საზოგადოება ენის გავლენა ცნობიერებაზე 2017, 10 იანვარი, 22:29
განვიხილოთ ერთი საინტერესო მაგალითი მილან კუნდერას წიგნიდან "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე".ნაწარმოებში მწერალი განიხილავს სიტყვას "თანაგრძნობა".ენებში, რომლებიც საფუძველს ლათინურიდან იღებენ, სიტყვა თანაგრძნობა შედგება სიტყვისგან ტანჯვა(com-passion), ანუ ამ სიტყვას ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი განიხილავს, როგორც სხვისი ტანჯვის გაზიარებას, წუხილს სხვისი ტანჯვის გამო.ფრანგულ ენაში(pitie)უპირატესობაც კი იგრძნობა ტანჯულის მიმართ.სხვა ენებში, როგორებიცაა:ჩეხური, პოლონური, გერმანული, შვედური და ქართულიც, სიტყვა თანაგრძნობა შედგება სიტყვისგან გრძნობა(sou-cit, wspol-czucie, mit-gefuhl, mrd-kansla, თანა-გრძნობა).ამ შემთხვევაში სიტყვა უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს:"თანაგრძნობის ქონა ნიშნავს შეგეძლოს გაიზიარო სხვისი უბედურება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გრძნობა.ამდენად, "თანაგრძნობა"ნიშნავს სხვისი გრძნობების წარმოდგენის უდიდეს უნარს, გრძნობების ტელეპათიას.გრძნობების იერარქიაში ეს უმარლეს საფეხურზე მდგომი გრძნობაა."("ყოფის აუტანელი სიმსუბუქე"ნაწილი1, თავი9).მწერალი ჩაწვდა იმ განსხვავებას, რასაც ენა იწვევს ადამიანის ცნობიერებაში. ენებს შორის დიდი სხვაობაა გრამატიკული თვალთაზრისითაც.ზოგიერთ ენაში სულ სამი დრო გვაქვს, ზოგიერთში თექვსმეტი.ზოგიერთ ენაში ზმნები მიმართულებასაც გვიჩვენებენ, ზოგგან ყველა სიტყვას თავისი არტიკლი და სქესი აქვს.ქართულ ენაში სიტყვებს სქესი არ აქვს, მეტიც ჩვენ არ გვაქვს სხვადასხვა სქესის ნაცვალსახელები, მაგალითად ინგლისელები ამბობენ she(ის, მდედრობითი) ან he(ის, მამრობითი).ამ განსხვავებას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართველების ცნობიერებაში.გრამატიკულ ნორმებთან ერთად სიტყვის წარმოშობა და შედგენილობაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე :თავისუფლება, ერთგულება, პასუხისმგებლობა, წინდახედულება, გულისხმიერება, სულსწრაფობა, გარდაცვალება, ბედისწერა.გიფიქრიათ ამ სიტყვების ფარულ შინაარსზე? რა განწყობას ქმნის და რა მოლოდინს აღძრავს თითოეული მათგანი წარმოთქმისას?სხვა ენაზე წარმოთქმული იგივე სიტყვა უკვე განსხვავებუკლია არსის მატარებელია. სიტყვები ადამიანის მიერ შექმნილი სიმბოლოებია, რომელშიც მან თავისი განწყობა და შეხედულებები ჩააქსოვა.სიტყვები ადამიანის ცნობიერების გასაღებია.სიტყვები სახელებია, იმ საგნის სახელები, რომელთანაც კი ადამიანს ოდესმე შეხება ქონია.ადამიანი ამ სახელებით უკვდავყოფს საგნებს.ენაში შეიძლება აისახოს არსებულიც და არარსებულიც(აბელარი).დიდი მწერლის უმბერტო ეკოს ნაწარმოებს "ვარდის სახელი" გასდევს იდეა, რომ ყველაფერი ქრება რჩება მხოლოდ შიშველი სახელები. 147 1-ს მოსწონს
|