მაშინ, როცა ჩვენ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე ვმსჯელობთ....
ნარკოტიკების ლეგალიზაცია უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ამ საკითხზე მსჯელობაში ჩართულია საზოგადოების ყველა ფენის და ყველა სფეროს წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, მათ გააჩნიათ თუ არა სპეციალური ცოდნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით.
მოცემულ ეტაპზე საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, მიუხედავად იმისა მათ გააჩნიათ თუ არა საკმარისი არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მაინც თავგამოდებით იცავენ მას.
ასევე რადიკალურად უარყოფენ სხვა, ნეიტრალურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ რა სამართლებრივ - კრიმინოლოგიური მდგომარებაა საზოგადოებაში, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამ საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტას, რა ბედი ელის იმ მსჯავრდებულებს ვინც უკვე სასჯელ იხდის ამ დანაშაულისთვის ან უკვე მოიხადა და რა ბედი ელის მომავალ თაობას, რომელიც გამუდმებით ისმენს ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბარს.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პრობლემური საკითხია რადგან, როგორც ნარკოდამოკიდებულ პირთა უმეტესობა აცხადებს სწორედ ინტერესის გამო მოიხმარეს მათ პირველად ნარკოტიკი, განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანია მაშინ, როცა არანაირი პრევენციული მექანიზმი არ არსებობს და არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მაჩვენებელით ირკვევა, ნარკოტიკული დანაშაულის მომხმარებელ არასრულწლოვანთა რაოდენობა გაზრდილია, 2012 წელს ფიქსირდებოდა 0 შემთხვევა, ხოლო 2016 წლის უკანასკნელი 11 თვის მონაცემებით 91 შემთხვევაა დაფიქსირებული.( იხილეთ სტატისტიკა)
ალბათ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა ამ სტატიამ, სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, დავფიქრდეთ და სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამით ჩემი, თქვენი, მათი უფლების არსებობა - არარსებობის საკითხი დგება, ამით წყდება იმ პირების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფლების უფლება, ამით წყდება ახალგაზრდა თაობის ბედი.
და ბოლოს, პრობლემა არ არის ნარკოტიკებში, პრობლემა არის რადიკალ ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ინდივიდუალური მიდგომა, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვა პოზიციის შერევით სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, და პრობლემაა იმ ადამიანებში რომლებსაც არ აქვთ სურვილი/მოთხოვნილება აღნიშნულ საკითხს ჩაუღრმავდნენ, მეტი გაიგონ, თუნდაც თავიანთი რადიკალური პოზიციის დასასაბუთებლად, ამის ნაცვლად „გაფუჭებული ტელეფონს“ თამაშობენ.