x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა შეიძლება იყოს ის მცირედი რისი გაკეთებაც ქვეყნისთვის შეგიძლია...
ყოველდღე, როცა სამსახურიდან მოვდივარ ჩემი უბნის ნოკორას მაღაზიაში შევდივარ, ამისთვის ყოველთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს...

სტუდენტობისას მე თავად ვმუშაობდი აქ და ძველი სიყვარული შემომრჩა (2 წელზე მეტი), მეორე მიზეზი ისაა, რომ სახლთან ახლოსაა და ყოველდღე მირეკავენ - "რამე წამოიყოლეო", მესამე კი ის მიზეზია, რომ პროექტის "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანას " შესახებ უკვე დიდი ხანია გავიგე ინფორმაცია.

არ ვიცი დაახლოებით რამდენს სმენია ამ პროექტის შესახებ, საზოგადოების უმრავლესობას, უმცირესობას ან გამოკითხულთა რამდენი პროცენტი მეტყვის - "კი ნამდვილად კრეატიული გამოგონებაა"...მაგრამ რადგან მომეწონა და იდეასაც ვიზიარებ ამის შესახებ მეგობრებსაც გავაგებინე...image

მას შემდეგ დავფიქრდი და ვაკეთებ კიდეც, უკვე აღარასდროს ვიყიდი არაქართულ პროდუქციას, რა თქმა უნდა ისეთს რომელსაც ქართული ანალოგი აქვს. მაგალითად ჩიფსს, რომელიც ძალიან მიყვარს და უკვე დიდი ხანია ქართულიც არსებობს...image



უკვე აღარასდროს ვიყიდი არაქართულ კარაქს, იმიტომ რომ ქართული სამი წლის წინ შემიყვარდა და როცა "დამაბარებენ" ყოველთვის ვყიდულობ...

image


თითქოს არაფერი, მაგრამ მგონია მცირე წვლილი შემაქვს და ვხვდები რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულის მხარდაჭერას.

მინდა ბევრმა ჩემმა თანატოლმა იცოდეს და ჩემი მეგობრების მსგავსად გაიზიაროს ... და არამარტო ჩემმა თანატოლმა.

საბოლოოდ კი, რა მნიშვნელობა აქვს რითი დავიწყე და ჩიფსთან ან კარაქთან როგორ მივედი, მთავარია ვიყიდოთ ქართული გავაძლიეროთ ქვეყანა, ამით ხომ გაძლიერდება მეწარმე, ეს გაძლიერება დაეტყობა ქართულ ეკონომიკას და გაძლიერდები - შენც.



0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0