x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
სოფელი, სადაც მზის სხვისი ვერ აღწევს! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ცივ სოფელს

ახალ ზელანდიელ ფოტოგრაფმა, ამოს ჩაფლიმ გადაწყვიტა მსოფლიოს ყველაზე ცივ სოფელში გამგზავრება, საიდანც რამოდენიმე ძალზედ საინტერესო ფოტოები გაგვიზიარა!

image

ასე განმარტა ჩაპლიმ ის მომენტი, როდესაც პირველად სოფელში ფეხი დაადგა:

"როდესაც პირველად ფეხი დავდგი გარეთ, ნაჭრის შარვალი მეცვა, ვიგრძენი თუ როგორ მეყინებოდა ფეხები, ტემპერატურა -47 გრადუსს აღწევდა. მომდევნო სიურპრიზი კი ჩემი გაყინული ნერწყვი იყო, რომელიც ტუჩებზე, ნემსივით მერჭობოდა"

image

სოფელი მდებარეოს რუსეთის ტერიტორიაზე. სამხრეთ არქტიკულ წრიდან 350 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ იომიაკონში ტემპერატურა 1926 წელს -76 გრადუსამდე დაეცა. რაც გრანდიოზულ რეკორდს ნიშნავს დაცემულ ტემპერატურასთან დაკავშირებით.

image

სოფლის სუპერმარკეტებში ძირითადად თევზი და ხორცი იყიდება, რადგან ბოსტნეულის მოხმარება-წარმოება თითქმის შეუძლებელია უამინდობიდან გამომდინარე.

image

სოფლის ძირითად საქმიანობას და შემოსავლის წყაროს თევზაობა წარმოადგენს. თევზეულობა სუპერმარკეტში 75 % იკავებს.

image

სოფელს, სადაც მზის სხივი ძლივს აღწევს, 500-მდე მოსახლე ჰყავს. ადგილობრივებისთვის ცხელი წყალი უდიდეს ფუფუნებას წარმოადგენს, თუმცა აშკარად მონატრებულები არიან. საპირფარეშოებიც სახლიდან მოშორებით აქვთ.

image

ამ რეგიონში ავტომობილების გამოყენება მხოლოდ ავტოფარეხებშია შესაძლებელი, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში.

image

თუ ავტომობილს ავტოფარეხიდან გამოიყვანთ, შეუჩერებლად უნდა ატაროთ, რადგან ყინვის გამო, შესაძლოა გაჩერებული ავტომობილი ვეღარც დაძრათ.

image

სოფელი ცნობილია, როგორც "რუსეთის არქტიკა". რეგიონი, 1930-იან წლებში ირმის ნახირისთვის წყლის მისაწოდებლად გამოიყენებოდა.

image

თუმცა სსრკ-ს გადაწყვეტილებით რეგიონში ხალხის დასახლება განხორციელდა. მაგ პერიოდში ძირითადად ტოლვილები დასახლდნენ, ხოლო დღეს უკვე 500 მოსახლე ჰყავს სოფელს.

image

სოფელში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი და პატარა სასურსათო მაღაზია მუშაობს. ეს საკმარისია 500 მოსახლისთვის. დღემდე სოფელში საკვების პროლემაც არ ყოფილა.

image

მეცნიერების აზრით, ადგილობრივების უპრობლემო ჯანმრთელობა განაპირობებულია ირმის რძისგან, რომელსაც ადგილობრივები თითქმის ყოველდღიურად მოიხმარენ.

image

გაყინულ სოფელში, ცხოვრების რიტმს ბავშვებიც მიჩვეულნი არიან. თუ ტემპერატურა -53 გრადუსამდე ეცემა, მხოლოდ მაშინ ითხოვენ სკოლებს. ოიმიაკონის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე სასიამოვნო სიტუაციას, გაყინულ ტბაზე თევზაობა წარმოადგენს.



წარმოგიდგენთ ფოტოებს სოფელ ოიმიაკონიდან...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

image


1- 5 საშინელი იარაღი, რომელსაც მოსალოდნელ III მსოფლიო ომში გამოიყენებენ!

2- ინციდენტი საავადმყოფოში - სტატია, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს!

3- მათ უბალოდ თევზაობით დროის გაყვანა სურდათ....


4- ანანასის წვენი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

5- იაკუტაში "სიცოცხლე გაიყინა"....

1
2232
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2232
  
2017, 19 იანვარი, 14:17
რა დააშავა ამ ხალხმა ან ამ ან წინა ცხოვრებაში?
0 1 1