x
image
natia.a
12 საოცრად კეთილი საქციელი, რომლითაც 2016 წელი კაცობრიობას დაამახსოვრდა - ადამიანობა საამაყოა!
image
2016-მა წელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ არსებობენ დიდსულოვანი და უანგაროდ კეთილი ადამიანები. სიკეთის გასაკეთებლად რაღაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ან გრანდიოზული შესაძლებლობები სულაც არ არის საჭირო. ნამდვილი სიკეთე სწორედ ჩვეულებრივი ადამიანების ხელით კეთდება და ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი.

გთავაზობთ ერთად გადავავლოთ თვალი მიმდინარე წლის ყველაზე ნათელ, სიკეთით სავსე ქმედებებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას ვიამაყოთ იმით, რომ ადამიანები ვართ და გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ.

მსოფლიო ჩემპიონმა კრივში ათასი სახლი ააშენა ღარიბი ფილიპინეებისთვის


image

ოდესღაც მენი პაკიანო ჩვეულებრივი ფილიპინელი ბიჭი იყო ღარიბი ოჯახიდან. დღეს კი იგი ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც მსოფლიო პირველობა აიღო 8 წონით კატეგორიაში. პირველივე მსხვილი ჰონორარით მან თავისი მშობლიური სოფლის - ტანგოს ღარიბი მაცხოვრებლებისთვის სახლები ააშენა. დღეს კი მოკრივეს ჰონორარებით უკვე ათასი სახლია აშენებული.

სირიელი დარჩა მიტოვებულ ალეპოში, რათა კატებზე ეზრუნა


image

ალეპოელი ალა ჯალილი (Alaa Jaleel) ყოველდღე რისკის ქვეშ აყენებდა საკუთარ სიცოცხლეს, რათა ადამიანებისთვის საკვები და სისხლი მიეწოდებინა. ხოლო როცა ადამიანებმა ქალაქი დატოვეს, ალა ჯალელი ალეპოში დარჩა, რათა მიტოვებულ შინაურ ცხოველებზე ეზრუნა. მას ახლა ასზე მეტი კატა ჰყავს, მათ შორის არის პატარა ფისო, რომელიც გამგზავრების წინ ერთმა გოგონამ დაუტოვა. "მე დავპირდი, რომ გოგონას დაბრუნებამდე ვიზრუნებდი მის ფისოზე, " - ჰყვება ალა.

მასწავლებელმა შექმნა "ჯენტლმენების კლუბი" ბიჭებისთვის არასრული ოჯახებიდან


image

რეიმონდ ნელსონი (Raymond Nelson) — სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ვერა და ვერ უმკლავდებოდა თავისი კლასის ცელქ ბიჭებს. მაშინ მან ყველა მოსწავლეს უყიდა პიჯაკები და ჰალსტუხები და შექმნა ე.წ. "ჯენტლმენების კლუბი", სადაც ბიჭები კვირაში ერთხელ სწავლბენ იმას, რასაც, ჩვეულებრივ მამა ასწავლის თავის ვაჟს: ჰალსტუხის შეკვრას, უფროსებთან ურთიერთობას, დედის, ბებიისა და დის მიმართ დამოკიდებულებას. ნელსონის მიერ მოფიქრებული მკაცრი დრეს-კოდი გარკვეულ მიზანს ემსახურება: სმოკინგში ჩაცმულ ადამიანს ხომ არ მოუვა აზრად ცემა-ტყეპის გამართვა. "მე მესმის, რომ ისინი ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ აკლიათ ყურადღება და სითბო, " - ამბობს მასწავლებელი.

დანიელმა ქალმა გადაარჩინა ორი წლის ნიგერიელი ბიჭუნა, რომელზეც მშობლებმა უარი თქვეს



image

თითქმის წელიწადი გავიდა იმ მომენტიდან, როცა დანიის მოქალაქემ, ანია რინგრენ ლოვენმა (Anja Ringgren Loven) ქუჩაში იპოვა დაუძლურებული ორი წლის ბიჭუნა. ქალმა ბავშვს ჰოუპი დაარქვა (ინგლ. Hope — იმედი). მშობლებმა ბავშვი სახლიდან გააგდეს, რადგან "ჯადოქრად" მიიჩნიეს. მაშინ ბიჭუნა ერთ წელზე ცოტა მეტის იყო. ბავშვი სიცოცხლეს ინარჩუნებდა მხოლოდ გამვლელების მიერ გაღებული მოწყალებით. ანიამ იგი წაიყვანა თავშესაფარში, რომელსაც მეუღლესთან, დევიდ ემანუელ უმემთან ერთად ხელმძღვანელობს. მასში 35 გადარჩენილი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 1-დან 14 წლამდე მერყეობს.

როცა ანიამ ჰოუპთან გადაღებული ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოდან იწყეს ფულის გადარიცხვა. ასე შეგროვდა 1 მლნ. დოლარი. ანია და მისი მეუღლე ამ თანხით ბავშვთა სახლისა და საბავშვო კლინიკის გახსნას აპირებენ. ჰოუპი კი დღეს უკვე სულაც აღარ ჰგავს "გაძვალტყავებულ" პატარას. ეს არის მხიარული ბიჭუნა, რომელიც, როგორც დედობილი ამბობს, "სიცოცხლით ტკბება".


მორბენალმა მომავალ მედალზე უარი თქვა იმისათვის, რომ ტრავმირებული მოწინააღმდეგისთვის დახმარება გაეწია


image

ოლიმპიადაზე, 5 000 მეტრზე გარბენისას, ახალზელანდიელი მორბენალი, ნიკი ჰამბლი ამერიკელ ები დ'აგოსტინოს შეეჯახა. ნიკი დაეხმარა დავარდნილ მოწინააღმდეგეს. მათ ერთად განაგრძეს სირბილი და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ორივე სპორტსმენი ქალი არა მხოლოდ გავიდა ფინალში, არამედ პიერ დე გუბერტენის მედლითაც დაჯილდოვდა ოლიმპიური თამაშების დროს კეთილშობილებისა და ჭეშმარიტი სპორტული სულის გამოვლენისთვის.


ათასობით ადამიანის მხარდაჭერა გოგონას, რომლის დაბადების დღეზე არავინ მივიდა


image

არც ერთი მიწვეული სტუმარი არ მივიდა 18 წლის ჰალი სორენსონის (Hallee Sorenson) დაბადების დღეზე. მაშინ მისმა ბიძაშვილმა, რებეკამ სთხოვა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჰალესთვის მისალოცი ბარათები გაეგზავნათ და თბილი სიტყვებით მხარი დაეჭირათ. და მოხდა წარმოუდგენელი რამ - მენის შტატის საფოსტო განყოფილება წალეკა წერილებმა, რომლებშიც მისალოცი ბარათები იდო. გოგონას საჩუქრად სულ 10 ათასი მისალოცი ბარათი მიიღო.

მოსწავლეებმა გამოსაშვები წვეულება გაიმეორეს თავიანთი თანაკლასელისთვის, რომელიც ავტოკატასტროფაში მოხვდა


image

სკოტ დანი (Scott Dunn) გამოსაშვები წვეულების წინა დღეს მძიმე ავარიაში მოხვდა. კომიდან გამოსული სკოტი ძალიან გულდაწყვეტილი იყო იმის გამო, რომ თავისი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი დღე გამოტოვა. მაგრამ როგორც კი ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა, მის მშობლებს სკოლის დირექტორმა დაურეკა და უთხრა: "ჩვენ გვინდა რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ თქვენი შვილისთვის". აღმოჩნდა, რომ თანაკლასელებმა სკოტს პირადად მისი გამოსაშვები წვეულება მოუმზადეს. გაიმეორეს ზეიმიც, მისალოცი სიტყვებიც, ჩაცმულობებიც - განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ ამჯერად მხოლოდ ერთ ადამიანს გადაეცა ატესტატი. სკოტი გულის სიღრმემდე იყო შეძრული: "სიტყვები არ მყოფნის. წარმოუდგენელია იმის გაცნობიერება, თურმე რამდენი გულშემატკივარი მყოლია".

უსახლკარო ტაივანელმა პატიოსნებისთვის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი მიიღო


image

44 წლის უსახლკარო ტაივანელმა, სახელად ვარალოპმა (Waralop) მეტროს სადგურზე იპოვა საფულე. მიუხედავად იმისა, რომ ფული საერთოდ არ ჰქონდა, საფულეში კი 20 ათასი ბატი (დაახლ. 580 დოლარი) და საკრედიტო ბარათები იდო, ხელი არ ახლო მათ და ნაპოვნი პოლიციაში მიიტანა. საფულე ეკუთვნოდა ქარხნის მფლობელს, 30 წლის ნიიტო პონგკრაინჯიოსს (Niity Pongkriangyos), რომელიც გაოგნებული დარჩა უსახლკარო ადამიანის პატიოსნებით. ნიიტიმ აღიარა, რომ თავად რომ აღმოჩენილიყო მსგავს სიტუაციაში, ალბათ არ დაუბრუნებდა საფულეს მფლობელს. მადლობის სახით, ნიიტიმ ვარალოპუს მისცა სამსახური თავის ქარხანაში და ბინა. ახლა, ყოფილი უსახლკარო თვეში 11 ათას ბატს (317 დოლარს) გამოიმუშავებს და მიწისქვეშა გადასასვლელებში ღამის თევა აღარ უწევს.

ალტაიზე მეთევზემ ლოსი წყალში გადაარჩინა


image

ბარნაულის მკვიდრმა, ივან დრაჩევმა, თევზაობიდან დაბრუნებისას შენიშნა ყინულის ქვეშ ჩავარდნილი ლოსი. ივანმა მესამე მცდელობაზე შეძლო ლოსის რქებზე შემოერტყა ბაწრის ლასო და ცხოველი ამოიყვანა. ლოსი გაყინული იყო და კანკალებდა, მეთევზეს მოუხდა მისი დაზელა. "საოცარი იყო, გვერდით რომ მივუჯექი, თავი მუხლზე დამადო და ქშენა დაიწყო. თითქოს ძროხას ჰგავს, მაგრამ ყველაფერი ესმის", - დაწერა ივანმა თავის ბლოგზე.


მეზობლებმა უფასოდ გაურემონდეს ხანშიშესულ მასწავლებელს სახლი


image


ყოფილ მასწავლებელს, პენსიოერ ენ გლენსის (Anne Glancey) საქალაქო საზოგადოებისგან ემუქრებოდა ჯარიმა დღეში 3 ათასი დოლარის ოდენობით, თუ არ გაარემონტებდა სახლს და არ მოაწესრიგებდა გაზონს. მას დამხმარე არავინ ჰყავდა, მაგრამ მეზობლებმა, ადამ და კრისტინა პოლემუსებმა, სხვა მოხალისეებთან ერთად, მთელი ზაფხული იმუშავეს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გაურემონტეს მოხუც ქალბატონს სახლი. აი, ასე გამოუყურებოდა სახლი რემონტამდე და რემონტის შემდეგ.

კანადის ავიახაზებმა დაარღვიეს წესები, რათა ხანძრის შემდეგ ცხოველები გადაერჩინათ

image

მას შემდეგ, რაც ცეცხლი მოეკიდა კანადურ ფორტს მაკმიურეის, მაცხოვრებლები იძულებული გახდნენ სასწრაფოდ ევაკუირებულიყვნენ. თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის შესახებ წესები, ჩვეულებრივ ძალიან მკაცრია - მათზე ფორმდება საბუთები და გადაჰყავთ ისინი სატვირთო განყოფილებით. მაგრამ ამჯერად ავიაკომპანიამ უარი თქვა წესებზე და შინაური ცხოველები სალონში, მათსავე პატრონებთან ერთად განათავსა. ასე გადაარჩინეს ყველა ცხოველი!

სტიუარდესამ შეიფარა ძაღლი, რომელიც ნახევარი წელი ელოდა მას სასტუმროს კართან


image

ბორტგამცილებელი ოლივია სივერსი (Olivia Sievers) ხშირად დაფრინავდა ბუენოს-აირესში და ერთხელ სასტუმროს კართან ძაღლს შეხვდა. ქალი მოეფერა მას და საჭმელი მისცა. მას შემდეგ ძაღლი ყოველთვის ელოდა ფრენის დროს ჩასულ ოლივიას. ოლივია გერმანიაში ცხოვრობდა, ამიტომ რუბოისთვის ახალი სახლი იპოვა. მაგრამ ძაღლი გაიქცა და ისევ სასტუმროს კართან დაიწყო ლოდინი. ამ დროის მანძილზე ოლივიაც შეეჩვია ძაღლს და საბოლოოდ თავისთან წაიყვანა. ახლა ორივე ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს!


ასევე დაგაინტერესებთ:


1. პოლიციელის ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე!

image


2. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს!

image


3. საბჭოთა საბავშვო ბანაკის სკანდალური ფოტოები, რომლებმაც საზოგადოება აღაშფოთა

image


4. უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა

image


5. 25 უნიკალური ისტორიული ფოტო, რომელთაგან ბევრი გაგაკვირვებთ...
image

4
475
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
475
  
2016, 22 დეკემბერი, 14:08
მადლობა, ჩემო კარგო.
2016, 22 დეკემბერი, 14:07
გმადლობ შეფასებისთვის. ვარსკვლავებს რაც შეეხება, საიტზე ბოლოს რომ განხორციელდა ცვლილება, იმის შემდეგ რაღაც ტექნიკური გაუმართაობაა და სტატიებისა და სურათების სომბოლოებია შეცვლილი, ანუ ორი ვარსკვლავი სურათებზე მაქვს :)))
2016, 22 დეკემბერი, 13:54
ასეთი იდეალური სტატიების ავტორს მხოლოდ ორი "ვარსკვლავი" რატომ აქვს ვერ ვხვდები))))))))
2016, 22 დეკემბერი, 13:13
რა კარგი დ პოზიტიური სტატია იყო ნათ . მადლობა
0 1 4