x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დისნეის 10 ზღაპარი, რომელსაც საფუძვლად ტრაგიკული ისტორია უდევს

თუ დავუჯერებთ უოლტ დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებს, ყველა კლასიკურ ზღაპარს ბედნიერი დასასრული აქვსა. ეს არის საყვარელი, მოლაპარაკე ცხოველების, კეთილი ფერიების და სიყვარულის სამყარო. მაგრამ, არის თუ არა ეს ყველაფერი ორიგინალში? სინამდვილეში, ამ ზღაპრების პირველად ვერსიებში, რომლებსაც გულმოდგინედ აგროვებდნენ ფოლკლორისტები შარლ პერო და ძმები გრიმები, ეს ისტორიები ბევრად უფრო ბნელი და საშინელი იყო.


image



«კონკია» — სისხლიანი ზღაპარი


image


დისნეის ვერსიაში, თავიდან კონკიას დედინაცვალი აწამებს. შემდეგ, ის მეჯლისზე მიდის და იქ პრინცს ხვდება. მაგრამ, შუაღამემდე სახლში გამორბის და გზაში ფეხსაცმელს კარგავს. პრინცი მას ამ ფეხსაცმლით პოულობს, მასზე ქორწინდება და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.


image


ამ ზღაპრის შარლ პეროს ვერსიაში, როდესაც პრინცი კონკიას სახლში მივიდა, დედინაცვალმა თავის ორ ქალიშვილს უბრძანა, ფეხებზე თითები მოეჭრათ და ფეხსაცმელი ჩაეცვათ. მაგრამ ამ ხრიკმა არ გაჭრა და კონკია პრინცზე მაინც გათხოვდა. მაგრამ, დედინაცვლის შვილების ისტორია მხოლოდ თითების მოჭრით არ დასრულებულა — ქორწილის დროს, მათ ფრინველებმა თვალები გამოკორტნეს.



«მძინარე მზეთუნახავი» — საერთოდ არ არის საბავშვო ისტორია


image


მულტიპლიკაციურ ფილმში პრინცესა თითს თითისტარით იზიანებს და მუდმივ ძილს ეძლევა. გულადი პრინცი მას კოცნის და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ.



image


ჯამბატისტა ბაზილეს ორიგინალურ ვერსიაში, ავრორამ კოცნით კი არა, ტყუპების გაჩენის შემდეგ გაიღვიძა, რომლებიც უკვე ქორწინებაში მყოფი პრინცისგან შეეძინა. როდესაც ის სასახლეში ბავშვებთან ერთად მივიდა, პრინცის ცოლმა გერების მოკვლა განიზრახა. მაგრამ, მეფემ ის შეაჩერა და ავრორა საკუთარ შვილზე დააქორწინა. ავრორა გათხოვდა კაცზე, რომელმაც ის ძილში გააუპატიურა.



«მზეთუნახავი და ურჩხული»


image


დისნეის ვერსიაში, ურჩხული ბელს იტაცებს და ის ჯადოსნურ სასახლეში ცხოვრობს, მოლაპარაკე ჭურჭელთან და ავეჯთან ერთად, ვიდრე ურჩხულის სულის სილამაზეს არ დაინახავს. შეყვარებული გოგონა კოცნის მას, რადგან ფიზიკური სილამაზე მისთვის არაფერს ნიშნავს და ურჩხულს ჯადოსგან ათავისუფლებს.


image


გაბრიელ-სუზან ბარბოტ დე ვილენევის (Gabrielle-Suzanne Barbot de Villeneuve) ორიგინალური ვერსიის მიხედვით, ბელი სთხოვს ურჩხულს, ერთი კვირით სახლში გაშვებას, ოჯახის წევრების მოსანახულებლად. როდესაც მისმა დებმა გოგონაზე დიდი რაოდენობით სამკაული დაინახეს და მდიდრულ სასახლეში, მისი ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მოისმინეს, ის დაარწმუნეს, რომ უფრო მეტი ხნით დარჩენილიყო სახლში, იმ იმედით, რომ ურჩხული გაბრაზდებოდა და ბელს შუაზე გაგლეჯდა.



«ქალთევზე» — სინამდვილეში ტრაგიკული ისტორია არის


image


დისნეის არიელი, ზღვის მეფის შვილი არის. ის საკუთარ ხმას ფეხებში ცვლის და სანაპიროსკე მიცურავს, რომ საკუთარი სიყვარული იპოვოს. მას პრინცი ერიკი უყვარდება და ისინი ერთად კლავენ ბოროტ კუდიანს, რომელთანაც ქალთევზას გარიგება ჰქონდა დადებული. და ამის შემდეგ, ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.


image


ჰანს კრისტიან ანდერსენის ორიგინალურ ვერსიაში, ქალთევზასა და კუდიანს შორის დადებულ გარიგებაში, ეწერა რომ ახალი ფეხები არიელს მუდმივად ეტკიებოდა, ისე როგორც დანის პირზე სიარულისას ეტკინებოდა ადამიანს. და იმის გამო, რომ ტკივილი და მომხიბვლელობა ერთმანეთს ცუდად ეწყობა, პრინცი სხვა გოგონაზე დაქორწინდა. ხოლო არიელი ზღვაში გადახტა და ქაფად იქცა.



ცხოვრებაში მულანი ომს აგებს


image


დისნეის მულანი — არის გოგონა კალიით და დრაკონით და თავს კაცად ასაღებს, რომ ჩინეთის არმიაში ჩაეწეროს და მტერს შეებრძოლოს. გამბედაობის გამოჩენის და ომის მოგების შემდეგ, სახლში ბრუნდება, რომ თავის კალიას ეთამაშოს.


image
ჰუა მულანის ორიგინალურ პოემაში, ჩინეთი ომს აგებს. მოწინააღმდეგე ხანი მულანს ცოცხალს ტოვებს, იმ პირობით, რომ მასთან იცხოვრებს, მაგრამ მულანი გარბის. როდესაც სახლამდე მივიდა, აღმოაჩინა, რომ მისი მამა გარდაცვლილი იყო, ხოლო დედა სხვა კაცს გაჰყვა ცოლად და მაშინ მან თქვა: «მე ქალი ვარ, მე გადავიტანე ომი და საკმარის გავაკეთე ამ ქვეყანაზე. ეხლა მე მამასთან მინდა ყოფნა» – და თავი მოიკლა.



რაპუნცელი სინამდვილეში უსინათლო პრინცს გაჰყვა ცოლად


image


მულტიპლიკაციურ ვერსიაში რაპუნცელი — კოშკში გამოკეტილი, მშვენიერი პრინცესა არის, გრძელი ღია ფერის თმით. ერთხელ ის ავაზაკს გაიცნობს და მასთან ერთად უამრავი თავგადასავალი გადახდა თავს, რომლებიც ორიგინალურ ვერსიაში ნახსენები არ არის.


image
სინამდვილეში, რაპუნცელის მშობლები გლეხები იყვნენ, რომლებმაც ის ცოტაოდენ რაპუნცელში (მცენარე, ლათ. Campānula rapunculoīdes) გაცვალეს. ასე მოხვდა ახალშობილი გოგონა კუდიანის ხელში. როდესაც 12 წლის გახდა, ჯადოქარმა ის კოშკში გამოკეტა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფანჯატა ჰქონდა – არც კიბეები და არც კარები. კოშკში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაპუნცელის გრძელი და ლამაზი თმა იყო. გავიდა წლები და ერთ მშვენიერ დღეს, პრინცმა კოშკის სიახლოვეს გაიარა და გოგონას სიმღერის ხმა გაიგო. ის კოშკზე ავიდა და იმავე ღამეს რაპუნცელი ცოლობაზე დათანხმდა.
როდესაც პრინცი მის წასაყვანად დაბრუნდა და თმით კოშკზე ავიდა, იქ ჯადოქარი დახვდა, რომელმაც ხელი ჰკრა პრინცს და ის ეკლებზე დაეცა. პრინც ეკლები თვალებში შეერჭო და დაბრმავდა. ამის შემდეგ, ის რამოდენიმე თვის მანძილზე ტყეებში და მინდვრებში დადიოდა, ვიდრე ისევ არ გაიგონა რაპუნცელის სიმღერა. როდესაც პრინცმა გოგონას მიაგნო, მას უკვე ორი შვილი ჰყავდა. პრინცი და რაპუნცელი დაქორწინდნენ და მეუღლის ჯადოსნურმა ცრემლებმა პრინცს თვალის ჩინი დაუბრუნა.



პოკაჰონტასს თითქმის არანაირი ურთიერთობა არა ჰქონდა ჯონ სმიტთან


image
დისნეის ვერსიაში, პოკაჰონტასი იყო ქალი, რომელიც ხეებს ესაუბრებოდა, ხოლო მისი საუკეთესო მეგობარი ენოტი იყო. ერთხელ მას ინგლისელი შეუყვარდა და კინაღამ ომის პროვოცირება მოახდინა ორ ხალხებს შორის.


image
სინამდვილეში მატოაკა, რომელიც უფრო მეტად პოკაჰონტასის სახელით იყო ცნობილი, იყო პოუჰატანის ტომის ბელადის შვილი. დღეს იმ ტომის ტერიტორია ვირჯინიის შტატში შედის. ინდიელებმა ჯონ სმიტი მოიტაცეს, რომ ის ინდიელ მძევლებზე გადაეცვალათ, ხოლო პოკაჰონტასმა ის გადაარჩინა. ამაზე მათი ურთიერთობა დასრულდა. შემდეგ, ინდიელი პრინცესა ახალმოსახლეებმა მოიტაცეს, გამოსასყიდის მიღების მიზნით. 17 წლის ასაკში, ის ინგლისელზე გათხოვდა, ხოლო 22 წლის –გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.



კვაზიმოდომ ვერ გადაარჩინა ბოშა ქალი და...


მულტიპლიკაციურ ვერსიაში, კვაზიმოდოს შეუყვარდა ბოშა ქალი და ის სიკვდილისგან იხსნა.


image
ვიქტორ ჰიუგოს რომანში, კვაზიმოდო ვერ ეხმარება ესმერალდას. ბოშა ქალი მის თვალწინ ჩამოახრჩეს. შემდეგ კვაზიმოდო მის საფლავზე წავიდა და იქამდე დარჩა იქ, ვიდრე შიმშილით არ მოკვდა.

რომანის ფინალურ სცენაში, მოთხრობილია იმის შესახებ, რომ წლების შემდეგ, ბოშა ქალის აკლდამაში ორი ჩონჩხი აღმოაჩინეს. ამასთან, ერთი მეორეს ეხვეოდა. ეს ჩონჩხები ესმერალდას და კვაზიმოდოს ეკუთვნოდა და როდესაც მათი დაშორება სცადეს, კვაზიმოდოს ჩონჩხი მტვრად იქცა.



პინოქიო ნამდვილი ბიჭუნა ვერ გახდა


image


დისნეის ზღაპარში, პინოქიო მოხუცი დურგლის შვილი არის, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა. ამიტომ, ის მორისგან გამოთალა. სკოლიდან სახლში მიმავალი პინოქიო ხიფათში აგდებს მამას, ხოლო შემდეგ გადაარჩენს მას და ნამდვილი ბიჭი ხდება.


image


კარლო კოლოდის ორიგინალურ ვერსიაში, პინოქიო გაჩენის დღიდან ძალიან ცუდად იქცევა — ის მატყუარა და უქნარა არის. ამიტომ, «კატამ და მელიამ ხელები შეუკრეს ზურგს უკან, თავზე ყულფი ჩამოაცვეს და ხის ტოტზე ჩამოკიდეს. საწყალი ხის თოჯინა ყველანაირად ცდილობდა თავი დაეხსნა, მას კი ქარი აქეთ-იქით აქანავებდა...» – ეს ყველა ბავშვისთვის, რომელიც მშობლებს არ უჯერებს, ჭკვის სასწავლებელი იქნება, ფიქრობდა ავტორი. მაგრამ, ნაწარმოები ვიდრე წიგნის სახით გამოიცემოდა, გაზეთში იბეჭდებოდა და მრავალრიცხოვანი მკითხველების თხოვნით, მწერალი იძულებული გახდა, პინოქიო «გადაერჩინა», თუმცა ამის გაკეთება არ უნდოდა.


მაუგლიმ გენოციდი მოაწყო


image


დისნეის ვერსიაში — ბიჭს, რომელიც მშობლებმა ჯუნგლებში დატოვეს, დათმა და პანტერამ გაუწიეს მფარველობა. ისინი მას ჯუნგლებში ცხოვრების წესებს და სიმღერებსაც კი ასწავლიდნენ.


image
რადიარდ კიპლინგის «ჯუნგლების წიგნში», მაუგლი მშობლებმა მიატოვეს, როდესაც სასტიკი ვეფხვისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ის მგლებმა იშვილეს და როდესაც წამოიზარდა, ჯუნგლები დატოვა. მაუგლი ერთ სოფელში მასუამ იშვილა, რომელსაც შვილი ჯუნგლებში ჰყავდა დაკარგული. გარკვეული დროის შემდეგ, ის კლავს ვეფხვს, რომელიც არც ხალხს აძლევდა მოსვენებას და არც ცხოველებს. ადგილობრივ მონადირეებს მისი ტყავის წაღება და ჯილდოს მიღება უნდათ, მაგრამ მაუგლიმ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, ის ბოროტ სულად გამოაცხადეს, ხოლო მისი მშობლები დაიჭირეს და მათი დაწვა განიზრახეს. მგლებისა და სპილოების მხარდაჭერით, მაუგლიმ მშობლები გადაარჩინა და სოფელი გაანადგურა. ბოლოს მაუგლი სიმშვიდეს ინგლისელებით დასახლებულ სოფელში პოულობს, სადაც სოფლის განადგურების შემდეგ, მასუა და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ.

2
1090
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1090
  
2018, 27 ივნისი, 19:16
დამეწვა გული:(
ძალიან სანტერესო სტატიაა
2017, 26 აპრილი, 16:01
საინტერესოა.:)
0 1 2