x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ზოგადი გეოგრაფია

გეოგრაფიის საგანი


გეოგრაფია — მეცნიერება დედანიწის ზედაპირის ბუნების, მოსახლეობის და მის საქმიანობის შედეგების შესახებ. მას სახელი ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ერატოსთენემ (ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) მისცა და თარგმანში (γεωγραφία) – «გეო» — მიწა, «გრაფია» — ვწერ) – დედამოწის აღწერას ნიშნავს.


image


გეოგრაფია არის ერთიანი კომპლექსური მეცნიერება, რომელიც დედამიწის გეოგრაფიულ გარსს სწავლობს. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტები გეოსფეროები (ბიოსფერო, ატმოსფერო, ლითოსფერო, ჰიდროსფერო და ნიადაგის ფენა) და გეოსისტემები (ლანდშაფტები, ბუნებრივი ზონები, ბიოგენოცენოზი…) არის;

გეოგრაფია არის ცოდნა ცალკე აღებული ტერიტორიების, ობიექტების, მოვლენების, პროცესების და მათი სივრცით-დროული ცვალებადობის და თავისებურების შესახებ. მეცნიერება ბუნების, საზოგადოების, მათი ურთიერთობის და ამ კავშირების შედეგებზე.



გეოგრაფიის კვლევის მეთოდები:


* დაკვირვების (იძლევა ფაქტიურ გეოგრაფიულ მასალას ობიექტების შესახებ);

* კარტოგრაფიული (იძლევა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდებარეობის კანონზომიერების და განვითარების შესწავლის საშუალებას);

* სტატისტიკური (დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი);

* ისტორიული (გეოგრაფიული ობიექტების შესწავლა, მათი წარმოქმნის დღიდან – დღემდე);

* შედარების (გეოგრაფიულ ობიექტებსა და მოვლენებს შორის მსგავსების და განსხვავების გამოვლენა, მათი კლასიფიკაცია და დროში და სივრცეში ცვლილების პროგნოზირება);

* აეროკოსმოსური (დედამიწის კვლევა და კარტოგრაფირება სხვადასხვა სახის მფრინავი აპარატურის გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს ფოტოსურათი ან ინფორმაცია ელექტრონული, გეოფიზიკური და ვიზუალური სახით);

* გეოგრაფიული პროგნოზი და მოდელირება (მომავალში გეოსისტემების მდგომარეობის პროგნოზირება);

* გეოინფორმაციული (მონაცემთა ბანკის შექმნა, თანამგზავრიდან, მეტეოროლოგიური სადგურებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე).



image

თავი I - სამყარო და დედამიწა.

image

§ 1. მზის სისტემა

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში

imageთავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია

image

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი

§ 5. კატარქაული ერა

§ 6. არქაული ერა

§ 7. პროტეროზოური ერა

§ 8. პალეოზოური ერა

§ 9. მეზოზოური ერა

§ 10. კაინოზოური ერა

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში

image

თავი III - პლანეტა დედამიწა

image

§12. დედამიწის ფორმა და ზომა

§13. მზის და მთვარის დაბნელება

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი

§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი)

§18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა)

§19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ

§20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა

imageთავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება.

image

§21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია

§22. გლობუსი, გრადუსთა ბადე და კოორდინატთა სისტემა

§23. კარტოგრაფიული პროექციები

§24. გეოგრაფიული რუკების კლასიფიკაცია

image

გაგრძელება იქნება...

0
588
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0