x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
კირკ დუგლასი-მსოფლიოში ყველაზე უხუცეს მსახიობს 100 წელი შეუსრულდა
imageდღეს 9 დეკემბერს 100 წელი შეუსრულდა ამერიკელ მსახიობს კირგ დუგლასს, იგი დედამიწის ზურგზე ყველაზე ხანდაზმული მსახიობია.


დაიბადა 1916 წელს ქალაქ ამსტერდამში(აშშ, შტატი ნიუ-იორკი) რუსი-ებრაელის ხერშელ დანიელოვიჩის ოჯახში, რომელბიც მოგილევის გუბერნიიდან იყვნენ ემიგრირებულები .


მშობლებმა ბიჭუნას ისური დაარქვეს.დანიელოვიჩი ბავშვობიდანვე ოცნებოდა მსახიობობაზე, პირველად როცა სტუდიაში მიიწვიეს ისურმა ჩათვალა, რომ მისი სახელი ჰოლივუდურად არ ჟღერდა და -კირგ დუგლასი დაირქვა.


მეორე მსოფლიო ომის დროს ფლოტში მსახურის დროს დაიჭრა, ამიტომ კომისიამ სამხედრო სამსახურიდან გაანათავისუფლა, კირგი ჯერ ნიუ-იორკში დაბრუნდა, შემდეგ ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, იქვე გაიცნო საჭირო ხალხი, რომლებიც დაეხმარნენ კინოკარიერის აწყობაში.




დუგლასის პრემიერა შედგა ფილმ-დრამაში "მარტინ აივსის უცნაური სიყვარული" 1946 წელს.ერთი წლის შემდეგ დუგლასმა კონტრაქტი გააფორმა "უორნერ ბრაზერსთან", პირველი დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა ფილმმა "ჩემპიონი"(1949 წელი), სადაც მოკრივის ტრაგიკული როლი ითამაშა, ფილმი "ოსკარზეც" იყო წარდგენილი, თუმცა დუგლასმა მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი, საპატიო "ოსკარი" აიღო 1996 წელს, კინომატოგრაფიაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

image

50-იან წლებში დუგლასი ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, ზედიზედ გამოდის ფილმები, რომელიც იმ დროის ჰიტებად იქცა:"ტუზი სახელოში", "დეტექტური ისტორია", ხოლო ფილმში "სიცოცხლის წყურვილი" დუგლასმა ვინსენტ ვან გოგის როლი ითამაშა.

image





1955 წელს დუგლასმა დაარსა საკუთარი კინოკომპანია Bryna Productions, მან როგორც უკვე პროდიუსერმა და მსახიობმა მსოფლიო კინოსმაყაროს აჩუქა ისეთი შესანიშნავი ფილმები, როგორიცაა რიჩარდ ფელიშერის "ვიკინგები", სტენლი კუბრიკის "დიდების ბილიკები" და ისტორიული ეპოსი "სპარტაკი", ამ უკანასკნელმა ფილმმა დუგლასი სუპერვარსკვლავად აქცია.

image

ფოტოზე:ბრიჟიტ ბარდო და კირგ დუგლასი "კანის" ფესტივალზე 1953 წელი





აღსანიშნავია, რომ დუგლასმა მოიპოვა უფლება დაედგა "გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა", მან რომანის ავტორისგან კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად იყიდა.ბროდვეიზე ითამაშა კიდეც მაკმერფის როლი 1963 წელს, თუმცა მაშინ ამერიკული საზოგადოება მზად არ იყო მიეღო "ახალგაზრდული ბუნტი", მოგვიანებით ფილმის გადაღება შვილს, მაიკლ დუგლასს მიანდო, რომელიც ფილმის პროდიუსერი გახდა.


1975 წელს მილოშ ფორმანის ფილმმა ერთბაშად 5 ოსკარი აიღო.


მას შემდეგ, რაც კირგ დუგლასმა ინსულტი გადაიტანა, ზის სახლში და წერს რომანებს და მემუარებს, აგრეთვე ინტერნეტში აქვს საკუთარი ბლოგი გახსნილი, დუგლასი-უფროსი არა მარტო ყველაზე ხანდზამული მსახიობია მსოფლიოში, არამედ ყველაზე უხუცესი ბლოგერიც.


imageფოტოზე: მამა-შვილი დუგლასები

0
358
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0