x
მსოფლიო რასიზმის კვალდაკვალ - ნათია შაკაია


image

“არ ვაპირებ დავიჯერო ის მოსაზრება, რომ კაცობრიობა იმდენად ტრაგიკულადაა რასიზმისა და ომის უვარსკვლავო
სიბნელეში გახვეული რომ მშვიდობისა და ძმობის კაშკაშა გამოსხივება რეალობა არასდროს
იქნება... მჯერა რომ შეუიარაღებელი სიმართლე და უპირობო სიყვარული ბოლოს მაინც გაიმარჯვებს“-მარტინ
ლუთერ კინგ უმცროსი.

რასიზმი ეს არის ადმაინების
ჩაგვრა და დისკრიმინაცია კანის ფერის, რელიგიის ან რასობრივი კუთვნილების საფუძველზე.
ვფიქრობ, რომ რასიზმი შეიძლება შევადაროთ მსოფლიოს განივიითარებისთვის ყველაზე დიდ
მტერს.

მუქი კანის ფერი, ხვეული
თმა, მსხვილი ტუჩები, ფართო ცხვირი-ეს ის დამახასიათებელი ნიშნებია, რითაც ადვილად
გავარჩევთ შავკანიანს რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს. რამდენიმე საუკუნის წინ ამ ხალხს
არ გააჩნდა არანაირი უფლება არსებობისთვის, შეზღუდულები იყვნენ ყველაფერში და ყველგან.

შავკანიანებს არ შეეძლოთ
თეთრკანიანებთან ერთად კინოში სიარული, რესტორანში ჭამა, ერთ ავტობუსში ჯდომაც კი.
მათთვის განკუთვნილი იყო ავტობუსის ბოლო ადგილები. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ სამყარომ
თითქოს მიიღო თავის თანასწორად შავკანიანი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე
რასიზმთან ბრძოლის ეპოქაა.

ისტორიას რომ გადავხედოთ,
თუ რამდენიმე ათეული წლის წინ შავკანიანების გამოჩენა საზოგადოებაში წარმოუდგენელი
ფაქტი იყო და თუ მათი სახელი უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მონობას, ახლა დრო შეიცვალა,
მის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ასე ვთქვათ, სამყარო
უფრო ცივილიზებული გახდა და მიიღო ის, რისი მიღებაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ წლების
წინ.

შესანიშნავი მაგალითია ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად თავს დაგვამახსოვრებს
იმით, რომ ის არის თანამედროვე მსოფლიოში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. იყო თუ არა
ეს პოლიტიკური ნაბიჯი, უნდოდა თუ არა ამერიკას იმის დამტკიცება რომ რასიზმი მას არ
აწუხებს, რომ შავკანიანი და თეთრკანიანი სრულებით თანასწორია?... ასეა თუ ისე, ფაქტი
ერთია ამერიკამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია რასიზმთან ბრძოლაში.

ვფიქრობ რომ, ტოლერანტობა
ისეთი რამეა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ-ადამიანებს, სხვაგვარად ხომ ცხოველებს
დავემსგავსებით.

რასიზმი სალაპარაკო თემაა
ჩემს ქვეყანაშიც, საქართველოშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო ერთი უკვე საქართველოს
მოქალაქე ნიგერიელი ჩიბუიკე უბანი, რომელიც უკვე 8 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს
და ჰყავს ქართველი მეუღლე. მის მიერ მიცემულ ინტერვიუში წავიკითხე, რომ თავიდან ძალიან
გაუჭირდა ადაპტირება, რადგანაც ხალხისგან აგრესიას აწყდებოდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც
კი იყო ისეთი მომენტები, როცა მის გვერდით არ სხდებოდნენ. ახლა სიტუაცია უფრო დარეგულირდა
და უფრო მშვიდადაც გრძნობს თავს. ალბათ უახლოეს მომავალშიც საქართველოც გაიმარჯვებს
რასიზმზე, მითუმეტეს, რომ ვიცით მთელმა მსოფლიომ უთხრა რასიზმს არა!.

მაინც რა არის რასიზმი?
ჩემი აზრით რასიზმი არის გაუნათლებლობა, არასაკმარისი ცოდნა, რომელსაც სკოლაში თუ უნივერსიტეტში
ვიღებთ. რადგანაც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გვავიწყდება, რომ თანასწორია ყველა
განურჩევლად სქესისა, რასისა თუ კანის ფერისა. ნუ დავბრუნდევბთ უკან, ნუ ვეტყვით ცივილიზაციას
უარს და ამით რასიზმსაც დავამარცხებთ!.


0
715
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
715