x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ომი და საქართველოს უახლესი ისტორია
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა ომის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახები.ძალიან კარგია და რაც უფრო ბევჯერ მოხდება ასეთი ღონისძიებების ჩატარება, ბევრად უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და ომის ვეტერანებისთვისაც. მთელი ჩემი წარსული წინ დამიდგა, საქართველოს ტერიტორიების დასაცავად მაშინ ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი წავიდა და ბევრი მათგანი ვერ დაბრუნდა მშობლიურ კერას.ძნელად გასახსენებელია ისდრო, მაგრამ მაინც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისა და ახალი თაობისათვის იმ ისტორიის გახსენება, რაც ჩვენმა თაობამ გადაიტანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში !992-93 წლებში.

ჩვენი ბატალიონი შეიქმნა თბილისში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1992 წლის მარტში.მეთაური გახდა პოლკოვნიკი თამაზ მეფარიშვილი, ერთ-ერთი ღირსეული პიროვნება და ნამდვილი პატრიოტი ქართველი ვაჟკაცი.სანამ აფხაზეთში წავიდოდით, მანამდე სამაჩაბლოში წაგვიყვანეს შერეულ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.ვიდექთ დიდი და პატარა ლიახვის სოფლებში, ჩვენთან ერთად ჩააყენეს შინაგანი ჯარი და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები.ჩვენი მოვალეობა იყო წესრიგის დამყარება რეგიონში რუსებთან და ოსებთან ერთად.ერთად ვიდექით სამივე მხარე პოსტებზე.

მერე დაიწყო აფხაზეთის ომი.მანამდე მხეცურად მოკლეს სოფელ ავნევთან ჩემი ძმადნაფიცი, შინაგანი ჯარის ოფიცერი- ვეფხვია ბიჩინასვილი.მასთან ერთად დახოცეს 6 ჯარისკაცი.მძიმე იყო ჩვენთვის ამ საზარელი ამბის გაგება.სწორედ იმ დღეს, 1992 წლის 13 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთში ავადსახსენებელი ომი, რომელმაც შეიწირა ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო საჯიშე ნაწილი.ომის დაწყების დღესვე გამოვიდა მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური, ეროვნული ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი, ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ 30 ათასი მეომარ მზად ჰყავდა სამშობლოს დასაცავად და კუდით ქვას ასროლინებდა მტერს, მაგრამ რაც მოხდა შემდეგ, ყველამ კარგად ვნახეთ.იმ დროს დავასრულეთ ჩვენი სამშვიდობო მისია სამაჩაბლოში და დაგვაბრუნეს თბილისში ჩვენს დისლოკაციის ადგილას.მგვივიდა ახალი ბრძანება, რომ გავმზადებულვიყავით აფხაზეთში წასასვლელად.ჩვენმა მეთაურმა, თამაზ მეფარიშვილმა საგანგებოდ მოგვაწყო და გამოგვიცხადა აფხაზეთში წასვლის შესახებ.თან გაგავაფრთხილა, რომ ვისაც გული არ ერჩოდა და წასვლაზე უარის თქმა უნდოდა, დაუყოვნებლივ ეთქვა და ეს სულაც არ იქნებოდა დასაძრახი.ასეთი არავინ აღმოჩნდა.

იდგა 1992 წლის 10 სექტემბერი.თავდაცვის სამინისტრს განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი თამაზ მეფარიშვილის მეთაურობით აფხაზეთში საომრად წასასვლელად ემზადებოდა.150 ღირსეული თავდადებული ქართველი ვაჟკაცი აშკარა სიკვდილზე მიდიოდა.არცერთი ჩვენგანის სახეზე მაშინ ერთ შიშისმაგვარ რამეს ვერ ამოიკითხავდა.


მოვიდა თბილისიდან გასვლის შესახებ ბრძანება.ჩავჯექით ჩვენთვის გამოყოფილ ავტობუსებში და დავიძარით აეროპორტისაკენ.აეროპორტში დილიდან საღამომდე გვალოდინეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განკუთვნილი თვითმფრინავი ვერ მოიძებნა, სამაგიეროს ყოველ წუთში მიფრინავდნენ დუბაისა და ანტალიაში დასასვენებლად მიმავალი ხალხისათვის თვითმფრინავები.იმ დროს, როდესაც აფხაზეთსი გაგანია ომი იყო და ახალგზრდები იხოცებოდნენ უთანასწორო ბრძოლაში, რა უნდოდათ ანტალიაში დასასვენებლად?! პასუხი მარტივია, არ აინტერესებდათ გარეწრებს სამშობლო!

საღამოს 6 საათზე როგოც იქნა, გვაღირსეს ჩვენც თვითმფრინავი და ჩავჯექით.ჩვენთან ერთად მოდიოდნენ სამხედრო პოლიციის მებრძოლები.მათ შემადგენლობაში იყო ჩემი ძველი მეგობარი, საბჭოთა არმიისდროინდელი ჯემალ გაბულდანი, რომელიც გაგრის დაცემის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, მაგრამ ამაზე უფრო გვიან დავწერ.

გაგრძელება მალე იქნებაimageimage

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0