x
image
natia.a
ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!


image
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩრდილოეთის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცივი ზამთრით არ გამოირჩევა, ბოლო დროს ტემპერატურამ ჩვენთანაც საგრძნობლად იკლო და ყინვებიც შემოგვეჩვია. შესაბამისად, უფრო მწვავედ დადგა საცხოვრებელი ფართის გათბობის საკითხი. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სახლში სითბოს შენარჩუნებაში და, აქედან გამომდინარე, დაგიზოგავთ გათბობასთან დაკავშირებულ თანხებს.

1. რადიატორების მიერ გამოყოფილი სითბოს გარკვეული ნაწილის ნეიტრალიზება ხდება სიცივით, რომელიც კედლიდან აღწევს. ამიტომ, მიაწებეთ კედელზე ფოლგა ისე, რომ ოდნავ აჭარბებდეს რადიატორის ზომას. ამ ხერხით ბინაში ტემპერატურას 2-3 გრადუსით გაზრდით.


image
2. თუ ძველი ხის ფანჯრების შეცვლას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ მაქსიმალურად მოახდინოთ მათი ჰერმეტიზება. ჭრილების ამოსაქოლად სილიკონის ქაფი გამოიყენეთ და წებოვანი ქაღალდი გადააკარით.

image
3. ხშირად თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრებმაც შეიძლება გაატაროს სიცივე. ამიტომ შეამოწმეთ, დარეგულირებულია თუ არა ფურნიტურა და სწორად არის თუ არა დაყენებული ფანჯრის მოჭერის რეჟიმი (როგორც წესი, მემონტაჟეები ზაფხულის რეჟიმზე აყენებენ. (მიჰყევით ბმულს და ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ფანჯარა ზამთრის რეჟიმზე გადაიყვანოთ). ეს ხერხი დამატებით 1-2 გრადუსით გაზრდის სითბოს.


image
4. ღუმელში კერძისა თუ ნამცხვრის მომადების შემდეგ დატოვეთ ღუმლის კარი ღია, რათა სითბო ოთახში გავრცელდეს.

image
5. მზიან ამინდში აუცილებლად გადასწიეთ ფარდები, რათა მზის შუქი მაქსიმალურად შემოვიდეს. მაგრამ როგორც კი მზე ჩასვლას დაიწყებს, ფანჯარა აღარ უშვებს სახლში სითბოს, პირიქით, ხელს უწყობს ოთახის გაცივებას. ამიტომ ამ დროს ფარდა აუცილებლად ჩამოაფარეთ, თან რაც უფრო სქელი ქსოვილის იქნება, მით უკეთესი.

image

6. ზამთარში შეეცადეთ რადიატორთან ახლოს არ დადოთ დიდი ზომის ავეჯი, რათა ხელი არ შეუშალოს სითბოს გავრცელებას. კარადები კი, ამ დროს უმჯობესია ცივი კედლების გასწვრივ დაიდგას.

image

7. იატაკზე დაგებული სქელი ხალიჩა დაახლოებით 1 გრადუს სითბოს ინარჩუნებს.

image

8. ცხელი შხაპის მიღების შემდეგ, სააბაზანოს კარი ღია დატოვეთ.

image

9. მაღალ სართულზე მცხოვრებლები ოთახში დამატებით 0.5-1 გრადუს სითბოს შეინარჩუნებენ, თუ ნაწილობრივ დაფარავენ ვენტილაცაის.

image


ასევე საინტერესოა:

1. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!
image
2. 8 ხერხი, რომლითაც რესტორნებში გვატყუებენ მენიუს საშუალებით - გაითვალისწინეთ!
image
3. მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება!
image
4. სახლიდან გასვლისას დატოვეთ მონეტა საყინულეში და დააკვირდით რა მოხდება - ეს ხერხი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!
image
5. თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმების მოულოდნელი დასკვნა
image



0
35922
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
35922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0