x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
შეცდომები, რომელთა გამოც თქვენი ტელეფონი სწრაფად ფუჭდება - გაითვალისწინეთ!
image

ტელეფონი დღეს ადამიანის განუყრელ თანმდევად იქცა. ტელეფონის, უფრო სწორად კი, სმარტფონის გარეშე ვეღარც კი წარმოგვიდგენია ცხოვრება. შესაბამისად, ახალი სმარტოფნის შეძენის დრო რომ დგება, დიდხანს ვარჩევთ მოდელს, ვიხდით საკმაოდ დიდ თანხას, ვუფრთხილდებით თვალის ჩინივით, მაგრამ ხშირად, სულ რამდენიმე თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში ჩვენი საყვარელი ნივთი მოულოდნელად ფუნჭდება. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია, უბრალოდ არ ვიყენებდით სწორად. ამიტომ ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე წესს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, რათა სმარტფონმა დიდხანს გაგვიძლოს.

11 შეცდომა, რომელსაც სმარტფონის გამოყენებისას ვუშვებთ

1. არასოდეს თიშავთ ტელეფონს


ბევრმა არ იცის, რომ ტელეფონის გამორთვა აუცილებელია მინიმუმ კვირაში ერთხელ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს საკმაოდ ახანგრძლივებს აკუმულატორის ქმედუნარიანობას. ამას გარდა, არ არის რეკომენდებული ტელეფონის გამოყენება მაღვიძარად. გამოიყენედ მაღვიძარად ჩვეულებრივი საათი და ტელეფონი ამისთვის მადლობას გეტყვით.

2. გამუდმებით ჩართული გაქვთ Wi-Fi და Bluetooth


image

გამორთეთ ფუნქციები ყოველთვის, როცა არ იყენებთ მას. ეს თავიდან აგაცილებთ მუხტის დაკარგვას და აამაღლებს აკუმულატორის ქმედუნაროანობას. რისთვის გჭირდებათ Bluetooth-ი თუ სამუშაოთი ხართ დაკავებული ან უბრალოდ სეირნობთ?

3. ტელეფონს იყენებთ ექსტრემალური ამინდის პირობებში

პრაქტკულად არც ერთი ტელეფონი არ არის ისე დაპროექტებული, რომ აიტანოს ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა. ამგვარ პირობებში ყოფნა ამცირებს აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობას. თუ გარეთ ტემერატურა +30 გრადუსს აჭარბებს ან -20-ზე ნაკლებია, ამოიღეთ ტელეფონი ჩანთიდან თუ ჯიბიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

4. მთელი ღამით ტოვებთ დასატენად



image

ექსპერტები ამტკიცებენ რომ ტელეფონის 100%-ით დამუხტვა მავნეა აკუმულატორისთვის. გამორთეთ დენის წყაროდან, როცა მუხტი 95-96%-ს მიაღწევს. ამ მიზეზითვე არ არის რეკომენდებული ტელეფონის დასამუხტად დატოვება მთელი ღამის მანძილზე.

5. ელოდებით, სანამ ტელეფონი ბოლოდე დაჯდება და შემდეგ ტენით 100%-მდე.


ლითიუმ-იონური აკუმულატორები, რომლებითაც არის აღჭურვილი ბოლო თაობის სმარტფონთა უმრავლესობა მუშაობს მაშინ, როცა მათ ვტენით 50-80%-მდე. ამას ამტკიცებს შეინ ბროესკი, აკუმულატორების აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის - Farbe Technik-ის დამაარსებელი. აკუმულატორის დატენვა ჰგავს დღის მანძილზე ადამიანის კვების რეჟიმს - დღის მანძილზე რამდენჯერმე.

6. არ იყენებთ ორიგინალ დამტენს


image

ამ შეცდომას უშვებს ტელეფონის თითქმის ყველა მფლობელი, განსაკუთრებით კი IPhone-ის მომხმარებლები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან Apple-ის დამტენები ძალიან მალე ფუჭდება, ახლები კი საკმაოდ ძვირი ღირს. და მაინც, შეეცადეთ არ გამოიყენოთ ყალბი დამტენები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააზიანებთ ტელეფონის აკუმულატორს, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს ცვეთას. ცნობილია ასევე შემთხვევები, როცა ტელეფონი აფეთქდა, რისი მიზეზიც სწორად ყალბი დამტენი იყო. ასე რომ, ნუ გარისკავთ!

7. არასოდეს წმენდთ ტელეფონს


image

კველევების თანახმად, ტელეფონზე გაცილებით მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე უნიტაზის სახურავზე ან ოთახის ცხოველის სადგომში. Apple-ის მწარმოებლები რეკომენდაციას იძლევიან გაჯეტები გავწმონდით რბილი, არახაოიანი ზედაპირის მქონე ქსოვილით. ტელეფონის დეზინფიცირება კი შეიძლება ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე სპეციალური მოწყობილობით, ან უფრო მარტივი მეთოდით - სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით.

არც დამტენის პორტის გაწმენდა დაგავიწყდეთ. მასში შეიძლება დაგროვდეს ჯიბეში არსებული ნაგავი, რის გამოც შეიძლება კავშირის პრობლემა შეიქმნას. ამისათვის გამოიყენეთ კბილის ჩხირი ან ნემსი.

8. ქუჩაში სიარულისას ტელეფონი ხელში გიჭირავთ

სტატისტიკურად, ქუჩის ძარცვების 40%-ს სწორად IPhone-ის მოპარვა შეადგენს. ეს მონაცემი გასულ წელს ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ გაასაჯაროვა. ამიტომ ძვირადღირებული ტელეფონით ქუჩაში სიარული სახიფათოა.

9. ტელეფონი არ გაქვთ პაროლით დაცული


image

ყოველთვის დააყენეთ პაროლი ეკრანის განსაბლოკად. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტმოქმედები იმაზე სწრაფად მოიპარავენ თქვენს ინფორმაციას და გამოიყენებენ თქვენს ინტერნეტ-ბანკინგის აპლიკაციებს, ვიდრე თქვენ რაიმეს მოიმოქმედებთ.

10. ყველა აპლიკაციას აძლევთ უფლებას გამოიყენოს ლოკაციის ფუნქციები

იმით, რომ აპლიკაციებს ნებას რთავთ გამუდმებით გამოიყენონ ადგილმდებარეობის ფუნქციები, საკუთარი ხელით ღუპავთ ტელეფონს. ეს ფუნქცია სწრაფად ცლის აკუმულატორს და ამცირებს მის სიცოცხლისუნარიანობას. ჩართეთ გეოლოკაცია მხოლოდ იმ აპლიკაციებში, რომელთათვისაც ეს მართლა აუცილებელია.

11. ნებას აძლევთ აპლიკაციებს გამოგიგზავნოთ შეტყობინებები


image

Push-შეტყობინებებიც ასევე ღლის ტელეფონს, მუდმივ "საბრძოლო" მზადყოფნაში ამყოფებს მას და მოითხოვს მონაცემებთან გამუდმებულ კავშირს, რაც აკუმულატორს ცვეთს. როცა ტელეფონი მორიგ შეტყობინებას იღებს, დისპლეი ირთვება და ამით მცირდება ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. შეცდომები, რომლებსაც ტელეფონის დატენვისას ვუშვებთ

2. შეცდომები, რომლებსაც ლეპტოპის დატენვისას ვუშვებთ

3. აუცილებლად მიაკარით ლეპტოპის კამერაზე ქაღალდი

4. როგორ გავაძლიეროთ ინტერნეტი ზედმეტი გადასახადის გარეშე

5. მობილურის დამუხტვა რამოდენიმე წამში - სასიამოვნო სიახლე!

6. საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!

0
8115
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0