x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დინამო თბილისი - ისტორია და ფაქტები
ძვირფასო მკითხველო დღეს გიამბობთ დინამო თბილისის შესახებ.დინამო თბილისი დაარსდა 1925 წლის შემოდგომაზე, ის არის ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში.კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასის მფლობელთა თასის მოპოვება.ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის ''კარლ ცაისის'' წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან:3-0''ლივერპულთან'' 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში.ასევე აღსანიშნავია ინგლისური ''ვესტ ჰემისა'' და ''კარდიფ სიტის'', ჰოლანდიის ''ფეინოორდის'', იტალიის'' ნაპოლისა'' და ''ინტერის'' დამარცხება. გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979).''დინამო'' ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. '' დინამო'' არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი, გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვებული საქართველოს სუპერთასი.თავის დროზე ''დინამოში'' გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორებიც არიან:ბორის პაიჭაძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე .1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირს გამოეყო და მას შემდეგ დინამოც იქ გამოდის. ამ დროს ''დინამოს'' სახელი გადაერქვა და ''იბერია'' ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით ასპარეზობს.imageimage
სრული სახელი:საფეხბურთო კლუბი'' დინამო თბილისი''

მეტსახელი:ლურჯ-თეთრები

სტადიონი:ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა(ტევადობა:55000)


დაარსდა:1925წლის შემოდგომაზე.image

0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა მეფარიშვილი
ლუკა მეფარიშვილი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0