x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
The Radio Dept. 14 დეკემბერს SPACEHALL-ში
The Radio Dept

ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME და მულტიფუნქციური კულტურული სივრცე SPACEHALL წარმოგიდგენთ ლეგენდარულ შვედურ პროექტს The Radio Dept.


ივენთი 14 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.


The Radio Dept. შვედური კოლაბორაციაა. ის 1995 წელს იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მალევე დაიშალა და მოგვიანებით დანკანსონს მარტინ ლარსონი შეუერთდა. მათ პირველ ალბომს Lesser Matters (2003 წელი) ცნობილმა ბირტანულმა გამოცემამ NME-მ 10-იდან 10 ქულა დაუწერა. სწორედ სადებიუტო დისკის გამოსვლის შემდეგ დაიწყო კოლექტივის წინსვლა.



საერთო ჯამში ჯგუფს 4 სიდი აქვს ჩაწერილი. ამ დროისთვის ბოლო, Running Out Of Love 2016 წლის ოქტომბერში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვეს. დისკი პოლიტიკური და სოციალური თემებითაა შთაგონებული და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში გავრცელებულ ფაშიზმს, სოციალურ უთანასწორობას ამხელს და აპროტესტებს.


დისკის პირველი სიმღერის სახელწოდება „Sloboda Narodu-ა“ (ითარგმნება, როგორც „თავისუფლება ხალხს“), იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის სლოგანი.


ჯგუფი ინდი როკ, ინდი და ალტერნატიული პოპისა ჟანრში მოღვაწეობს. მათ ანგარიშზე 4 სტუდიური ალბომი და ერთი კომპილაციაა. კოლექტივის ნამუშევრები ("Pulling Our Weight" და "I Don't Like It Like This") ფილმ „მარია ანტუანეტას“ საუნდტრეკად გამოიყენა სოფია კოპოლამ.


The Radio Dept. DIY (Do It Yourself) ფილოსოფიის მიმდევარია. ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ დიდ ლეიბლებთან თანამშრომლობაზე, მუსიკის კომერციალიზაციაზე და 20 წლის განმავლობაში ლეიბლ „Labrador-თან“ თანამშრომლობენ, რომელთან კონტრაქტის დასრულებასაც სულმოუთქმელად ელიან, რათა თავიანთი შემოქმედება სურვილისამებრ თავად მართონ, ყოველგვარი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე.


The Radio Dept.-ის კონცერტი 14 დეკემბერს, 20:00 საათზე SPACEHALL-ში გაიმართება.


მისამართი: „დინამო არენას“ ქვეშ, კლუბ „ბასიანის“ გვერდით.

0
13
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0