ფეხბურთი ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი,მწვრთნელი და გოლი დაასახელა 2017, 10 იანვარი, 9:55 ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ(FIFA) ციურიხში გამართულა მორიგ ცერემონიალზე დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები. ესენი არიან:მანუელ ნოიერი("ბავარია"), დანიელ ალვესი ("იუვენტუსი"), ჟერარდ პიკე ( "ბარსელონა"), სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი (ყველა - "რეალი"), ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ყველა - "ბარსელონა") კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"). ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.მთლიანად წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე 23 პრედენდენტი იბრძოდა.ხმის მიცემა 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა შეეძლოთ გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, მწვრთნელებს და ნაციონალური ნაკრების კაპიტნებს. წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა ამერიკელი კარლი ლოიდი("ჰიუსტონ დეში") წლის საუკეთესო მწვრთნელად იტალიელი კლაუდიო რანერი ("ლესტერი") წლის საუკეთესო გოლად (პუშკაშის ჯილდო)აღიარეს მალაიზური კლუბის "პილაუ პუნანგის" ნახევარმცველის, ფაიზ სუბრის გატანილი გოლი "პაჰანგის" კარში. 234 6-ს მოსწონს 1-ს არა
|