x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნანუკა ჟორჟოლიანი: უსიგარეტობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ უნდა მოგიყვეთ

image"უსიგარეტობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ უნდა მოგიყვეთ. უარყოფითით ვიწყებ.
9 კილო მოვიმატე. სამი თვე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მადის კონტროლი. თუ ძალიან მშიერი ვიყავი, ადამიანების ჭამაზეც გადავდიოდი.
სამაგიეროდ უკვე დავიწყე კლება და ახალ წლამდე მომატებულ წონას საბოლოოდ დავემშვიდობები.

უსიგარეტობამ შემაძლებინა ვარჯიში. (ცხოვრებაში პირველად სხვათაშორის) ეს
ორი ერთად კი ცხონებაა ორგანიზმისთვის.იმდენი ენერგია მაქვს სად წავიღო არ
ვიცი.
კარგად ვსუნთქავ. ნიკოტინი რომ აღარ გროვდება ფილტვებში, დილით უხერხული ხველება აღარ მაწუხებს.
მომიწესრიგდა ძილი.
დამიბრუნდა გემო, რომელიც აღარც კი მახსოვს როდის დამეკარგა:)
ამბობენ, რომ 6 თვეში კანზეც ვიგრძნობ.
image

მიუხედავად იმისა რომ სიგარეტის სუნი უკვე მეც ძალიან მაწუხებს, არასწორია
მოწევის აკრძალვა კაფეებში და რესტორნებში. ჩემი უფლებების დაცვით,
სხვისის დარღვევა სიგარეტის მოწევაზე ნაკლები მავნებლობა არ მგონია:)

P.s. არ შეგაშინოთ წონის მომატებამ. როგორც კი თქვენი ორგანიზმი შოკიდან
გამოვა და ჯანსაღ გარემოს აღიქვამს, წონაც იწყებს დარეგულირებას. ამიტომ
თამამად დაანებეთ სიგარეტს თავი.
აბა თქვენ იცით. წარმატებები და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას."-წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.


0
73
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0