x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ჭარხლის შესახებ ეს ბევრმა არ იცის!- რას შეიცავს სინამდვილეში ეს უნიკალური ბოსტნეული
image

ჭარხალი - ჩვენში საკმაოდ გავრცელებული კულტურა, რომელსაც ბევრი, მისი ფერიდან გამომდინარე, მხოლოდ რკინის მაღალი შემცველობის გამო რთავს რაციონში. სინამდვილეში კი აღნიშნული ბოსტნეულის სასარგებლო და სამკურნალო(!) თვისებების შესახებ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით.

არადა, ჭარხალი ადამიანის რაციონში შეუცვლელი პროდუქტია!

ჭარხლის კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები განპირობებულია, პირველ რიგში, ელემენტთა უნიკალური ნაკრებით, რომელიც სხვა არც ერთ პროდუქტში არგვხვდება. ამას ემატება დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების არსებობა, რომლებიც არ იშლება კულინარიული დამუშავების შემდეგაც კი. აქედან გამომდინარე, მოხარშული ჭარხალიც ისევე სასარგებლოა, როგორც უმი.


image

რით არის ჭარხალი სასარგებლო?

1. მოხარშული ჭარხალი, პირველ რიგში, შესანიშნავი შარდმდენი და მოსადუნებელი საშუალებაა.


იგი ორგანიზმის ყველაზე კარგი გამწმენდია. ბოჭკოვანას, ორგანული ელემენტებისა და სხვა ნივთიერებების წყალობით, ჭარხალი შესანიშნავად არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ნაწლავის პერსიტალტიკას, ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს.

2. აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია ღვიძლის დაავადებებისა და ჭარბწონიანობის დროს.



ლიპოტროპული ნივთიერება - ბეტაინი, რომელიც წარხლის შემადგენლობაში შედის, აწესრიგებს უჯრედებში ცხიმების ცვლას, ხელს უშლის ღვიძლის ინფილტრაციას და შეუძლია სისხლის წნევის ამაღლება. მნიშვნელოვანია, რომ ბეტაინი თავის მოქმედებას ინარჩუნებს როგორც უმ, ასევე მოხარშულ ჭარხალში და ჭარხლის ფრეშში.

კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბეტაინი აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

3. კურნავს ანემიას.


image

ჭარხლის მოხმარება ძალიან სასარგებლოა ჯანსაღი სისხლწარმოქმნისთვის. მის შემადგენლობაში შედის მიკროელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და დაბალი ჰემოგლობინის მკურნალობას.

4. ჭარხალი დაბალკალორიული პროდუქტია.


image

სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ჭარხლის დიეტების ეფექტურობა გასახლომად.


5. ჭარხალი ეხარება ასევე ნაბახუსევზე.

ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში და ნაბახუსევის სინდრომის გადალახვაში.


image

6. აღნიშნული ბოსტნეული სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვისაც.

იოდის მაღალი შეცველობის გამო ჭარხალი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იოდდეფიციტური დაავადებების დროს.

7. ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია ორსულთათვის!


ფოლის მჟავა, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, ძალიან სასარგებლოა როგორც ჩასახვის, ასევე ორსულობის ადრეულ ვადებში. იგი ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებას.


image

მართალია ჭარხალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კიდევ უფრო სასარგებლოა მისი წვენი! ჭარხლის წვენი საუკეთესო ენერგეტიკული სასმელია. იგი აღადგენს ძალებს და ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭარხლის წვენზე უკუჩვენება არ გაქვთ!


image

როგორ დავამზადოთ და მოვიხმაროთ სწორად ჭარხლის წვენი.

ჭარხლის ნატურალური წვენი საკმაოდ კონცენტრირებული სასმელია. მისი მოხმარება უნდა მოხდეს სხვა წვენებთან გაზავებით. ამ მიზნით გამოდგება როგორც ვაშლის, ასევე მოცვის წვენი, თმცა იდეალურია მისი სტაფილოს წვენთან გაზავება. მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენი პროპორციით 1:10 და თანდათან, ყოველდღე ვზრდით ჭარხლის წვენის წილს. გაითვალისწინეთ, რომ ჭარხლის წვენი თავღია უნდა გაჩერდეს მაცივარში 2-3 საათი. ამით, ზოგიერთი მავნე ფრაქცია ჟანგბადთან რეაქციაში შევა და ორგანიზმს ზიანს აღარ მოუტანს.


წვენის მიღება უნდა დავიწყოთ მცირე პორციებით. დღეში ერთი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. დოზას თანდათან გავზრდით დღეში 50 მლ-მდე.

წვენის მოსამზადებლად შეარჩიეთ საშუალო ზომის, მაგარი და ჯანსაღი ჭარხალი, რომელიც გარედან მუქი ნაცრისფერი უნდა იყოს, შიგნით კი ბორდოსფერი.

ჭარხალი შეუცვლელია კულინარიაში - იგი უამრავი ცხელი კერძის, წვნიანისა და სალათის შემადგენლობაში შედის.


ასევე უნცა იცოდეთ:



1.
ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც არ გსმენიათ!
image


2. კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image


3. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ!


image


4. გოგრა - უნიკალური პროდუქტი, რომელზეც ბევრი რამ არ იცით!

image

5. რა სარგებელი და ზიანი მოაქვს მსხალს - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

0
16446
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
16446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0