x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ლამაზი და მკვრივი ფუგურის საიდუმლო

image
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ფენომენია, რომელიც სხვებისაგან განსხვავდება როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ქალების უმრავლესობა მიისწრაფის იყოს სრულყოფილი და ამ ე.წ. "სრულყოფილებაში" გულისხმობენ სიგამხდრეს. ალბათ ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ დიეტა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ლამაზი სხეული, მკვრივი კუნთები, რა თქმა უნდა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი კვება და ამასთანავე ვარჯიში. ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც წონაში დაკლებას დიეტით ცდილობენ, 2-3 კვირიანი დიეტით დაიკლებენ, დიეტის დასრულების შემდეგ კი 2-ჯერ მეტს იმატებენ, რატომ? დიეტების უმრავლესობა გულისხმობს შიმშილს, როგორ შეიძლება ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში მიირთვას მხოლოდ წიწიბურა და მაწონი, ამოიღოს დღის რაციონიდან ხორცი, რომელიც მოზარდთა უმრავლესობას სჭირდება ზრდა-განვითარებისთვის. ალბათ იცით, რომ ხორცი ერთ-ერთი "საბადოა" რკინის, რომელიც ჩვენს ორგანიზმს უზრუნველყოფს, ერითროციტთა ნაკლებობით კი ვითარდება დაავადებები. როგორ დავიკლოთ წონაში და შევინარჩუნოთ ლამაზი ფიგურა:image

1.ყველაზე მთავარი არის სწორი კვება: არ ამოიღოთ კვების რაციონიდან ხორცი, პური, რძის ნაწარმი, უბრალოდ საგრძნობლად შემცირეთ მათი რაოდენობა. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, სწრაფი კვების ობიექტებს (აი ეს კი ძალიან ძნელია ) მინიმუმამდე მიიყვანეთ ტკბილეულის რაოდენობა. მიიღეთ დიდი რაოდენობის ხილ-ბოსტნეული, წყალი. არ გამოტოვოთ საუზმე. დილით ჭამამდე დალიეთ წყალი, რომელიც ხელს შეუწყობს კუჭის მუშაობას, მიირთვით დილით ფაფა, მოხარშული კვერცხი. არ დატოვოთ თქვენი კუჭი მშიერი, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელმაც თუ შეწყვიტა ფუნქციონირება... სამწუხაროა, რომ ჩვენ, ადამიანები, არ ვუფრთხილდებით იმას რაც გვაქვს, გამხდარი ადამიანი, რომელმაც მოიმატა მისტირის წარსულს, მაშინ როდესაც შეეძლო გაფრთხილებოდა მას.image

2.ვარჯიში. თუ დიეტას იცავთ და ამავდროულად არ ვარჯიშობთ ჩათვალეთ, რომ თქვენი მცდელობა ამაოა. ყოველდღე 30 წუთიანი ვარჯიში აამოძრავებს კუნთებს, ასტიმულირებს ორგანიზმს, უმჯობესდება ფილტების მუშაობა, სისხლის მიმოქცევის სისტემა... დილით სუფთა გარემოში სირბილი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ასევე არაჩვეულებრივი დროა მშვიდ გარემოში ფიქრისთვის. ვისაც დილით სირბილი არ შეუძლია, ან კომპლექსდება გარეთ სირბილით, შემიძლია გითხრათ, რომ წონაში კლების ერთ-ერთი ეფექტური გზა არის ლახტით ხტუნაობა(პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ასტიმულირებს ორგანიზმს, ტონუსში მოყავს კუნთები, ჩემი ფავორიტია!)
ამრიგად, სწორი კვება + სისტემატიური ვარჯიში = ჯანმრთელი და ლამაზი სხეული.image

3.მოტივაცია. ეს ის პუნქტია, რომელიც პირველად უნდა დამეწერა, თუმცა არც ახლაა გვიანი. ნებისმიერ საქმეში ადამიანს სჭირდება მოტივაცია, ბიძგი, რომელიც მას სტიმულს მისცემს.(ზოგისთვის შესაძლოა ეს სტატიაც მოტივაცია იყოს :) დაათვალიერეთ მოდური გვერდები უყურეთ ვიქტორია სეკრეტის შოუებს, ანგელოზების შემხედვარე გაგიჩნდებათ იმის სურვილი იყოთ იდეალურები, თუმცა იმის გამო, რომ მსუქანი ხართ არ უნდა ჩავარდეთ დეპრესიაში. ჩაიბეჭდეთ ტვინში: მოდელები ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, თქვენც რომ მათსავით გევარჯიშათ გექნებოდათ იდეალური სხეული. ასე, რომ მკითხველებო, რომლებიც ეძებთ დიეტებს, ვარჯიშებს, რათა გახდეთ მოშორდით კომპიუტერის ეკრანებს, ჩართეთ მუსიკა, იცეკვეთ (ესეც ეფექტური გზაა დასაკლებად) შეიტანეთ ცვლილებები დღის რაციონში, შეეცადეთ გამონახოთ დრო ვარჯიშისთვის და რაც მთავარია, აკონტროლეთ დღის რეჟიმი, გამოიძინეთ, დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი ძილი დაასვენებს თქვენს გადაღლილ ორანიზმს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩემს სტატიებს, იმედია მოგეწონათ და დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. image

0
229
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქარჩავა
ანა ქარჩავა
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0