x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა უპირატესობა აქვს მაღალ არტერიულ წნევას - ექიმების დასკვნა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!
image
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი არტერიული წნევა ხანდაზმულ ასაკში პირდაპირ კავშირშია დემენციის (ჭკუასუსტობის) განვითარების დაბალ რისკთან. შესაბამისი კვლევები გამოქვეყნებულია ჟურნალში Alzheimer’s & Dementia: The Journal of the Alzheimer’s Association.


მედიკოსებმა აღმოაჩინეს კავშირი სისხლის მაღალ წნევასა (განსაკუთრებით 80 წლესა და უფრო მაღალი ასაკის ადამიანებში) და ხანდაზმულ ასაკში დემენციის განვითარებას შორის. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ 559 ადამიანზე დაკვირვების შედეგად, რომელთაგან ყველა 90 წელს გადაცილებული იყო. გასინჯვის დროს, დაახლოებით 40 პაციენტს (224 ადამიანი) დაუდგინდა დემენცია.


ამასთან, ამგვარი დიაგნოზის მქონე ადამიანთა რიცხვი ნაკლები იყო მათ შორის, რომელთაც 80-89 წლის ასაკში აღენიშნებოდათ მაღალი არტერიული წნევა. ამგვარ პაციენტებს დემენცია 42%-ით ნაკლებ შემთხვევაში უვითარდებოდათ, ვიდრე იმათ, რომლებსაც მაღალი წნევები არ აწუხებდათ. ხოლო იმ ადამიანებში, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევები დაეწყოთ 90 წლის ასაკში ან უფრო გვიან, დემენცია კიდევ უფრო იშვიათი იყო - საშუალოდ, 63 %-ით ნაკლები.


image



"ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ დემენციის განვითარების ზოგიერთი რისკ-ფაქტორი შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების მანძილზე, - ამბობს პუბლიკაციის თანაავტორი, მარია კარილიო, - ჩვენ უკვე ვნახეთ ანალოგიური შედეგები სხვა კვლევებშიც, რომლებშიც შედარებულია სხეულის მასა და დემენციის განვითარების რისკი ხანშიშესულ ადამიანებში."


მეცნიერების მიერ 2008-2009 წლებში მიღებული მონაცემების მიხედვით, ხანდაზმულ ასაკში სხეულის ჭარბი წონაც ასევე დაკავშირებულია დემენციის განვითარების დაბალ რისკთან.


აღნიშნული კავშირების ყველაზე სავარაუდო მიზეზად მეცნიერები ასახელებენ იმას, რომ, მაღალ წნევას, რომელიც როგორც წესი, ჭარბი წონის ადამიანებში უფრო გვხვდება, შეუძლია ხანდაზმულ ასაკში უზრუნველყოს ტვინში საჭირო დონეზე სისხლის ინტენსიური მიწოდება.


ასევე საინტერესოა:

1. 4 სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს ინსულტი უახლოვდება - ამით შეიძლება სიცოცხლე იხსნათ!

image

2. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!

image

3. როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა აპარატის გარეშე - ეს მეთოდი ყველგან გამოგადგებათ!

image

4. როგორ წარმოიშვა "ვიაგრა" და რას ნიშნავს მისი სახელწოდება

image

5. რამდენი საათი უნდა გვეძინოს დღე-ღამეში: კვლევის შედეგები, რომლებიც გაგაკვირვებთ

image

0
14997
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
14997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0