x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამ ნივთების სწორად გამოყენება დღემდე არ იცოდით
არის ნივთები, რომელთაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, თუმცა მათგან უმეტესის სწორად გამოყენება დღემდე არ ვიცოდით. ალბათ გქონიათ შემთხვევები ამ ნივთებთან შეხების დროს, რომ დაგბადებიათ კითხვა: " კი, მაგრამ ესენი რიღასთვის აქვს?!". სწორედ ამ კითხვებზე გავცემ პასუხს დღევანდელ სტატიაში და წარმოგიდგენთ 7 ნივთს, რომელთაც ხვდებით ყოველდღიურ პრაქტიკაში, თუმცა მათი გამოყენების სრულყოფილი გზა აქამდე არ იცოდით.



1. საშლელის ცისფერი ნახევარი. ალბათ შეგინიშნავთ საშლელზე ორი გამყოფი ფერი, რომელთაგან ცისფერი განკუთვნილია არა ფანქრის წასაშლელად, არამედ მუყაოს ან ფერადი ფურცლებდან მკვეთრი ფანქრებისა და კალმის წასაშლელად.

image



2. ცილინდრი ლეპტოპის სადენზე. ალბათ ყველას შეგინიშნავთ საკუთარ ლეპტოპზე მსგავსი ცილინდრი, თუმცა მისი დანიშნულების შესახებ არ გცოდნიათ. ეს ცილინდრი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ლეპტოპის სადენზე, ის წარმოადგენს ფილტრს და შესაბამისად კვების ბლოკიდან გამომდინარე არასასურველი მუხტების ნეიტრალიზებას ახდენს.


image



3. დამატებითი ხვრელები ფეხსაცმელზე. შეიძლება ბევრ თქვენგანს ისინი არც შეგიმჩნევიათ, თუმცა ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ფეხსაცმლის თასმები აუცილებლად უნდა შეიკრას დამატებითი ხვრელიდან, რომელიც მას დაწევისგან და გაცვეთისგან იცავს. (იხილეთ ვიდეო)




4. კოვზი სპაგეტისთვის. ალბათ ბევრს გინახავთ სპაგეტის კოვზი როგორია, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს არ წარმოედგინა კოვზის შუაში ხვრელი რას განსაზღვრავს. თუ სპაგეტს მხოლოდ იმდენს მოხარშავთ, რაც უმი ნედლეულის სახით ამ ხვრელში ჩაეტევა, მაშინ ის იქნება თქვენი ერთჯერადი ულუფა. შესაბამისად ზედმეტად მოხარშული სპაგეტის მიტოვება ან გადაყრა აღარ მოგიწევთ.

image



5. პატარა-დამატებითი ჯიბე ჯინსის შარვლებზე. ფიქრობთ, რომ ეს მომცრო ზომის ჯიბე, სადაც მხოლოდ ხურდას თუ მოათავსებთ, მხოლოდ დიზაინისთვის შეიქმნა? არა ბატონო, ჯინსების წარმოება როდესაც დაიწყო, იმ დროს ტენდენციური იყო ჯიბის პატარა საათები და სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი ეს დამატებითი, პატარა ჯიბე.

image



6. ხვრელი კალმის თავსახურზე. მართალია ამ ხვრელს რთულად თუ შეამჩნევთ, თუმცა მას ჩვენი სიცოცხლის ხსნა შეუძლია. თუ შემთხვევით უფროსებს ან ბავშვებს ეს თავსახური გადაეყლაპება (რაც ძალზედ ხშირია), ექიმის მოსვლამდე ფილტვებში ჰაერი ამ ხვრელის გავლით მაინც მოახდენს ცირკულაციას, შედეგად ფატალური დასასრული აღარ იქნება.

image




7. ახალ ტანსაცმელზე ქსოვილის პატარა ნაჭერი. დღეს ყველა სამოსს არ მოყვება მსგავსი პატარა ქსოვილი, თუმცა თუ ბრენდულ საქონელს შეიძენთ, მაშინ აუცილებლად შეამჩნევთ სარჩულზე მიკერებულ მსგავს, ქსოვილის ანალოგ მომცრო ნაჭერს ღილითურთ, რომლის დანიშნულება ბევრმა თქვენგანმა ან შეცდომით, ან სულ არ იცოდა. ბავშვობაში მე მქონდა გაგონილი, რომ თუ (პირობითად) კაბას დავხევდი, ანალოგი ქსოვილით შევნიღბავდი ნაკლს, თუმცა ეს სრული სიცრუეა. ეს პატარა ქსოვილი იმისთვის არსებობს, რომ რეცხვის წინ დავტესტოდ სარეცხის მანქანაში ამ ქსოვილისათვის შესაბამისი ტემპერატურა და ბრუნი, რათა კაბა არ გავაფუჭოდ.

image



იხილეთ აგრეთვე:


* კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით

* აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალე

* 15 ნივთი, რომელიც სახლში ყველას გაქვთ და აუცილებლად უნდა გადაყაროთ

* ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან

* 10 რამ, რასაც ყოველ დღე აკეთებთ და გაუცნობიერებლად ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას

* რატომ აქვს მამაკაცის პერანგს ღილები მარჯვნივ, ქალისას კი მარცხნივ?


3
2274
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2274
  
2016, 9 დეკემბერი, 15:02
ბოლო არ ვიცდი, მეც გახევის შემთხვევაში ნაკერების დასადებად მეგონა :))
2016, 9 დეკემბერი, 12:39
დიდი მადლობა ;)
2016, 9 დეკემბერი, 10:58
საინტერესო სტატია იყო, მომეწონა.
0 1 3