x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პუშტუნები - "ტალახის ფარდის" შვილები

image
მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ბოლო დროს, დედამიწის აზიური მხარე მკაფიო პოლიტიკური ძვრებით გამოირჩევა.ისტორიული ფონისა და თანამედროვე მოვლენების გათვალისწინებით, იგი ხშირად ასოცირდება იმპერიალისტური ზრახვების შემცველ სუბიექტთან ან მასობრივ ტერორისტულ მანქანასთან.
სანამ უშუალოდ პუშტუნვალის ფენომენს გავეცნობით, განვსაზღვროთ ეროვნული პოლიტიკა ამ თვალსაზრით.უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ორიენტაცია ევროპისკენაა მიმართული.ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ამ ''დიდი ოჯახის" სრულფასოვანი წევრი.სამწუხაროდ, საზოგადოების ერთ ნაწილში შეინიშნება ტენდეცია, კერძოდ ჰიპოთეზამ, "გზა ევროპაში თვითდამკვიდრებისკენ, ჩვენი ძირითადი ღირებულებების და წმინდა ქართული მენტალობის დათმობაზე გადის"-ფიქსაციის სახე მიღო.ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ დრომოჭმული ფასეულობები უნდა აღმოიფხვრას, თუმცა რაც ყავლგასულია ამას თვითონ დრო წყვეტს, მაგალითად:ქართველი მეომარი ოდითგან ფარით და ხმლით იცავდა თავს, თუმცა დღევანდელი სამხედრო, საბრძოლო-ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით "ქამარ-ხანჯალ-ფარ-აბჯრის" გამოყენება თავდაცვისთვის აბსურდი და სისულელეა.საზოგადოებრივი აზრი მაშინ იწყებს გაყოფას, როცა საქმე მიდგება ეროვნულ მახასიათებლებზე.
სამეზობლო პოლიტიკის და რეგიონალური უსაფრთხოების გააზრებით, ევროინტეგრაცია საქართველოსთვის თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.რაც შეეხება ზემოთხსენებულ "დათმობის" ჰიპოთეზას აქ არსებობს ერთი კარგი მაგალითი ესპანეთის სახით. მატადორი იგივე ტორეადორი (კორიდის ერთ-ერთ სახე, სისხლისღვრის უკიდურესი აქტი, სადაც მთავარი მონაწილე ცდილობს დაშნის ჩაცემით მოკლას ხარი) არ ყოფილა შემაფერხებელი ესპანეთის ევროინტეგრირებისთვის, პირიქით, იმ დროს რამდენიმე გავლენიანმა პოლიტიკოსმა და მედიაგიგანტებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ სპორტის ეს სახეობა ესპანელი ერის კულტურული მახასიათებელია, რაც ხაზს უსვამს მათ განსხვავებულობას და თვითიდენტიფიკაციას.
თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ამ სტატიისთვის "მონათესავე სულები" მეწოდებინა, რადგან პუშტუნების მსოფლმხედველობა ძალიან ჰგავს ქართულს, კერძოდ ორივე ეთნიკურმა ჯგუფმა რკინის მორალით მოიტანა დღემდე თავი, განსხვავება კი მსოფლიოს გლობალური პრინციპში მდგომარეობს.
ავღანეთის ქვაღორღიან, მკაცრი კლიმატისა და ხაჰბადის(მტვრიანი ქარები) პირობებში, ყანდარიიდან ტარკინტომდე მონაკვეთში არის რეგიონი, სადაც შიიტი მუსლიმები-პუშტუნები ცხოვრობენ. 40 მილიონიანი მოსახლეობა, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსად ითვლება, რომელსაც საკუთარი ტერიტორია არ გააჩნია. "პუშტუნვალი" - ასე ეწოდება იმ ადათ-წესებისა და იდეების რთულ სისტემას, რომელიც ძირითადად ემყარება თავისუფლებისადმი დაუოკებელ სწრაფვას, კონფლიქტის კოლექტიურ და ოპერატიულ მოგვარებას, სტუმართმოყვარეობას, სამართლიანობასა და სიმამაცეს.ჩვეულებათა სამართლის ეს სახე შეიცავს შემდეგ პრინციპებს:
1.მხოლოდ ის პუშტუნები ითვლებიან ღირსეულად, ვინც იცავს "პუშტუნვალის" ადათებს
2.პუშტუნმა უნდა აიღოს სისხლი
3.პუშტუნი საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბოლომდე იცავს მას ვისთან ერთადაც აღმოჩნდა დევნილობაში, მიუხედავად მისი ერის, სქესის, ასაკის და წარმომავლობისა
4.პუშტუნი იცავს მასზე მიბარებულ ქონებას და სიცოცხლეს
5.პუშტუნი პატივს სცემს სტუმარს, იცავს მას და მის ქონებას
6.პუშტუნი ქალებს, ბავშვებს და რელიგიურ პირებს არ ასალმებს სიცოცხლეს
7.პუშტუნი იწყალებს დამნაშავეს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ქალის ან მოლას დაცვის მიზნით
8.პუშტუნი სიკვდილით სჯის ხალხის და ოჯახის მოღალატეს
9.პუშტუნი ინდობს ადამიანს, რომელიც რელიგიურ, საღვთო ადგილას შევიდა და იქ დიდი ხნით დარჩა
10.პუშტუნი იწყალებს მებრძოლს/მოწინააღმდეგეს, რომელიც შენდობას ითხოვს


პოლიტიკური და ეკონომიკურ თვალსაზრისით, მათი თანაცხოვრების სქემა უნიკალურია.ძალაუფლება ექვემდებარება სრულ დეცენტრალიზებას, მეთაურს და ზემდგომს ირჩევენენ, იმას ვინც შეზღუდული რესურსების განაწილების საუკეთესო გეგმა აქვს.დაბლობისა და მთების პუშტუნები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მთებში აბსოლუტური თანასწორობაა, ხოლო დაბლობის მაცხოვრებელნი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენენ თავს და გადასახადებსაც იხდიან.ინფასტრუქტურულ და საგზაო პრობლემებს ისინი თავად აგვარებენ.
საკვანძო საკითხები "პუშტუნვალისთვის" მაინც სტუმართმოყვარეობა და სისხლის აღებაა.ყველა უცხოს პუშტუნები ეჭვის თვალით უყურებენ, ეს ისტორიის რეზულტატია, რადგან მათ ხშირად უწევდათ გარეშე მტრებთან ბრძოლა.მიუხედავად ამისა, პუშტუნი ვალდებულია დაეხმაროს, დაიცვას და პატივის სცეს სტუმარს, თუნდაც მტრად მიიჩნევდეს. რაც შეეხება საბრძოლო ხელოვნებას და სისხლის აღებას, პუშტუნები ე.წ "ტალახის ფარდის" მექანიზმით იცავდა თავს დაპყრობლებისგან, უცხოელი მოდერნიზატორებისა და ცენტრალური მთავრობისგან. ავღანელების დაუმორჩილებლობა სწორედ პუშტუნა მთიანი კერიდან იღებს სათავეს და იგი უფრო მეტად განპირობებულია მორალური, კულტურული და რელიგიური პრინციპებით, ვიცე მძიმე სოციალური პირობებით.პუშტუნებისთვის დამორჩილება ნულის ტოლფასზეა დაყვანილი, ხოლო შურისძიება დაღუპული თანამებრძოლისთვის უპირობო ვალდებულებაა, შესაბამისად საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ 1 მილიონი პუშტუნის განადგურებით არათუ დააბალანსირა კონფლიქტი, არამედ ერთი-ორად გაზარდა მტრის რიცხვი.
ბევრი ექსპერტი და ანალიტიკოსი დღემდე მოუწოდებს ამერიკას კონფლიქტის გაყინვისკენ, რადგან ეთნოსს, რომელსაც ასეთი კულტურა გააჩნია არ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, რადგან ეს დამღუპველია მიგრაციული ვარიაციისთვის.ამ მოსაზრებას იმ დასკვნამდეც მივყავართ, რომ კაცობრიობას აქვს პრეტენზია კოსმოსში ეძებოს სიცოცხლე, წყალქვეშ აკვირდებოდეს გადაშენებულ ცივილიზაციებს, ქვის ხანაში ეძებდეს პასუხებს, მაშინ როცა მის წიაღში დაბადებულ, ცოცხალ და განსხვავებულ ხალხსაც კი ვერ უგებს.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0