x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
AUDI-ს შექმნის ისტორია
image

August horch (აუდი-ს დამაარსებელი, დაიბადა 12, 10, 1868)

აუდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა (გერმანული), რომელიც თითქმის 100 წელია აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს. იგი Volksvagen-ის კონცერნში შემავალი ფირმაა. აუდის ისტორია საკმაოდ საინტერესოა, რომელიც დაკავშირებულია August Horch-თან (აუდის დამაარსებელთან). ყველაფერი კი ასე დაიწყო.


აუგუსტმა 1909 წელს გამოუშვა 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა და კომპანია გაკოტრების პირამდე მიიყვანა. ამაზე განაწყენებულმა კომპანიონებმა გადაწყვიტეს მისი ფირმიდან გაძევება რაც მოხდა კიდეც და მას მოუწია საკუთარი (Zwickau, დაარსებული 1899წ) ფირმის დატოვება.
ამის შემდეგ August Horch-მა დააარსა საავტომობილო ფირმა, რომელიც ატარებდა მის სახელს Horch, თუმც მისმა ყოფილმა კომპანიონებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რათა შეცვლილიყო ფირმის სახელწოდება (ვინაიდან უკვე არსებობდა მსგავსი სახელწოდების ფირმა). სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შეცვლილიყო ავტომობილების სახელწოდება და იგი აღარ უნდა გამოსულიყო Horch ის სახელწოდებით.
მიუხედავად ყველაფრისა ავგუსტ ჰორხმა მალევე დააარსა ახალი ფირმა, რომელიც horch-იდან (რომელიც გერმანულად მოსმენას ნიშნავს, Hören, Horchen- მოსმენა. ლათინური თარგმანი - audire)გამომდინარე იქნა შექმნილი (ლათინური ვარიანტი) აუდი!



1928 წელს მოხდა აუდის სხვა ფირმასთან DKW-სთან შეერთება (ვინაიდან იგი გაკოტრების პირას იყო მისული).
ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ეკონომიკური კრიზისის დროს იგი შეუერთდა ავტოგაერთიანებას Auto Union-ს

image


აუდის ემბლემა (ოთხი რგოლი) დაკავშირებულია ზემოხსენებულ ავტოგაერთიანებასთან - audi werke, august horch automobile werke, DKW, Wanderer, რომელთა შეერთებაც მოხდა 1934 წელს. ფირმებმა შეერთების შემდგომ გამოუშვეს ავტომობილი აუდი Front, რომლის წინაამძრავის იდეა ეკუთვნოდა DKW-ს დამფუძნებელს, მისი 6 ცილინდრიანი ძრავი Wanderer-ს, მას უშვებდა ჰორხი, ხოლო ავტომობილი ატარებდა აუდის მარკას.



II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი
ომის შემდგომ გერმანიის ის ტერიტორია, სადაც მდებარეობდა ქალაქი Zwickau, შევიდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. აუდის ქარხანა ამის შედეგად იქნა ნაციონალიზებული და გარკვეული პერიოდის მანძილზე უშვებდნენ ავტომობილს Trabant.

imageამ დროისათვის აუდი ავტოსამყაროდან დროებით გაქრა, ვინაიდან ის ავტოგაერთიანება, რომელშიც იგი შედიოდა, უშვებდა მხოლოდ DKW-ს ავტომობილებს.
1979 წელს მოხდა Auto Union-ის რეფორმირება, რომელმაც მიიზიდა Mercedes-Benz. მომდევნო წელს Daimler-Benz AG-მა შეისყიდა Auto Union -ის საკონტროლო პაკეტი, მაგრამ მოგვიანებით, 1964 წელს მას დაეუფლა Volkswagen-ი, რომელმაც დაუბრუნა აუდს სახელი და ავტომობილების წარმოება გაგრძელდა აუდის სახელწოდებით.


დღესდღეობითაც ნათლად ჩანს, რომ Volkswagen-ს და AUDI-ს აქვს ერთ პლატფორმაზე გამოშვებული ავტომობილები, მაგალითად ტუარეგი/კაიენი, პასატი/აუდი ა4/ გოლფი/აუდი ა3...

imageimage


1965 წლიდან დაიწყო აუდის "ოჯახი"-ს გაზრდა და მას დაემატა შემდეგი მოდელები:60/75/80 და 100

imageimageimage






imageაუდის ე.წ. მეორედ დაბადება დაკავშირებულია Ferdinand Piech-სთან (ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი)
იგი 1988 წელს არჩეულ იქნა აუდის მმართველად, ხოლო 1993 წელს გახდა მთელი კონცერნის მმართველი (Volkswagen). იგი კონცერნს მართავდა 2002 წლამდე
სწორედ პიხის დამსახურებაა აუდის კვადრო სისტემა და ალუმინის გამოყენება, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა როგორც თავად პიხს ასევე აუდის ბრენდს სწორედ მან გადაწყვიტა რომ მომხდარიყო აუდის და ფოლკსვაგენის ფიქტიური გაყრა რათა აუდი ავტობაზარზე წარმოდგენილიყო თავისი განსაკუთრებული მახასიათებლებით
1980 წელს ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილი აუდის კუპე (კვადრო 4x4-ზე) მოულოდნელი სენსაცია აღმოჩნდა საზოგადოებისათვის, ვინაიდან მანამდე სრულამძრავიანი სისტემა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებში გამოიყენებოდა

image


uattro (1980-1991)- რევოლუცია, ტორსენის ტრანსმისია

კვადრო სისტემით აღჭურვილი აუდი 80 გახდა მიზეზი იმისა, რომ სხვა მოდელებშიც გამოყენებულიყო ეს უნიკალური სისტემა.
კვადრო სისტემით აღჭურვილ ავტომობილებზე დატვირთვა ნაწილდება როგორც წინა, ასევე უკანა ღერძებზე (პროცენტულობით 50/50-ზე). დაცურების შემთხვევაში დატვირთვა გადადის იმ თვალზე, რომელიც ყველაზე კარგად ეჭიდება გზას. ეს კი იძლევა ძრავის პოტენციალის სრულად გამოყენებას, ცუდ გზებში მაღალ გამავლობას და დიდ სიჩქარეზეც წონასწორობის შენარჩუნებას. აუდის მიერ დანერგილი კვადრო სისტემა დღემდე განსაკუთრებული და რევოლუციური მოვლენაა ავტოწარმოებასი. ამ სისტემამ მიიღო სახელწოდება quattro



0
167
შეფასება არ არის
ავტორი:lasha_w1
lasha_w1
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0