x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!
image


ადამიანის ტერფის ფორმას გაცილებით მეტის თქმა შეუძლია პიროვნებაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამისათვის უბრალოდ უნდა დააკვირდეთ ტერფის ფორმას.

ეგვიპტური ტერფი


image
პირდაპირი ხაზი თანაბრად მიდის დიდიდან ნეკა თითისკენ და ყოველი მომდევნო თითი წინაზე პატარაა. ასეთი ტერფები აქვთ გულჩათხრობილ და საკუთარ თავში ჩაკეტილ, ცვალებადი ხასიათის ადამიანებს.

რომაული ტერფი


image
ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ ფორმის ტერფის მქონე ადამიანიები, როგორც წესი, მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან. ანტიკური ხანის ქარიზმატულ საზოგადო მოღვაწეებს ამგვარი ტერფი სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ჰქონდათ. აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც.

გლეხური ტერფი



image
როცა ფეხის ყველა თითი ერთმანეთის ტოლია, ტერფს კუთხოვანი მოყვანილობა აქვს. ასეთი ფორმის ტერფის მქონე ადამიანები არიან მშვიდები, ჭკვიანები და პრაქტიკულები. ჩვეულებრივ, მათზე შეიძლება იმედის დამყარება - დაპირებას ყოველთვის ასრულებენ.

ბერძნული ტერფი


image
მეორე თითი სხვებზე დიდია - ამგვარი ტერფის მქონე პირები, უმეტეს შემთხვევაში, ატრისტულები და ემოციურები არიან, მიდრეკილება აქვთ ლიდერობისკენ. ხშირად გვხვდება სპორტსმენებთან.

ნეკა თითი, რომელიც არ ინძრევა


image
თუ ნეკა თითის განძრევა მხოლოდ ხელით შეგიძლიათ და არა თითისავე კუნთებით, სავარაუდოდ თქვენ მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრება გიყვართ. ხართ კონსერვატორი, შრომისმოყვარე და ძალიან მშვიდი.

ნეკა, რომლის განძრევაც შეგიძლიათ


image


მათ კი, ვისაც შეუძლია ფეხის ნეკა თითის ამოძრავება, წინა პუნქტში აღწერილის საპირისპირო ხასიათი აქვთ. ისინი თავქარიანები, ავანტურისტები და ცვლილებების მოყვარულები არიან. ხშირად ამას შედეგად მოსდევს ცხოვრების მოუწესრიგებლობა.
სამაგიეროდ, ამგვარი ადამიანებისთვის ხასიათის გამოკეთება ადვილია - ამისთვის საკმარისია ნებისმიერი მორიგი გიჟური თავგადასავლის შეთავაზება.

ზედმეტად მოკლე ნეკა თითი


image
ასეთი პატარა ნეკის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ საზოგადოებრივი აზრის საპირისპირო ქმედებებს და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ.

მესამე თითი გადახრილია


image
ასეთი ადამიანები არჩევენ ყველაფერი წინასწარ დაგეგმონ. არიან ძალიან ორგანიზებული და ყველაფერს აკონტროლებენ ნებისმიერ სიტუაციაში.

მეორე და მესამე თითებს შორის დარჩენილი ადგილი


image
ასეთი ტერფის პატრონებს კარგად შეუძლიათ ლოგიკისა და ემოციის ერთმანეთისგან გარჩევა. მათ მიდრეკილება აქვთ ანალიზის, დიპლომატიისა და ვაჭრობისადმი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა აპარატის გარეშე - ეს მეთოდი ყველგან გამოგადგებათ!

image


2. რატომ აქვს ზოგიერთს ყურზე ამგვარი ხვრელი და რა საფრთხეს შეიცავს იგი - დააკვირდით!

image


3. იცით რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ნახევარსფერო? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

image


4. როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი ჯდომის მანერით - ტესტი, რომელიც სანდოობით ნამდვილად გაგაკვირვებთ!

image


5. იაპონური მაფიის საიდუმლო ცხოვრება - შიშის ქვეშ გადაღებული უნიკალური ფოტოები

image










0
8294
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0