები, დედები, ბებიები, დები, დეიდები....რადგან მათი გაღებული მსხვერპლი ფასდაუდებელია.


და ბოლოს კითხვაზე მუშაობ თუ დიასახლისი ხარ?


პასუხი ასეთია:"მე ვარ ცოლი, ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში, აგრეთვე მე ვარ დედა, ქალი, ქალიშვილი, მაღვიძარა, მზარეული, მოახლე, მედდა, ხელოსანი, მრჩეველი... და არ მაქვს შვებულება ან ბიულეტენი, მე ვმუშაობ დღე და ღამე და ამისთვის ხელფასს არავინ მიხდის."



3
14693
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
14693
  
2018, 23 აგვისტო, 13:34
მგონი ჩემზეა
2018, 5 ივლისი, 15:06
ერთი დისლაიქი აქვს ამ სტატიას და მაინტერესებს ვინ ან რატომ მისცა :) ქალთმოძულეა მგონი
2017, 22 იანვარი, 11:55
რა კარგი სტატიაა :) ვერ ვიტან ქმრებს, რომლებიც ცოლებს გამუდმებით იმას უმეორებენ "ნეტა რა გღლის, მთელი დღე სახლში ზიხარ"...
0 1 3