x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნიჭი
image ნიჭი განისაზღვრება, როგორც რაიმე განსაკუთრებული მოქმედების განსაკუთრებულად

კარგად შესრულების ან შესწავლის უნარი. იგი პიროვნების ერთ-ერთ ძირითად ნიშანს

წარმოადგენს. მისი საზომი პრაქტიკაა. მისი შესაძლებლობა მოქმედებაში ირკვევა. ნიჭი ყალიბდება ადამიანის ცხოვრების მანძილზე, მოქმედების პროცესში. მაგრამ მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია წინაპირობა, გარკვეული ნასახები, რომელნიც მხოლოდ პოტენციის, შესაძლებლობების სახითაა მოცემული. ამ ნასახიდან გარკვეული ნიჭის განვითარებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი, სისტემატიური და მიზანმიმართული მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ნიჭი განვითარებას ვერ ჰპოვებს. მეცნიერების, ხელოვნების და წარმოების მიმართულებით აქტივობა ისეთ ოპერაციებს მოითხოვს, რომელიც თანშობილი კი არაა, არამედ გარკვეული წესით წვრთნისა და ვარჯიშის გზით, დახელოვნების გზით მოიპოვება. ცნობილია, რომ პაგანინის ტალანტმა მსოფლიოში ვიოლინოზე შესრულების უმაღლეს მწვერვალს ისეთი ხანგრძლივი და მძიმე წვრთნისა და ვარჯიშის გზით მიაღწია, რომლის ატანა

სერიოზულ ტანჯვა-წამებასთან იყო დაკავშირებული.


მაღალი ნიჭიერებისთვის ხშირადაა დამახასიათებელია ნაადრევი სპონტანური

გამოვლინება. ყველაზე ხშირად ამგვარ გამოვლინებებს მუსიკისა და ფერწერის

დარგში ვხვდებით. ყველაზე ადრე მუსიკალური ნიჭი ვლინდება, რადგან ის

სპეციალური უნარი, რომელიც ამ ნიჭის პროფილს ქმნის, ინტელექტის, გონიერების

განვითარებასთან არაა დაკავშირებული. იგი უფრო სმენის აპარატის ანატომიურ

მომწიფებაზეა დამოკიდებული. რიმსკი კორსაკოვი მეორე წლის ასაკში არჩევდა ყველა

იმ მელოდიას, რომელსაც დედა უმღეროდა, ხოლო ოთხი წლის ასაკში თავად

ასრულებდა დიდი წარმატებით. ექვსი წლის მოცარტი დირიჟორობდა, ხოლო თორმეტი წლის შუბერტი კომპოზიციებს ქმნიდა. ნიჭი ფერწერაშიც ადრე ვლინდება, თუმცა ღირებულ ნაშრომს შედარებით მოგვიანებით ქმნის. ექვსი-შვიდი წლის რეპინი, რაფაელი აშკარად ავლენდნენ განსაკუთრებულ ნიჭს ფერწერის მიმართულებით. პოეზიის დარგში ნიჭი შედარებით გვიან იჩენს თავს, ხოლო მხატვრული ღირებულების მქონე პროდუქციას ჭაბუკობის პერიოდზე ადრე არ იძლება. სპორტული და ორგანიზაციული ნიჭიერებანი ადრე თამაშში ჩანან, ხოლო შემდეგ ისინი შესატყვისი აქტიურობით ვითარდებიან (ბოჭორიშვილი, ჩხარტიშვილი- ფსიქოლოგია, 1950).

ნიჭიერებას, როგორი მრავალმხრივობითაც არ უნდა გამოირჩეოდეს, ყოველთვის

მოენახება ერთი ძირითადი მიმართულება, სადაც პიროვნების მეტი შესაძლებლობანია

განწყობილი. პროფესიის განსაზღვრა სწორედ ნიჭის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ

პიროვნებამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს და უფრო მაღალი ღირებულების მქონე

პროდუქტი შექმნას. მაგალითად ორი ერთნაირი შესაძლებლობის აზროვნების მქონე პირიდან ლიტერატურაში მეტი მიღწევა იმას ექნება, ვინც მხატვრული წარმოსახვის და გადმოცემის მეტი უნარი გააჩნია. სხვა სფეროში ეს უნარი შეიძლება სავსებით გამოუყენებელი დარჩეს.

0
608
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0