x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ებრაული მფრინავი მანქანა გაყიდვაში 2020 წლიდან გამოვა(ვიდეო)
imageებრაული კომპანია Urban Aeronautics გაყიდვისთვის ამზადებს სამგზავრო დრონს, რომელიც ხალხის ევაკუაციისთვის იქნება განკუთვნილი სტიქიის ზონებში ან სამხედრო კონფლიქტების დროს.მძლავრი უპილოტო აპარატი იწონის 1, 5 ტონას და შეუძლია 500 კილოგრამი ტვირთის გადატანა.უახლოეს სამ წელიწადში უპილოტო აპარატმა FAA-ს(სამოქალაქო ავიაციის ფედერალუი სამმართველო)სერტიფიკატი უნდა მიიღოს.


მფრინავი ავტომობილი Cormorant-ი(იგივე AirMule) შვეულმფრენთან არის მიახლოებული, მაგრამ უფრო მანევრირებადია, მას შეუძლია შენობებს შორის იფრინოს ან გაძვრეს ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ.


კომპანია Urban Aeronautics-ი 15 წლის განმავლობაში ქმნიდა დრონს.მთლიანობაში მიღებული იქნა 39 დაპატენტებული განცხადება.


Cormorant-მა პირველი საცდელი გაფრენა 2016 წლის ნოემბერში განახორციელა, თუმცა გამოიკვეთა მცირეოდენი ტექნიკური პრობლემები.მაგალითად სენსორები ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებს გადასცემდა.კომპანია უახლოეს ხანში გამოასწორებს ამ ხარვეზს.



უპილოტო აპარატის მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ-ია, ხოლო ფასი დაახლოებით 14 მლნ.$ იქნება.


სამგზავრო დრონის მსოფლიო ბაზარზე გამოტანა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.



აღსანიშნავია, რომ მსგავს აპარატებზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც.მეტიც ნორვეგიულმა Griff 300-მა უკვე მიიღო FAA-ს სერტიფიკატი.

სამგზავრო დრონების შექმნაზე აგრეთვე მუშაობს ჩინური კომპანია EHang-ი, გერმანული E-Volo და რუსული Авиатон-ი.




0
379
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0