x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შოკისმომგვრელი განცხადება ,, ბირთვული ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს"
image


ბირთვული ომი კორეის ნახევარკუნძულზე შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. ასეთი

გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენელ-

მა გაეროში, მსოფლიო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.



“კორეის ნახევარ-კუნძულზე უკიდურესი დაძაბულობაა და არავინ იცის, როდის დაიწყება ბირთვული ომი იმ სამხედრო მანევრების გამო, რომელსაც ატარებს აშშ, რომლის მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა და იზოლაცია ჩრდილო-კორეის რესპუბლიკაზე".


დიპლომატმა კიმ ინ რეონმა აღნიშნა, რომ 2016 წელს კორეაში ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდამ, ამერიკა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე ამ რეგიონში განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა THAAD.


მისი თქმით “ვაშინგტონისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სხვადასხვა სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის ბომბდამშენები და ატომური წყალქვეშა ნავები".


კიმ ინ რეინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნით. გამართულიყო საგანგებო სხდომა, რომელზეც სამხედრო მანევრებთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ, რომელსაც აშშ ატარებდა სამხრეთ კორეაში, მაგრამ ეს მოთხოვნები იგნორირებული იქნა. როგორც დიპლომატი აცხადებს ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად მის ქვეყანას არ ჰქონდა სხვა არჩევანი, თუ არა ის, რომ შეექმნათ ბირთვული იარაღი აშშ-ს მხრიდან მუდმივი მუქარის საწინააღმდეგოდ. უკანასკნელ წლებში კორეამ განახორციელა ხუთი ბირთვული გამოცდა: 2006, 2009, 2013 და 2016 წლებში. ამის საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭომ სხვადასხვა სანქციები გაატარა ფხენიანთან ურთიერთობაში. 8 იანვარს კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნა.


“თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არსებობს ბირთვული საფრთხე აშშ-ს მხრიდან".


გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით იკრძალება ჩრდილოეთ კორეაში

ბირთვული იარაღის შექმნა და მათი გამოცდა. ფხენიანში ამ დოკუმენტს არ აღიარებენ

და აცხადებენ, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა

ვაშინგტონის მტრული პოლიტიკის გამო.

0
359
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0